მარგარიტა გოგოლაშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ გოგოლაშვილი.
მარგო გოგოლაშვილი
დაბ. სახელი მარგარიტა გოგოლაშვილი
დაბ. თარიღი 30 მაისი, 1911
თბილისი
გარდ. თარიღი 28 ოქტომბერი, 2002(2002-10-28)
თბილისი
ეროვნება ქართველი
საქმიანობა თეატრმცოდნე

მარგარიტა (მარგო) კონსტანტინეს ასული გოგოლაშვილი (დ. 30 მაისი, 1911, თბილისი — გ. 28 ოქტომბერი, 2002, იქვე) — ქართველი თეატრმცოდნე, მთარგმნელი; საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1976).

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1931 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართული ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტი, 1937 წელს კი — სასცენო ხელოვნების უმაღლესი კურსები აკაკი ფაღავას ხელმძღვანელობით. ველისციხის სახელმწიფო თეატრში დადგა ალექსანდრე ოსტროვსკის „უდანაშაულო დამნაშავენი“ და ნ. სტეპანოვის „პატრიოტები“. 1952–1953 წლებში იყო თბილისის თოჯინების სახელმწიფო ქართული თეატრის დირექტორი. 1950-იანი წლებიდან ქართულ და რუსულ პრესაში აქვეყნებდა წერილებსა და რეცენზიებს. თანამშრომლობდა ქართული და რუსული ენციკლოპედიების რედაქციებთან. თარგმნა პიესები: ა. ოსტროვსკის „ლამაზი მამაკაცი“ (მ. გიჟიმყრელთან ერთად), მაქსიმ გორკის „მოხუცი“, „ბარბაროსები“; მორის მეტერლინკის „მონა ვანა“ და სხვ.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]