მარგარიტა ბერძენი
მარგარიტა ბერძენი | |
---|---|
ბერძ. Μαργαρίτα της Ελλάδας გერმ. Margarita von Griechenland | |
![]() | |
დაბადების თარიღი | 18 აპრილი, 1905[1] |
დაბადების ადგილი | Old Royal Palace |
გარდაცვალების თარიღი | 24 აპრილი, 1981[1] (76 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | Bad Wiessee |
საქმიანობა | არისტოკრატი |
მოქალაქეობა |
![]() |
მეუღლე | Gottfried, 8th Prince of Hohenlohe-Langenburg |
შვილ(ებ)ი | Kraft, Prince of Hohenlohe-Langenburg, stillborn daughter zu Hohenlohe-Langenburg[1] , Prince Andreas of Hohenlohe-Langenburg[1] , Princess Beatrix of Hohenlohe-Langenburg[1] , Prince Ruprecht of Hohenlohe-Langenburg[1] და Prince Albrecht zu Hohenlohe-Langenburg[1] |
მარგარეტი ბერძენი და დანიელი (ბერძ. Μαργαρίτα της Ελλάδας και Δανίας), დ. 18 აპრილი, 1905, სამეფო სასახლე, ათენი, საბერძნეთის სამეფო — გ. 24 აპრილი, 1981, ლანგენბურგი, დასავლეთ გერმანია) — საბერძნეთისა და დანიის პრინც ანდრიას და ალისა ბატენბერგის უფროსი შვილი და ქალიშვილი. დედოფალ ვიქტორიას პირველი შვილთაშვილი. ედინბურგის ჰერცოგის, დიდი ბრიტანეთის დედოფალ ელიზაბეტ II-ის ქმრის, პრინც ფილიპის უფროსი და.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ოჯახი და ადრეული წლები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მარგარიტა, როგორც ოჯახში პირველი შვილი, დაიბადა 1905 წლის 18 აპრილს საბერძნეთის სამეფო სახლის მთავარ რეზიდენციაში — სამეფო სასახლეში, ათენში. მისი მშობლები იყვნენ ბერძენი პრინცი ანდრია და გერმანელი პრინცესა ელის ბათენბერგი, რომელიც ჰესენის დინასტიის მორგანატული შტოს წარმომადგენელი იყო.[2] მარგარიტას შემდეგ ელისმა კიდევ სამი ქალიშვილი გააჩინა: თეოდორა, სესილია და სოფია, ხოლო 1921 წელს შეეძინა ერთადერთი ვაჟი — პრინცი ფილიპე, რომელმაც 1947 წელს იქორწინა ბრიტანეთის მომავალ დედოფალ ელიზაბეთ II-ზე. მამის მხრიდან მარგარიტა იყო ბერძნული გლიუქსბურგების დინასტიის პირველი მეფის, გეორგ I-ის (დანიელი მეფე კრისტიან IX-ის ვაჟისა) და რუსეთის დიდი თავადის ასულის, ოლგა კონსტანტინოვნას შვილიშვილი. დედის მხრიდან კი — გერმანელი პრინც ლუდვიგ ალექსანდრ ბათენბერგის და ვიქტორია ჰესენ-დარმშტადტელის ქალიშვილი.
ელის ბათენბერგი რუსეთის უკანასკნელი იმპერატრიცის, ალექსანდრა ფეოდოროვნას, ღვიძლი დისშვილი იყო. 1905 წელს დაბადებული მარგარიტა გახდა დედოფალ ვიქტორიას პირველი შვილთაშვილი. 1917 წელს პრინცი ანდრიას ოჯახი, როგორც საბერძნეთის სამეფო ოჯახის უმეტესობა, იძულებული გახდა ქვეყანა დაეტოვებინა, მას შემდეგ რაც მარგარიტას ბიძამ, მეფე კონსტანტინე I-მა, ტახტიდან ჩამოაგდეს. შემდეგი რამდენიმე წლის განმავლობაში ოჯახი შვეიცარიაში ცხოვრობდა.[3] 1920 წელს, როდესაც მეფე კონსტანტინე I ტახტზე დაბრუნდა, ოჯახი მცირე ხნით დაბრუნდა საბერძნეთში და კუნძულ კორფუზე, ვილა მონ-რეპოში, დასახლდა. თუმცა, მეორე ბერძნულ-თურქული ომის შედეგად ბერძნული არმიის დამარცხებამ კონსტანტინე კვლავ აიძულა ტახტიდან ჩამოსულიყო. პრინცი ანდრია დააპატიმრეს, ხოლო სასამართლოს დასრულების შემდეგ იგი ოჯახთან ერთად გადასახლებაში გაუშვეს. მათი გადასახლება ბრიტანულ სამხედრო ხომალდ HMS Calypso-ზე მოხდა, რომლითაც ოჯახმა საბერძნეთი საბოლოოდ დატოვა.თარგი:Iw[4]
უფროსი ქალიშვილები, მარგარიტა და თეოდორა, დიდ ბრიტანეთში გაგზავნეს მათი ბებიის, ვიქტორიასთან, სადაც ისინი სახლში იღებდნენ განათლებას. ამ დროს ოჯახის დანარჩენი წევრები პარიზის დასავლეთ გარეუბანში, სენ-კლუდში ცხოვრობდნენ, სახლში, რომელიც პრინცესა მარია ბონაპარტს ეკუთვნოდა.[5] მარია ბონაპარტი იყო ანდრიას უფროსი ძმის, კორფუს გრაფი პრინც ჯორჯის, მეუღლე. 1930 წელს პრინცესა ელისმა მძიმე ნერვული აშლილობა გადაიტანა. მას პარანოიდული შიზოფრენიის დიაგნოზი დაუსვეს და იძულებით განათავსეს შვეიცარიის ქალაქ კროიცლინგენში, სადაც მან ორი წელი სანატორიუმში გაატარა. 1930-1931 წლებში მარგარიტაც და მისი დებიც გერმანული არისტოკრატიის წარმომადგენლებს გაჰყვნენ ცოლად. თუმცა არც ერთის ქორწილში ელისი არ დასწრებია. კლინიკაში ყოფნის დროს და მისი დატოვების შემდეგ ელისი შვილებთან და ოჯახის სხვა წევრებთან არ ურთიერთობდა 1936 წლის ბოლომდე, ამ პერიოდში იგი მხოლოდ დედასთან, ვიქტორიასთან, ურთიერთობდა.[6]
ქორწინება და შვილები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მარგარიტა 1931 წლის 20 აპრილს ლანგენბურგში დაქორწინდა გერმანელი ტახტის მემკვიდრე, ჰოჰენლოჰე ლანგენბურგის პრინც გოტფრიდზე. გოტფრიდი იყო პრინც ერნსტ II-ის და მისი მეუღლის, საქსენ-კობურგ-გოთელი პრინცესა ალექსანდრას უფროსი ვაჟი. ალექსანდრა კი იყო ჰერცოგ ალფრედი (საქსენ-კობურგის და გოთას ჰერცოგი) და მისი მეუღლის, დიდი რუსეთის დიდ თავადის ქალის, მარია ალექსანდრეს ასული რომანოვას, ქალიშვილი. პრინცესა მარგარიტას და პრინც გოტფრიდს საერთო წინაპრები ჰყავდათ: დიდი ბრიტანეთის დედოფალი ვიქტორია და რუსეთის იმპერატორ ნიკოლოზ I. პრინცი გოტფრიდი პრინცესა მარგარიტას დედის მამიდაშვილის შვილი და თავად მარგარიტას მამიდაშვილის შვილი იყო.
ქორწინებაში მარგარიტასა და გოტფრიდს ექვსი შვილი ჰყავდათ:[2]
- მკვდრადშობილი გოგონა (გარდაიცვალა 3 დეკემბერი, 1933) — დაიბადა გარდაცვლილი.
- პრინცი კრაფტი (1935-2004) — მამის გარდაცვალების შემდეგ გახდა ჰოჰენლოჰე ლანგენბურგის ნომინალური მმართველი. 1965 წლის 5 ივნისს დაქორწინდა პრინცესა შარლოტა კრუაზე (დ. 31 დეკემბერი, 1938), რომელიც იყო პრინცი ალექსანდრ კრუასა და ანა ელსპეტ კემპბელის ქალიშვილი. მათ ჰყავდათ ერთი ვაჟი და ორი ქალიშვილი. 1990 წლის 26 მაისს განქორწინდნენ. მოგვიანებით, კრაფტმა იქორწინა ირმა პოსპეშზე (დ. 1946), თუმცა მათ შვილები არ ჰყოლიათ.
- პრინცესა ბეატრიქს ალისა მარია მელიტა მარგარიტა (1936-1997) — არასოდეს დაქორწინებულა და შვილები არ ჰყოლია.
- პრინცი გეორგ ანდრეას ჰაინრიხი (დ. 24 ნოემბერი, 1938) — 1969 წლის 9 სექტემბერს დაქორწინდა გერმანელ პრინცესა ლუიზა შონბურგ-ვალდენბურგზე (დ. 12 ოქტომბერი, 1943), რომელიც იყო პრინცი ალექსანდრ ულრიხისა და გრაფინია პაულინა ემა ცუ კასტელ-კასტელის ქალიშვილი. ჰყავთ ორი ქალიშვილი.
- პრინცი რუპრეხტ ზიგსმუნდ ფილიპ ერნსტი (1944-1978) — არ ყოფილა დაქორწინებული და შვილები არ ჰყოლია.
- პრინცი ალბრეხტ ვოლფგანგ კრისტოფი (1944-1992) — დაქორწინებული იყო მარია ჰილდეგარდ ფიშერზე (დ. 30 ნოემბერი, 1933) ჰყავდათ ერთი ვაჟი.
გარდაცვალება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პრინცესა მარგარიტა გარდაიცვალა 1981 წლის 24 აპრილს ლანგენბურგში, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, მეუღლის გარდაცვალებიდან 21 წლის შემდეგ.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Van der Kiste, John. Kings of the Hellenes : [англ.]. — Stroud, Gloucestershire, England : Alan Sutton Publishing, 1994. — P. 96. — 200 p. — ISBN 0750905255.
- Vickers, Hugo. Alice, Princess Andrew of Greece : [англ.]. — London : Hamish Hamilton, 2000. — P. 171, 176—178, 245—256. — 352 p. — ISBN 0-241-13686-5.
- Ziegler, Philip. Mountbatten : [англ.]. — Stroud, Gloucestershire, England : Collins, 1985. — P. 101. — 786 p. — ISBN 0-00-216543-0.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 1.5 1.6 Lundy D. R. The Peerage
- ↑ 2.0 2.1 Margarita zu Schleswig-Holstein-Sonderburg-Glücksburg, Princess of Greece and Denmark.
- ↑ Van der Kiste 1994, p. 96.
- ↑ Vickers 2000, p. 171.
- ↑ Vickers 2000, pp. 176–178.
- ↑ Vickers 2000, pp. 245–256.