მარგარეტ მარნეინი
| მარგარეტ მარნეინი | |
|---|---|
| დაბ. თარიღი | 23 იანვარი, 1959 (66 წლის) |
| დაბ. ადგილი | ლიმერიკი |
| მოქალაქეობა |
|
| საქმიანობა | ფიზიკოსი და უნივერსიტეტის პროფესორი |
| მუშაობის ადგილი | University of Colorado Boulder[1] და მიჩიგანის უნივერსიტეტი |
| ალმა-მატერი | კალიფორნიის უნივერსიტეტი და University College Cork, National University of Ireland, Cork |
| სამეცნიერო ხარისხი | ფილოსოფიის დოქტორი |
| ჯილდოები | მაკართურის სტიპენდია[2] , R. W. Wood Prize[3] , რიხტმაიერის მემორიალური პრემია[4] , ამერიკის ფიზიკის საზოგადოების წევრი, Arthur L. Schawlow Prize in Laser Science[5] , ოპტიკური საზოგადოების წევრი, Maria Goeppert-Mayer Award, AAAS-ის წევრი, ამერიკის ხელოვნებისა და მეცნიერების აკადემიის წევრი, Rosenbluth Dissertation Award[6] , Ahmed Zewail Award[7] და ფრედერიკ აივსის მედალი[8] |
| საიტი | experts.colorado.edu/display/fisid_115333 |
მარგარეტ მერი მარნეინი (ინგლ. Margaret Mary Murnane ; დ. 23 იანვარი, 1959, ირლანდია) — ირლანდიური წარმოშობის ამერიკელი ფიზიკოსი, ცნობილია მოღვაწეობით ლაზერული ფიზიკის სფეროში. დოქტორი, კოლორადოს უნივერსიტეტის დამსახურებული პროფესორი, აშშ-ს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის (2004) და ამერიკის ფილოსოფიური საზოგადოების (2015) წევრი, [9] ირლანდიის სამეფო აკადემიის საპატიო წევრი (2013). მუშაობს მეუღლესთან, ასევე პროფესორ ჰენრი კაპტეინთან ერთად . მაკარტურის სტიპენდიანტი (2000). მიღებული აქვს სხვადასხვა ჯილდოები.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]იგი დაიბადა ლიმერიკის საგრაფოში, დაწყებითი სკოლის მასწავლებლის ოჯახში. 1977 წელს ჩაირიცხა ირლანდიის ეროვნულ უნივერსიტეტში კორკში ფიზიკის ფაკულტეტზე. 1981 წელს დაასრულა ბაკალავრიატ, 1983 წელს მაგისტრატურა და ასპირანტურაში სწავლის გასაგრძელებლად გაემგზავრა ამერიკის შეერთებულ შტატებში. ბერკლის კალიფორნიის უნივერსიტეტში ჩაბარების შემდეგ მან დაიწყო მუშაობა როჯერ ფალკონის ლაბორატორიაში. დისერტაციისთვის მან დააპროექტა ფემტოწამიანი ლაზერი (პულსის ხანგრძლივობა ≈100 fs ); დაახლოებით ერთი წელი მოანდომა მის შემუშავებას და აწყობას, ექვსი თვე მის დაყენებას და გაუმჯობესებას. დაახლოებით ორი წელი ტარდებოდა ექსპერიმენტები დისერტაციისთვის. მარნეინმა დისერტაცია 1989 წელს დაიცვა, ხოლო 1990 წელს შსრულებული სამუშაოსთვის მიიღო ამერიკული ფიზიკური საზოგადოების სიმონ-რამოს ჯილდო მისი მუშაობისთვის. 1991 წელს მისი კვლევის შედეგები გამოქვეყნდა Science- ში. [10]
ბერკლიში მარგარეტმა გაიცნო თავისი მომავალი მეუღლე ჰენრი კაპტეინი. ისინი დაქორწინდნენ 1988 წელს და 1990 წელს დააარსეს ლაბორატორია ვაშინგტონის სახელმწიფო უნივერსიტეტში. გამოქვეყნების მომენტისთვის წყვილმა შეიმუშავა ლაზერი იმპულსების ყველაზე მოკლე სიგრძით. 1996 წელს ლაბორატორია გადავიდა მიჩიგანის უნივერსიტეტში, სადაც მარნეინი განაგრძობდა მაღალი სიმძლავრის ლაზერების განვითარებას. 1997 წელს მას მიენიჭა მარია გოპერტ-მაიერის პრემია „პიონერული მუშაობისთვის ექსპერიმენტულ ულტრასწრაფ ოპტიკაზე რენტგენის და ხილული დიაპაზონში. მან აღმოაჩინა კვლევის ახალი სფერო მაღალი სიმკვრივის, მაღალი ტემპერატურის პლაზმაში, რომელიც გენერირებს ულტრამოკლე ლაზერული იმპულსებით.” [11] 3,5 წლის შემდეგ, ლაბორატორია გადავიდა ბოულდერში, კოლორადოს უნივერსიტეტში. 2008 წელს მარნეინი გახდა კოლორადოს უნივერსიტეტის დამსახურებული პროფესორი. 2010 წელს აშშ-ს მეცნიერების ეროვნული მედლის ლაურეატების შერჩევისთვის დაინიშნა საპრეზიდენტო კომიტეტის წევრად.
2006 წელს იგი გახდა ამერიკის ხელოვნებისა და მეცნიერების აკადემიის, ხოლო 2007 წელს მეცნიერებაში ქალთა ასოციაციის (Association for Women in Science) სრულუფლებიანი წევრი. ის ასევე არის ოპტიკური საზოგადოების (1998), ამერიკული ფიზიკური საზოგადოების (2001) და მეცნიერების განვითარების ამერიკული ასოციაციის (2003) წევრი.
მარგარეტ მარნეინი ასევე არის ლაზერული კომპანიის KMLabs, Inc.-ის თანადამფუძნებელი, რომლის თანაინვესტორია Intel Capital და რომელმაც მოახდინა ამ ტექნოლოგიების კომერციალიზაცია კვლევისა და პოტენციური სამრეწველო აპლიკაციებისთვის ნანომეტროლოგიაში.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ https://experts.colorado.edu/display/fisid_115333
- ↑ Margaret Murnane — John D. and Catherine T. MacArthur Foundation.
- ↑ https://www.optica.org/get_involved/awards_and_honors/awards/award_descriptions/rwwood/
- ↑ https://aapt.org/Programs/awards/richtmyer.cfm
- ↑ Arthur L. Schawlow Prize in Laser Science — American Physical Society.
- ↑ https://www.aps.org/programs/honors/prizes/prizerecipient.cfm?last_nm=Murnane&first_nm=Margaret&year=1990
- ↑ https://www.acs.org/funding/awards/ahmed-zewail-award-in-ultrafast-science-and-technology/past-recipients.html
- ↑ https://www.optica.org/get_involved/awards_and_honors/awards/award_descriptions/ivesquinn/
- ↑ APS Member History. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-10-19. ციტირების თარიღი: 2020-05-05
- ↑ , doi:10.1126/science.251.4993.531.
- ↑ Margaret Murnane. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-09-19. ციტირების თარიღი: 2016-08-14