შინაარსზე გადასვლა

მარგარიტა შოტლანდიელი

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მარგარიტა შოტლანდიელი

დაბ. თარიღი 1045[1] [2] [3] [4] [5] [6] [7]
დაბ. ადგილი ბარანიის მედიე ან უნგრეთი
გარდ. თარიღი 16 ნოემბერი, 1093
გარდ. ადგილი ედინბურგი
დასაფლავებულია Dunfermline Abbey
მოქალაქეობა ინგლისის სამეფო
 შოტლანდიის სამეფო
საქმიანობა queen regnant
მეუღლე Malcolm III of Scotland[5]
მამა Edward the Exile[5]
დედა Agatha, wife of Edward the Exile[5]
შვილ(ებ)ი Mary of Scotland, Countess of Boulogne[5] , Edmund of Scotland[2] [5] , Ethelred of Scotland[2] , Edgar[5] , ალექსანდრე I[2] [5] , მატილდა შოტლანდიელი[5] , David I of Scotland[5] და Edward of Scotland[2]

წმინდა მარგარიტა შოტლანდიელი (შოტ.-გელ. Naomh Maighréad; შოტლ. Saunt Marget, დაახლ. 1045 – გ. 16 ნოემბერი, 1093), ცნობილი ასევე, როგორც მარგარიტა უესექსელი — შოტლანდიის დედოფალი 1070-1093 წლებში, მეფე მალკოლმ III-ის მეუღლე. მარგარიტას ზოგჯერ უწოდებდნენ „შოტლანდიის მარგალიტს“ („The Pearl of Scotland“). იგი იყო უესექსის დინასტიის წევრი, დაიბადა უნგრეთის სამეფოში, ინგლისელი პრინცის, ედუარდ დევნილის ოჯახში. 1057 წელს იგი ოჯახთან ერთად დაბრუნდა ინგლისში. 1066 წელს ჰაროლდ გოდვინსონის სიკვდილის შემდეგ ჰასტინგსის ბრძოლაში, მისი ძმა ედგარ ეთელინგი აირჩიეს ინგლისის მეფედ, თუმცა იგი არასოდეს უკურთხებიათ. როცა ოჯახმა ჩრდილოეთით, შოტლანდიისკენ გაქცევა გადაწყვიტა, მარგარიტა მალკოლმ III-ზე დაქორწინდა, დაახლოებით 1070 წელს.

მარგარიტა იყო ღრმად მორწმუნე ქრისტიანი, რომელმაც სხვა საქველმოქმედო საქმიანობებთან ერთად, შექმნა საბორნე გადასასვლელი ფერთ-ოფ-ფორთზე, რათა პილიგრიმებს მიეღწიათ წმინდა ანდრიამდე ფაიფში. აქედან მომდინარეობს ქალაქების სახელწოდებები: სამხრეთ ქვინსფერი (South Queensferry) და ჩრდილოეთ ქვინსფერი (North Queensferry). მარგარიტა იყო სამი (ან ოთხი, თუ ვიანგარიშებთ ედმუნდს, რომელიც ბიძასთან, დონალდ III-თან ერთად მართავდა) შოტლანდიის მეფის დედა, ასევე ინგლისის დედოფლის, მატილდა შოტლანდიელის. ლათინური ტექსტის, Vita S. Margaritae (Scotorum) Reginae („წმინდა მარგარიტას, შოტლანდიის დედოფლის ცხოვრება“), რომლის ავტორობაც მიეწერება ტურგოტ დარემელს, ცნობით, მარგარიტა გარდაიცვალა ედინბურგის ციხე-სიმაგრეში 1093 წელს, რამდენიმე დღის შემდეგ, რაც შეიტყო ქმრისა და შვილის გარდაცვალება ბრძოლაში.

1250 წელს, პაპმა ინოკენტი IV-მ მარგარიტა წმინდანად შერაცხა, მისი ნეშტი კი ხელახლა გადაასვენეს წმინდა რელიკვიების სალოცავში დანფერმლინის სააბატოში, ფაიფში. მისი წმინდა ნაწილები შოტლანდიის რეფორმაციის დროს დაიკარგა. მოგვიანებით, მისი თავი ეკუთვნოდა მერი სტიუარტს, რომლის შემდეგაც იგი იეზუიტების მიერ ინახებოდა დუეს შოტლანდიურ კოლეჯში, საფრანგეთში, საიდანაც დაიკარგა საფრანგეთის რევოლუციის დროს.

შოტლანდიაში მოგზაურობა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
მალკოლმი ეგებება მარგარიტას შოტლანდიაში ჩასვლისას; დეტალი ფრესკიდან (დაახლ. 1898), შოტლანდიის ეროვნულ პორტრეტთა გალერეაში, ავტორი უილიამ ჰოული

ტრადიციის მიხედვით, ქვრივმა აგათამ შვილებთან ერთად ნორთუმბრიის დატოვება და ევროპულ კონტინენტზე დაბრუნება გადაწყვიტა. თუმცა შტორმმა მათი გემი ჩრდილოეთით, შოტლანდიისკენ გადაისროლა და 1068 წელს ისინი იქ გემის დამსხვრევის შედეგად აღმოჩნდნენ. შოტლანდიის მეფემ, მალკოლმ III-მ ისინი შეიფარა. დღეს ეს ადგილი ცნობილია სახელით „წმინდა მარგარიტას იმედი“ (St Margaret's Hope). მარგარიტას შოტლანდიაში ჩასვლა, ნორთუმბრიელ გრაფთა წარუმატებელი აჯანყების შემდეგ, მნიშვნელოვნად რომანტიზებულია, თუმცა შუა საუკუნეების ერთ-ერთი წყაროს მიხედვით, იგი და მალკოლმი პირველად ცხრა წლით ადრე დაინიშნენ. ორდერიკ ვიტალის ცნობით, მალკოლმის ერთ-ერთი პირველი სამეფო აქტივობა იყო ვიზიტი ინგლისის მეფე ედუარდ აღმსარებლის კარზე 1059 წელს, რათა ხელი ეთხოვა „ედუარდის ნათესავი მარგარიტასი, რომელიც უნგრეთიდან ინგლისში ორი წლით ადრე ჩავიდა.“[8] თუ 1059 წელს ნიშნობა ნამდვილად მოხდა, შეთანხმება შესრულებული არ ყოფილა, რამაც შესაძლოა გამოიწვია შოტლანდიელთა თავდასხმა ნორთუმბრიაზე 1061 წელს, როდესაც ლინდიფარნი გაძარცვეს.[9] დარემელი სიმეონი კი მიუთითებს, რომ მალკოლმისა და მარგარიტას პირველი შეხვედრა შესაძლოა მხოლოდ 1070 წელს მომხდარიყო, უილიამ დამპყრობლის მიერ ჩრდილოეთის დარბევის შემდეგ.

მალკოლმ III ამ დროს უკვე ქვრივი იყო და ორი ვაჟი — დონალდი და დუნკანი ჰყავდა. იგი დაინტერესებული იქნებოდა ქორწინებით უესექსის სამეფო ოჯახის უკანასკნელ წარმომადგენელთან. მალკოლმისა და მარგარიტას ქორწინება 1070 წელს შედგა. მალკოლმმა შემდგომ რამდენჯერმე ილაშქრა ნორთუმბრიაში, რათა მხარი დაეჭირა ახალი ცოლისძმის, ედგარის მეფობის პრეტენზიისთვის და ამასთან, გაეძლიერებინა საკუთარი ძალაუფლება. თუმცა ამ ლაშქრობებს განსაკუთრებული შედეგი, გარდა ნორთუმბრიის განადგურებისა, არ მოჰყოლია.[10]

მალკოლმი და მარგარიტა, ფორმანის არმორიალიდან (1562)

მარგარიტასა და მალკოლმს ჰყავდათ რვა შვილი – ექვსი ვაჟი და ორი ქალიშვილი:

რელიგიური ცხოვრება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტურგოტ დარემელი, წმინდა ანდრიას ეპისკოპოსი, იყო შოტლანდიის სამეფო კარის ახლო მეგობარი და მარგარიტას სულიერი მრჩეველი.*Green, Lionel (July 2013) Building St Cuthbert's Shrine Durham Cathedral and the Life of Prior Turgot. Sacristy Press, გვ. 90. ISBN 9781908381620.  1100–1107 წლებში მან დაწერა მისი აგიოგრაფიული ბიოგრაფია მარგარიტას ქალიშვილის, ინგლისის დედოფალ მატილდას თხოვნით.[11] ტურგოტის მიხედვით, მარგარიტამ დიდი გავლენა მოახდინა მეუღლეზე, მალკოლმზე, მას ბიბლიური ტექსტების კითხვის საშუალებით ასწავლიდა. მან წამოიწყო რელიგიური რეფორმები და ცდილობდა შოტლანდიის ეკლესიის ღვთისმსახურება და ტრადიციები კონტინენტური (რომაული) ეკლესიის სტანდარტებთან მიახლოებოდა, რომელიც მას ბავშვობაში უნგრეთში გაეცნო. ამ რეფორმებში მარგარიტას შთააგონა და ხელმძღვანელობდა ლანფრანკმა, რომელიც შემდგომში გახდა კენტერბერის არქიეპისკოპოსი.[12] ამ ღვაწლის გამო მარგარიტა ითვლებოდა „სამართლიანი მმართველის“ ნიმუშად და დიდად გავლენა მოახდინა მეუღლესა და შვილებზე, განსაკუთრებით უმცროს ვაჟზე, მომავალ მეფე დავით I-ზე, რათა ისიც სამართლიანი და ღვთისმოშიში მმართველი ყოფილიყო.

ვიტრაჟი, რომელზეც წმინდა მარგარიტა შოტლანდიელია გამოსახული (კარგი მწყემსის ეკლესია (როუზმონტი, პენსილვანია))

„მატიანეები ერთხმად ასახავენ დედოფალ მარგარიტას ძლიერ, სუფთა და კეთილშობილ ადამიანად, რომელსაც ჰქონდა უდიდესი გავლენა მეუღლეზე და მის მეშვეობით — მთლიანად შოტლანდიის ისტორიაზე, განსაკუთრებით ეკლესიურ სფეროში. მისი რელიგიურობა იყო გულწრფელი და ღრმა, ახალი რომაული ტიპისა. მას მიეწერება მთელი რიგი რეფორმებისა, რის შედეგადაც შოტლანდიის ეკლესია მნიშვნელოვნად დაშორდა ძველ ადგილობრივ, პრიმიტიულ წესებს, რომლებიც მანამდე არსებობდა. კერძოდ, მან შეცვალა დიდი მარხვის დაწყების დღე: ორშაბათიდან გადაიტანა ოთხშაბათზე (ფერფლის ოთხშაბათი), ასევე გაუქმდა ძველი ტრადიცია, რომლის მიხედვითაც შაბათი (Sabbath) იყო დასვენების დღე კვირის ნაცვლად.“ (ამ საკითხზე მეტი ინფორმაციისთვის იხ. Skene-ის Celtic Scotland, წიგნი II, თავი 8.)

მარგარიტა ასრულებდა ქველმოქმედებას, ყოველდღიურად ზრუნავდა ობლებზე და ღარიბებზე, კვებავდა მათ საკუთარი სადილის დაწყებამდე და ქრისტეს მიბაძვით, ღარიბებს ფეხებს ბანდა. ყოველ შუაღამეს იგი იღვიძებდა ლიტურგიის შესასრულებლად. 1072 წელს მან მიიწვია ბენედიქტელები, რათა დაეარსებინათ მონასტერი დანფერმლინში (ფაიფში). მანვე დააარსა საბორნე გადასასვლელი ქვინსფერიში და ჩრდილოეთ ბერვიკში, რათა დაეხმარებოდა პილიგრიმებს ფერთ-ოფ-ფორთის სამხრეთიდან წმინდა ანდრიამდე მისვლაში. იგი ლოცვისა და მარხვისთვის იყენებდა გამოქვაბულს დანფერმლინის ტაუერ-ბერნის მდინარესთან. ეს ადგილი დღეს „წმინდა მარგარიტას გამოქვაბულის“ სახელითაა ცნობილი და მუნიციპალური ავტოსადგომის ქვეშაა მოქცეული, თუმცა ვიზიტორებისთვის ღიაა.[13] სხვა საქმიანობებთან ერთად, მარგარიტა აქტიურად მონაწილეობდა აიონას სააბატოს აღდგენაში.[14] მან ასევე იზრუნა ინგლისელი ტყვეების გათავისუფლებაზე, რომლებიც ნორმანული დაპყრობის შემდეგ ყმობაში აღმოჩნდნენ.

მარგარიტა ღვთისმოსავი იყო როგორც საჯაროდ, ისე პირად ცხოვრებაში. იგი დიდ დროს უთმობდა ლოცვას, წმინდა წიგნების კითხვასა და საეკლესიო ქარგვას. ამან მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა მალკოლმზე, რომელსაც ძალიან მოსწონდა მეუღლის ღვთისმოსაობა და მის წიგნებს ოქროსა და ვერცხლით რთავდა. ერთ-ერთი ასეთი სახარება, რომელშიც მახარებელთა პორტრეტებია, დღეს ინახება ბოდლის ბიბლიოთეკაში (ოქსფორდი, ინგლისი).

მალკოლმი ნაკლებად რელიგიური იყო და არც კარგად აცნობიერებდა მარგარიტას რეფორმების მნიშვნელობას. თუმცა მეუღლის პატივისცემის გამო მას აძლევდა უფლებას გაეტარებინა ის რეფორმები, რაც სურდა.[14]

მარგარიტას მეუღლე, მალკოლმი და მათი უფროსი ვაჟი, ედუარდი, დაიღუპნენ ალნვიკის ბრძოლაში რობერტ დე მოუბრაის, ნორმანული ნორთუმბრიის გრაფის წინააღმდეგ, 1093 წლის 13 ნოემბერს. მისი შვილი, ედგარი, პასუხისმგებელი იყო დედისთვის ქმრისა და შვილის გარდაცვალების შეტყობინებაზე. ჯერ კიდევ 50 წლის ასაკს მიუღწეველი მარგარიტა გარდაიცვალა 1093 წლის 16 ნოემბერს, მეუღლისა და შვილის გარდაცვალებიდან სამი დღის შემდეგ. გარდაცვალების მიზეზად მიიჩნიეს მწუხარება.

იგი დაკრძალეს დანფერმლინის სააბატოში, მთავარი საკურთხევლის წინ. 1250 წელს, როდესაც ის წმინდანად შერაცხეს, მისი და მისი ქმრის ნეშტი გადაასვენეს სააბატოს ახალ სამლოცველოში. მოგვიანებით, დანფერმლინის აბატმა ჯორჯ დიურემ მათი წმინდა ნაწილები პროტესტანტული რეფორმატორებისგან დასაცავად ჯერ საკუთარ მამულში, კრეიგლასკარში გადაიტანა. 1560 წელს შოტლანდიის დედოფალმა მერიმ მარგარიტას თავი გადაიტანა ედინბურგის ციხე-სიმაგრეში, იმ იმედით, რომ ეს რელიქვია დაეხმარებოდა მშობიარობის დროს. 1597 წელს მარგარიტას თავი საფრანგეთში, დუეს შოტლანდიურ კოლეჯში იეზუიტებმა გადაიტანეს, თუმცა საფრანგეთის რევოლუციის პერიოდში იგი დაიკარგა. 1580 წლისთვის, ესპანეთის მეფე ფილიპე II-მ მარგარიტასა და მალკოლმ III-ის სხვა წმინდა ნაწილები გადაასვენა ესპანეთში, სამეფო მონასტერში ელ-ესკორიალში, მადრიდთან ახლოს,[15] თუმცა მათი ნეშტების ამჟამინდელი ადგილმდებარეობა უცნობია.[16]

წმინდანად შერაცვხვა და ხსენების დღე

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
წმინდა მარგარიტა ვიტრაჟზე (1922), ავტორი დუგლას სტრახანი, წმინდა მარგარიტას სამლოცველო, ედინბურგი

პაპმა ინოკენტი IV-მ 1250 წელს მარგარიტა წმინდანად შერაცხა მისი პირადი ღვთისმოსაობის, რომის კათოლიკური ეკლესიის ერთგულების, ეკლესიის რეფორმირებისთვის გაწეული შრომისა და ქველმოქმედების აღიარებით. 1250 წლის 19 ივნისს, მისი წმინდანად შერაცხვის შემდეგ, მარგარიტას ნეშტი გადატანილი იქნა დანფერმლინის სააბატოს აღმოსავლეთ აფსიდაში მდებარე სამლოცველოში.[17] 1693 წელს პაპმა ინოკენტი XII-მ მისი ხსენების დღე გადაიტანა 10 ივნისს, რაც დაკავშირებული იყო ჯეიმზ II-ისა და VII-ის (შოტლანდია) ვაჟის დაბადების თარიღთან.[16] 1969 წელს რომის ზოგადი კალენდრის გადახედვისას მისი ხსენების დღედ კვლავ 16 ნოემბერი აირჩიეს, მისი გარდაცვალების თარიღი, რომელიც შოტლანდიაში უწყვეტად აღინიშნებოდა.[18] მიუხედავად ამისა, ზოგიერთი ტრადიციონალისტი კათოლიკე კვლავ 10 ივნისს აღნიშნავს მის დღეს.

მარგარიტას ასევე სცემენ თაყვანს ანგლიკანურ თანამეგობრობაში. მისი ხსენების დღე აღინიშნება ინგლისის ეკლესიის, შოტლანდიის ეპისკოპალური ეკლესიის და აშშ-ის ეპისკოპალური ეკლესიის კალენდრებში 16 ნოემბერს.[19][20]

დაწესებულებები მისი სახელით

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მთელ მსოფლიოში მრავალი ეკლესია ატარებს წმინდა მარგარიტას სახელს. ერთ-ერთი უძველესია წმინდა მარგარიტას სამლოცველო, რომელიც დააარსა მისმა შვილმა, მეფე დავით I-მა. დიდი ხნის განმავლობაში ითვლებოდა, რომ ეს სამლოცველო თავად მარგარიტას სალოცავი იყო, თუმცა ამჟამად მიიჩნევა, რომ იგი XII საუკუნეში აშენდა. ეს არის ედინბურგის უძველესი შენობა, რომელიც XIX საუკუნეში აღადგინეს და 1990-იან წლებში განახლდა.

  • Chisholm, Hugh, ed. (1911). „Margaret, St, Queen of Scotland“ . Encyclopædia Britannica (ინგლისური). 17 (11th ed.). Cambridge University Press. p. 701.
  • Duncan, A.A.M., The Kingship of the Scots 842–1292: Succession and Independence. Edinburgh University Press, Edinburgh, 2002. ISBN 0-7486-1626-8
  • Keene, Catherine (2013). Saint Margaret, Queen of the Scots: A Life in Perspective. Springer. ISBN 978-1-137-03564-6. 
  • Marshall, Henrietta Elizabeth (1907). „Ch. XIII Malcolm Canmore - How Saint Margaret Came to Scotland“, Scotland's Story: A History of Scotland for Boys and Girls. Thomas Nelson. 
  • Oram, Richard, David I: The King Who Made Scotland. Tempus, Stroud, 2004. ISBN 0-7524-2825-X
  • Ritchie, R. L. Graeme, The Normans in Scotland, Edinburgh University Press, 1954

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. FemBio database
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 2.4 Lundy D. R. The Peerage
  3. Autoritats UB
  4. opac.vatlib.it
  5. 5.00 5.01 5.02 5.03 5.04 5.05 5.06 5.07 5.08 5.09 Kindred Britain
  6. Roglo — 1997. — 10000000 ეგზ.
  7. Sapere EncyclopediaDe Agostini Editore, 2001.
  8. Duncan, p. 43; Ritchie, pp. 7–8.
  9. Duncan, p. 43; Oram, David I, p. 21.
  10. Marshall 1907, p. 55.
  11. Bartlett, Robert (2004). „Turgot (c.1050–1115), author and bishop of St Andrews“. Oxford Dictionary of National Biography. Oxford University Press. doi:10.1093/ref:odnb/27831. ციტირების თარიღი: 25 August 2013. (გამოწერას ან გაერთიანებული სამეფოს საჯარო ბიბლიოთეკის წევრობას საჭიროებს)
  12. Menzies, Lucy (2007). St. Margaret Queen of Scotland, reprint, Edinburgh: The St. Margaret's Chapel Guild, გვ. 16–23. 
  13. St Margaret's Cave. VisitScotland. დაარქივებულია ორიგინალიდან — 10 სექტემბერი 2011. ციტირების თარიღი: 18 March 2011
  14. 14.0 14.1 Ashley, Mike (1999). The mammoth book of British kings and queens. London: Robinson Publishers, გვ. 399. ISBN 1-84119-096-9. 
  15. McGuigan, Máel Coluim III, pp. 342–343
  16. 16.0 16.1 Keene 2013, p. 134.
  17. Keene 2013, p. 121.
  18. "Calendarium Romanum" (Libreria Editrice Vaticana, 1969), p. 126
  19. The Calendar en. ციტირების თარიღი: 2021-03-27
  20. (2019-12-17) Lesser Feasts and Fasts 2018 (en). Church Publishing, Inc.. ISBN 978-1-64065-235-4.