მარგარიტა ურუშაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ურუშაძე.

მარგარიტა (მაგული) დავითის ასული ურუშაძე (დ. 1923, თბილისი — გ. 1999, იქვე) — ქართველი ჟურნალისტი, საქართველოს სსრ დამსახურებული ჟურნალისტი (1970). პროფესორ ზურაბ ურუშაძის და.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მ. ურუშაძემ დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი (1946). 1946-1995 მოღვაწეობდა საქართველოს ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის სახელმწიფო კომიტეტის (1990-იდან ტელე-რადიო დეპარტამენტის) რადიომაუწყებლობაში. სხვადასხვა დროს იყო საქართველოს რადიოს მხატვრულ გადაცემათა მთავარი რედაქციის ლიტერატურულ გადაცემათა რედაქციის უფროსი რედაქტორი, პროგრამებისა და გამოშვების მთავარი რედაქციის პროგრამების რედაქციის უფროსი რედაქტორი, პროგრამების მთავარი რედაქციის მთავარი რედაქტორის მოადგილე და სხვ. აღზარდა ქართველ რადიოჟურნალისტთა არა ერთი თაობა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]