მარგარეტ ნიუტონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მარგარეტ ნიუტონი
დაბ. თარიღი 20 აპრილი, 1887
დაბ. ადგილი მონრეალი, კვებეკი, კანადა
გარდ. თარიღი 6 აპრილი, 1971
გარდ. ადგილი ვიქტორია, ბრიტანეთის კოლუმბია, კანადა
მოქალაქეობა კანადელი
საქმიანობა ბიოლოგი, მიკოლოგი და პროფესორი[1]
მუშაობის ადგილი University of Saskatchewan[1]
ალმა-მატერი მაკდონალდის კოლეჯი (მაკგილის უნივერსიტეტი)
ჯილდოები Flavelle Medal[1] და კანადის სამეფო საზოგადოების წევრი

მარგარეტ ბრაუნ ნიუტონი (კანადის სამეფო საზოგადოების წევრი, დ. 20 აპრილი, 1887 ― გ. 6 აპრილი, 1971) ― კანადელი ფიტოპათოლოგი და მიკოლოგი. საერთაშორისოდ ცნობილია[2] პიონერული კვლევებით Puccinia graminis-ის დაავადებების შესახებ, განსაკუთრებით მისი ეფექტებით კანადის მთავარ აგროკულტურულ პროდუქტ ხორბალზე.

ნიუტონი არასდროს დაქორწინებულა. თვლიდნენ მეგობრულ და ჯიუტ ადამიანად, მოტივირებული და თბილი პიროვნებით.[3] ხშირად „იქამდე მუშაობდა, სანამ არ გამოიფიტებოდა“.[4]

ადრეული წლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მარგარეტ ნიუტონი 1887 წლის 20 აპრილს მონრეალში დაიბადა ჯონ ნიუტონისა და ელიზაბეთ ბრაუნის ოჯახში. მას ოთხი უმცროსი დედმამიშვილი ჰყავდა, სამი ძმა: რობერტი, ჯონი და უილიამი და და - დოროთი.[5] მამამისი ქიმიკოსი იყო და მეცნიერების მიგნებების ფერმაში დანერგვაზე იყო ორიენტირებული.[2]

ნიუტონის ფორმალური განათლება ჩრდილოე ნეიშენ-მაილზზე მდებრე ერთოთახიან სკოლაში დაიწყო.[5] საქარხნო დასახლება 300 მკვიდრისგან შედგებოდა და პლეისენსის ჩრდილოეთით მდებარეობდა. ნიუტონის მამამ მაღალანაზღაურებადი სამუშო მიიღო და ოჯახი მონრეალში გადასახლდა. მარგარეტმა მონრეალში დაასრულა საშუალო სკოლა და უმაღლესი სკოლის 2 კლასი, რის შემდეგაც ოჯახი პლეისენსში დაბრუნდა.[5] ნიუტონმა აქ დაასრულა უმაღლესი სკოლა, რის შემდეგაც ონტარიოში, ვანკლიკ ჰილში გადავიდა და სწავლა ვანკლიკ ჰილის კოლეგიალურ ინსტიტუში გააგრძელა.[5]

სამი წლის მანძილზე ნიუტონი ლაქინში, შემდეგ კი ერთი წელი ჩრდილოეთ ნეიშენ-მაილზის სკოლაში სწავლობდა.[5] თანხა, რომელიც სკოლაში სწავლის პერიოდში დაზოგა, შემდეგში უმაღლესი განათლების მისაღებად გამოიყენეს.[2]

ნიუტონი ხელოვნებით იყო გატაცებული[3] და ჰამილტონში, ონტარიოში მაკმასტერის უნივერსიტეტის ხელოვნების პროგრამაზე ჩაირიცხა. ერთი სასწავლო წლის დასრულების შემდეგ მონრეალში დაბრუნდა, სადაც მაკდონალდის კოლეჯში სასოფლო-სამეურნეო პროგრამაზე ჩაირიცხა. 50 სტუდენტისგან შემდგარ კლასში ნიუტონი ერთადერთი ქალი იყო. უმაღლესი მიღწევისათის ნიუტონს გენერალ-გუბერნატორის აკადემიკოსის მედალი გადაეცა.[3] ამ პერიოდში მარგარეტ ნიუტონი მცენარეთა დაცვის კვებეკის საზოგადოებას შეუერთდა და მისი პირველი ქალი წევრი გახდა. იყო დებატების საზოგადოების წევრი და ლიტერატურის საზოგადოების პრეზიდენტი ერთი წლის მანძილზე. მაკდონალდის კოლეჯში სწავლის მეორე წელს ვ. პ. ფრეიზერის მიოლოგიის კურსი აირჩია და მცენარეთა დაავადებების კვლევით დაინტერესდა, რასაც მომავალში მისი ფიტოპათოლოგიით დაინტერესება მოჰყვა.[5]

1916 წლის გამანადგურებელმა ეპიდემიამ 100 მილიონი ბუშელი ხორბალი გაანადგურა,[6] რომლის ღირებულებაც 200 მილიონ დოლარს უტოლდებოდა. 1917 წელს ნიუტონის ხელმძღვანელმა, ვ. პ. ფრეიზერმა დასავლეთ კანადაში იმოგზაურა და წითელი ჟანგის კვლევა დაიწყო. ფრეიზერმა შეგროვილი ნიმუშების შესწავლა ნიუტონს დაავალა, რომელსაც ნიმუშების კვლევის შესაძლებლობა მხოლოდ მას შემდეგ მიეცა, რაც სკოლის დეკანმა ლაბორატორიის ღამით გამოყენებაზე ქალებზე შეზღუდვა მოხსნა,[7]} თუმცა ნიუტონს მხოლოდ ღამის 10 სააამდე მუშაობის უფლება ჰქონდა.[3]

გადადგომა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ღეროს წითელი ჟანგის კვლევის შედეგად ნიუტონს სასუნთქი ორგანოების დაავადება გაუჩნდა, რის გამოც მარგარეტ ნიუტონი ადრე, 1945 წელს გავიდა პენსიაზე[8] და ვიქტორიაში გადასახლდა]].[7] ფერმერებმა კანადის მთავრობას პეტიციით მიმართეს, რომ მისთვის სრული პენსია დაენიშნათ, რადგანაც ნიუტონმა „ქვეყანას მილიონობით დოლარი დააზოგინა“.[4]

პენსიაზე გასვლის შემდეგ ნიუტონმა ექსპერტად მუშაობა გააგრძელა, რუსეთსა და აფრიკაში იმოგზაურა, სადაც წითელი ჟანგის შესამცირებელ პროგრამებში მონაწილეობდა[7] და კონვენციებსა და კონფერენციებს ესწრებოდა. 1950-იან წლებში ნიუტონი შვედეთში ბოტანიკის საერთაშორისო კონგრესს და შვეიცარიაში ქალთა უნივერსიტეტის საერთაშორისო ფედერაციის კონფერენციას დაესწრო.[9]

მარგარეტ ნიუტონი აქტიურად იყო ჩაბმული ქალთა ჯგუფების საქმიანობაში და სახლში ბაღს უვლიდა.[3] გატაცებული იყო ფრინველებზე დაკვირვებითა და კანოეთი ნიჩბოსნობით.[9]

მარგარეტ ნიუტონი 1971 წლის 6 აპრილს ვიქტორიაში გარდაიცვალა.

მემკვიდრეობა და ჯილდოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სიცოცხლის მანძილზე მარგარეტ ნიუტონს არაერთი ჯილდო გადაეცა და საპატიო წოდება მიენიჭა. 1942 წელს ელის უილსონის შემდეგ ის მეორე ქალი გახდა, რომელიც კანადის სამეფო საზოგადოების წევრად აირჩიეს.[10][4] 1948 წელს კანადის სამეფო საზოგადოებისგან ფლაველის მედალი გადაეცა.[11] ნიუტონი პირველი ქალი და პირველი მეცნიერი იყო, რომელმაც სოფლის მეურნეობის კოლეჯის დასრულების შემდეგ მიიღო ეს ჯილდო.

1956 წელს მინესოტის უნივერსიტეტმა დამსახურებული მიღწევების ჯილდო გადასცა, ხოლო 1969 წლის 13 მაისს სასკაჩევანის უნივერსიტეტმა ნიუტონს სამართლის დოქტორის საპატიო ხარისხი მიანიჭა.[12] 1964 წელს ვიქტორიას უნივერსიტეტმა ქალი სტუდენტებისთვის საცხოვრებელი კომპლექსის პირველი ფაზა დაასრულა და ოთხგანყოფილებიანი შენობის ნაწილს ნიუტონის საპატივცემულოდ მარგარეტ ნიუტონის დარბაზი ეწოდა.[13] დანარჩენებს ემილი კარის, დევიდ თომფსონის და ართურ კარის სახელები ეწოდა.

1997 წლის 22 სექტემბერს მარგარეტ ნიუტონი ნაციონალური ისტორიული მნიშვნელობის პიროვნებების რეგისტრში შეიყვანეს. რეგისტრში კანადის მთავრობას ის ადამიანები შეჰყავს, ვისაც ქვეყნის ისტორიაში ეროვნული მნიშვნელობა აქვთ.[14] მანიტობის უნივერსიტეტის ფორტ-გარის კამპუსში ნიუტონის სამახსოვრო მემორიალური დაფაა განთავსებული.[15][14] 1991 წელს ნიუტონი კანადის მეცნიერებისა და ინჟინერიის დიდების ხეივანში შეიყვანეს.[16] 2008 წლის 17 ივლისს ის მანიტობის სოფლის მეურნეობის დიდების ხეივანში შეიყვანეს და პორტიჯ-ლა-პრერიში მემორიალური დაფა აღმართეს.[10]

ნაშრომები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Newton, Margaret; Johnson, Thorvaldur; Brown, Archibald M. (1930). „A preliminary study on the hybridization of physiologic forms of Puccinia graminis tritici“. Scientific Agriculture. 10 (11): 721–731.
  • Newton, Margaret; Johnson, Thorvaldur; Brown, Archibald M. (1930). „A study of the inheritance of spore colour and pathogenicity in crosses between physiologic forms of Puccinia graminis tritici“. Scientific Agriculture. 10 (12): 775–798.
  • Newton, Margaret; Johnson, Thorvaldur (1934). „Studies on the nature of disease resistance in cereals: i. the reactions to rust of mature and immature tissues“. Canadian Journal of Research. 11 (5): 564–581. doi:10.1139/cjr34-113.
  • Newton, Margaret; Johnson, Thorvaldur (1936). „Stripe rust, Puccinia glucarum, in Canada“. Canadian Journal of Research. 14c (2): 89–108. doi:10.1139/cjr36c-008.
  • Newton, Margaret; Johnson, Thorvaldur (1937). „The effect of high temperatures on uredial development in cereal rusts“. Canadian Journal of Research. 15c (9): 425–432. doi:10.1139/cjr37c-032.
  • Newton, Margaret; Johnson, Thorvaldur (1938). „The origin of abnormal rust characteristics through the inbreeding of physiologic races of Puccinia graminis tritici“. Canadian Journal of Research. 16c (1): 38–52. doi:10.1139/cjr38c-004.
  • Newton, Margaret; Johnson, Thorvaldur (1939). „A mutation for pathogenicity in puccinia graminis tritici“. Canadian Journal of Research. 17c (9): 297–299. doi:10.1139/cjr39c-027.
  • Newton, Margaret; Peturson, Bjorn (1939). „The effect of leaf rust on the yield and quality of thatcher and renown wheat in 1938“. Canadian Journal of Research. 17c (11): 380–387. doi:10.1139/cjr39c-038.
  • Newton, Margaret; Johnson, Thorvaldur (1940). „Crossing and selfing studies with physiologic races of oat stem rust“. Canadian Journal of Research. 18c (2): 54–67. doi:10.1139/cjr40c-008.
  • Newton, Margaret; Johnson, Thorvaldur (1940). „The influence of light and certain other environmental factors on the mature-plant resistance of hope wheat to stem rust“. Canadian Journal of Research. 18c (8): 357–371. doi:10.1139/cjr40c-034.
  • Newton, Margaret; Johnson, Thorvaldur; Peturnson, B. (1940). „Seedling reactions of wheat varieties to stem rust and leaf rust and of oat varieties to stem rust and crown rust“. Canadian Journal of Research. 18c (10): 489–506. doi:10.1139/cjr40c-044.
  • Newton, Margaret; Johnson, Thorvaldur (1940). „Mendelian inheritance of certain pathogenic characters of Puccinia graminis tritici“. Canadian Journal of Research. 18c (12): 599–611. doi:10.1139/cjr40c-056.
  • Newton, Margaret; Johnson, Thorvaldur (1941). „Environmental reaction of physiologic races of puccinia triticina and their distribution in Canada“. Canadian Journal of Research. 19c (4): 121–133. doi:10.1139/cjr41c-017.
  • Newton, Margaret; Johnson, Thorvaldur (1941). „The effect of high temperature on the stem rust resistance of wheat varieties“. Canadian Journal of Research. 19c (11): 438–445. doi:10.1139/cjr41c-043.
  • Newton, Margaret; Johnson, Thorvaldur (1943). „Adult plant resistance in wheat to physiologic races of Puccinia triticina erikss“. Canadian Journal of Research. 21c (1): 10–17. doi:10.1139/cjr43c-002.
  • Newton, Margaret; Johnson, Thorvaldur (1943). „The inheritance of a mutant character in puccinia graminis tritici“. Canadian Journal of Research. 21c (7): 205–210. doi:10.1139/cjr43c-017.
  • Newton, Margaret; Johnson, Thorvaldur (1944). „Physiologic specialization of oat stem rust in Canada“. Canadian Journal of Research. 22c (5): 201–216. doi:10.1139/cjr44c-017.
  • Newton, Margaret; Peturson, Bjorn; Whiteside, A.G.O (1945). „The effect of leaf rust on the yield and quality of wheat“. Canadian Journal of Research. 23c (4): 105–114. doi:10.1139/cjr45c-008.
  • Newton, Margaret; Peturson, Bjorn; Meredith, W.O.S. (1945). „The effect of leaf rust of barley on the yield and quality of barley varieties“. Canadian Journal of Research. 23c (6): 212–218. doi:10.1139/cjr45c-018.
  • Newton, Margaret; Johnson, Thorvaldur (1946). „Physiologic races of puccinia graminis tritici in canada, 1919 to 1944“. Canadian Journal of Research. 24c (2): 26–38. doi:10.1139/cjr46c-005.
  • Johnson, Thorvaldur; Newton, Margaret (June 1946). „Specialization, hybridization, and mutation in the cereal rusts“. The Botanical Review. 12 (6): 337–392. doi:10.1007/BF02861524.
  • Newton, Margaret; Cherewick, W.J. (1947). „Erysiphe graminis in Canada“. Canadian Journal of Research. 25c (2): 73–94. doi:10.1139/cjr47c-008.
  • Newton, Margaret; Peturson, Bjorn; Whiteside, A.G.O (1948). „Further studies on the effect of leaf rust on the yield, grade, and quality of wheat“. Canadian Journal of Research. 26c (1): 65–70. doi:10.1139/cjr48c-007.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]