მარგარეტ უოკერი
მარგარეტ უოკერი | |
---|---|
დაბადების თარიღი | 7 ივლისი, 1915[1] [2] [3] [4] |
დაბადების ადგილი | ბირმინგემი[5] |
გარდაცვალების თარიღი | 30 ნოემბერი, 1998[1] [2] [3] [6] [4] (83 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | ჩიკაგო[7] [8] |
დასაფლავებულია | Garden Memorial Park |
საქმიანობა | რომანისტი[5] , პოეტი[5] , უნივერსიტეტის პროფესორი და მწერალი[9] |
ეროვნება | აფრო-ამერიკელები[10] [11] [12] |
მოქალაქეობა | აშშ[2] |
ალმა-მატერი | აიოვის უნივერსიტეტი[5] , ჩრდილოდასავლეთის უნივერსიტეტი[5] , აიოვის უნივერსიტეტი[13] და Gilbert Academy |
Magnum opus | Jubilee[14] |
ჯილდოები | Yale Series of Younger Poets Competition[5] [15] , ლენგსტონ ჰიუზის მედალი[16] , კანდასის პრემია, შავი ლიტერატურული დიდების დარბაზი[8] და honorary degree from Spelman College[17] |
მარგარეტ უოკერი (დ. 7 ივლისი, 1915 — გ. 30 ნოემბერი, 1998) — ამერიკელი პოეტი და მწერალი. იგი იყო ჩიკაგოში აფრო-ამერიკული ლიტერატურული მოძრაობის მონაწილე, რომელიც ცნობილია „ჩიკაგოს შავი რენესანსის“ სახელით. მის ყველაზე ცნობილ ნამუშევრებში შედის „ჩემი ხალხი“ (1942), რომელმაც გაიმარჯვა ახალგაზრდა პოეტების იალეს სერიაში და, აგრეთვე რომანი „იუბილე“ (1966), რომელშიც აღწერილია სამხრეთ აშშ-ის სამოქალაქო ომი.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]უოკერი დაიბადა ბირმინგემში, ალაბამაში, მეთოდიზმის მიმდევარ სიგიზმუნდ უოლკერისა და მარიონ (დოზიერ) უოკერის ოჯახში. დედა დაეხმარა, რომ ბავშვობიდანვე ფილოსოფია და პოეზიას ესწავლა. როდესაც უოკერი ახალგაზრდა გოგონა იყო, მისი ოჯახი ნიუ–ორლეანში გადავიდა. ნიუ-ორლეანსში მარგარეტი სწავლობდა სკოლაში და რამდენიმე წელი კოლეჯშიც გაატარა, სანამ ჩრდილოეთით, ჩიკაგოში გადავიდოდა.
1935 წელს უოლკერმა მიიღო ბაკალავრის ხარისხი ჩრდილო–დასავლეთის უნივერსიტეტში. 1936 წელს მან დაიწყო მუშაობა ფედერალ მწერალთა პროექტზე, დიდი დეპრესიის დროს, პრეზიდენტ ფრანკლინ დ რუზველტის სამუშაოების პროგრესის ადმინისტრაციაში. იგი იყო სამხრეთელების მწერალთა ჯგუფის წევრი, რომელშიც მის გარდა შედიოდნენ ისეთი ავტორები, როგორებიც არიან: რიჩარდ უაითი, არნა ბონტემპსი, ფენტონ ჯონსონი, თეოდორ უორდი და ფრენკ მარშალ დევისი.[18]
1942 წელს მარგარეტმა მიიღო მაგისტრის ხარისხი შემოქმედებით მწერლობაში აიოვას უნივერსიტეტში. 1965 წელს იგი დაბრუნდა ამ სასწავლებელში, ფილოსოფიაში დოქტორის ხარისხის მოსაპოვებლად.
უოკერი ცოლად ფირნისტ ალექსანდრემ 1943 წელს მოიყვანა, რის შემდეგაც საცხოვრებლად ერთად, მისისიპიში გადავიდნენ. წყვილს ერთად ოთხი შვილი ეყოლა შტატის დედაქალაქ ჯექსონში.
აკადემიური კარიერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]უოკერი გახდა ლიტერატურის პროფესორი დღევანდელ ჯექსონის სახელმწიფო უნივერსიტეტში (ისტორიულად შავი კოლეჯის სახელით ცნობილი), სადაც ასწავლიდა 1949 წლიდან 1979 წლამდე. 1968 წელს უოკერმა დააარსა შავკანიანთა ისტორიის, ცხოვრების და კულტურის შესწავლის ინსტიტუტი (ამჟამად მარგარეტ უოკერის ცენტრი) და მისი პირადი ნაშრომები ახლაც იქ ინახება. 1976 წელს იგი ამავე ინსტიტუტის დირექტორი გახდა.
ლიტერატურული მწერლობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1942 წელს უოლკერის პოეზიის კრებულმა „ჩემი ხალხისთვის“ გაიმარჯვა ახალგაზრდა პოეტების იალეს სერიის კონკურსში რედაქტორ სტივენ ვინსენტ ბენეტის შეფასებით, რითაც იგი გახდა პირველი შავკანიანი ქალი, რომელმაც ეროვნული მწერლობის პრიზი მიიღო.[19] მისი „For My People“ ითვლებოდა „პოეზიის ყველაზე მნიშვნელოვან კრებულად, რომელიც შავი ჩიკაგოს რენესანსის წევრის მიერ იყო დაწერილი, გვენდოლინ ბრუკსის ნაწარმოებამდე ქუჩა ბრონზვილში.“ რიჩარდ ბარკსტალის თქმით მარგარეტ უოკერი თავისი შემოქმედებით არამარტო შავკანიანებს, არამედ ყველა ადამიანს იმედს უნერგავდა.
უოკერის მეორე წიგნი (და მისი ერთადერთი ნოველა) იუბილე გამოქვეყნდა 1966 წელს და ასახავს მონების ოჯახის ისტორიას სამოქალაქო ომის დროს და მის შემდეგ, და ემყარება მისი ბებიის ცხოვრებას. ამ ნაწრმოების დასრულებას მწერალმა 30 წელი მოანდომა.[20]
აფრიკულ-ამერიკულ ლიტერატურაში ეს წიგნი მნიშვნელოვანადაა მიჩნეული. მისი დაწერის შემდეგ უოლკერი გავლენიანი ფიგურა გახდა ახალგაზრდა ავტორებისთვის. ის პირველი იყო თავისი თაობის ქალი მწერლებისგან, ვინც 1970-იან წლებში რომანის გამოქვეყნება უფრო აქტიურად დაიწყო.
1975 წელს უოკერმა ჩაწერა სამი ალბომი „Folkways Records“-თან, სადაც თავის ნაწარმოებებთან ერთად წაიკითხა პოლ ლორენს დანბარის, ჯეიმზ უელდონ ჯონსონის და ლენგსტონ ჰიუზის პოემები.
1989 წელს უოკერმა მიიღო კანდესის პრემია 100 შავკანიანი ქალის ეროვნული კოალიციისგან.
გარდაცვალება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მარგარეტ უოკერი გარდაიცვალა მკერდის კიბოთი ჩიკაგოში, ილინოისი, 1998 წლის 30 ნოემბერს, 83 წლის ასაკში.
იგი 2014 წელს ჩიკაგოს ბიბლიოთეკის ლიტერატურულ დიდების დარბაზში დამსახურებულად შეიყვანეს.[21]
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- „The United States In Literature“, გვ. 450, ილ., 1985
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 2.0 2.1 2.2 Encyclopædia Britannica
- ↑ 3.0 3.1 SNAC — 2010.
- ↑ 4.0 4.1 FemBio database
- ↑ 5.0 5.1 5.2 5.3 5.4 5.5 Blain V., Grundy I., Clements P. The Feminist Companion to Literature in English: Women Writers from the Middle Ages to the Present — 1990. — P. 1124.
- ↑ Babelio — 2007.
- ↑ http://www.poetryfoundation.org/bio/margaret-walker
- ↑ 8.0 8.1 https://www.chicagotribune.com/news/ct-xpm-1998-12-10-9905150038-story.html
- ↑ Mainiero L., Faust L. L. American Women Writers: A Critical Reference Guide from Colonial Times to the Present — 1979.
- ↑ Page Y. W. Encyclopedia of African American Women Writers — Westport: Greenwood Publishing Group, 2007. — ISBN 978-0-313-33429-0, 978-0-313-04907-1
- ↑ Smith J. C. Notable Black American Women
- ↑ BlackPast.org — 2004.
- ↑ Blain V., Grundy I., Clements P. The Feminist Companion to Literature in English: Women Writers from the Middle Ages to the Present — 1990. — P. 1125.
- ↑ Swartz A. Open Library — 2007.
- ↑ http://youngerpoets.yupnet.org/past-winners/
- ↑ https://www.ccny.cuny.edu/lhf/medallion-recipients
- ↑ https://www.spelman.edu/docs/honorary-degrees/honorary-degree-recipients---1977-present---as-of-november-2022---revised-(012023).pdf?sfvrsn=f4347e51_2
- ↑ Knupfer, Anne Meis (2006). The Chicago Black Renaissance and Women's Activism. Champaign, IL: University of Illinois Press.
- ↑ Bradley, George. "Introduction", The Yale Younger Poets Anthology, New Haven and London: Yale University Press, p. 24.
- ↑ Whitlow, Roger (1974). Black American Literature: A Critical History. Rowman & Littlefield Publishers. ISBN 978-0822602781.
- ↑ Margaret Walker. Chicago Literary Hall of Fame (2014).
- დაბადებული 7 ივლისი
- დაბადებული 1915
- გარდაცვლილი 30 ნოემბერი
- გარდაცვლილი 1998
- XX საუკუნის ამერიკელი ქალი მწერლები
- XX საუკუნის ამერიკელი რომანისტები
- ამერიკელი მეთოდისტები
- აიოვას უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები
- ამერიკელი ქალი რომანისტები
- აფრო-ამერიკელი რომანისტები
- აფრო-ამერიკელი ქალი მწერლები
- აფრო-ამერიკელი მწერლები