მარგარეტ უიტმენი
მარგარეტ უიტმენი | |
---|---|
![]() | |
დაბადების თარიღი | 4 აგვისტო, 1956[1] [2] [3] (68 წლის) |
დაბადების ადგილი | Cold Spring Harbor |
მოქალაქეობა |
![]() |
განათლება | Cold Spring Harbor Jr./Sr. High School, პრინსტონის უნივერსიტეტი და Harvard Business School |
მამა | Hendricks Hallett Whitman, II[4] |
დედა | Margaret Cushing Whitman[4] |
მეუღლე/ები | Griffith R. Harsh |
მარგარეტ „მეგ“ უიტმენი (ინგლ. Margaret Cushing “Meg” Whitman, დ. 4 აგვისტოს, 1956, ქოლდ-სპრინგ-ჰარბორი, ნიუ-იორკი, აშშ) — ამერიკელი მეწარმე და პოლიტიკური აქტივისტი. კალიფორნიის გუბერნატორის რესპუბლიკური კანდიდატი 2010 წლის არჩევნებში. ის იყო eBay-ის კომპანიის პრეზიდენტი და აღმასრულებელი დირექტორი (1998–2008), შემდეგ Hewlett-Packard Corporation (2011–2015) და Hewlett Packard Enterprise–ის აღმასრულებელი დირექტორი (2015 წლის ბოლოდან).
2016 წელს ჟურნალმა Forbes-მა მეგ უიტმენი მე-9 ადგილზე დაასახელა მსოფლიოს 100 ყველაზე გავლენიანი ქალთა სიაში.[5]
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მარგარეტ უიტმენი დაიბადა 1956 წლის 4 აგვისტოს ნიუ-იორკში. მან ბაკალავრის ხარისხი ეკონომიკაში პრინსტონის უნივერსიტეტიდან 1977 წელს მიიღო, ხოლო 1979 წელს MBA ჰარვარდის ბიზნეს სკოლაში. მას ეკავა მმართველი პოზიციები Procter & Gamble-ში, Bain & Company-ში, The Walt Disney Company-ში და ხელმძღვანელობდა Florists' Transworld Delivery-ს (ყვავილების მსხვილი სავაჭრო კომპანია).
1998 წლიდან 2008 წლამდე უიტმენი იყო eBay-ის აღმასრულებელი დირექტორი და პრეზიდენტი და მსახურობდა მის დირექტორთა საბჭოში. 2011 წლის სექტემბერში იგი დაინიშნა Hewlett-Packard Corporation-ის აღმასრულებელ დირექტორად.[6]
2010 წლის მდგომარეობით, იგი კალიფორნიის უმდიდრესი ქალების სიაში მეოთხე ადგილზე იყო, 1,3 მილიარდი დოლარის პირადი ქონებით.[7]
2015 წლის ბოლოდან იგი ხელმძღვანელობს Hewlett Packard Enterprise-ის მენეჯმენტს.
2017 წლის აპრილში იგი შეუერთდა ახლადშექმნილ DXC Technology Corporation-ის დირექტორთა საბჭოს, რომელიც შეიქმნა HPE Enterprise Services განყოფილებისა და კომპიუტერული მეცნიერებების კორპორაციის აქტივების შერწყმის შედეგად.[8]
2017 წლის ნოემბერში მეგ უიტმენმა განაცხადა, რომ 2018 წლის 1 თებერვლიდან აპირებს გადადგეს Hewlett Packard Enterprise-ის აღმასრულებელი დირექტორის პოსტიდან , თუმცა ის დარჩება კომპანიის დირექტორთა საბჭოს წევრად.[9]
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Calhoun D. Encyclopædia Britannica
- ↑ FemBio database
- ↑ Munzinger Personen
- ↑ 4.0 4.1 Geni.com — 2006.
- ↑ The World's Most Powerful Women 2016. Forbes (2016-06-07). ციტირების თარიღი: 2017-11-23.
- ↑ Мег Уитман стала новым исполнительным директором Hewlett-Packard. CNews (2011-09-23). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-05-28. ციტირების თარიღი: 2011-09-23.
- ↑ #773 Margaret Whitman. Forbes.com (2010-02-12). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-05-09. ციტირების თარიღი: 2010-08-29.
- ↑ HPE отделила подразделение IT-услуг. Servernews.ru (2017-04-04). ციტირების თარიღი: 2017-11-23.
- ↑ Мег Уитмэн покинет пост генерального директора Hewlett Packard Enterprise. iXBT.com (2017-11-23). ციტირების თარიღი: 2017-11-23.