მარგარეტ ლევინსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მარგარეტ ლევინსი
ინგლ. Margaret Levyns
Margaret Levyns00.jpg
მარგარეტ ლევინსი. 1922 წ.
დაბადების თარიღი 24 აგვისტო 1890
კეიპტაუნი სამხრეთ აფრიკა
გარდაცვალების თარიღი 11 ნოემბერი 1975 (85 წლის)
კეიპტაუნი სამხრეთ აფრიკა
მოქალაქეობა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის დროშა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა
საქმიანობა ბოტანიკოსი

მარგარეტ რეზერფორდ ბრაიან ლევინსი  დაბ. მიჩელი  (ინგლ. Margaret Levyns; 24 აგვისტო 1890, კეიპტაუნი, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა — 11 ნოემბერი 1975, იქვე) — სამხრეთ აფრიკელი ბოტანიკოსი და ფიტოგეოგრაფი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მარგარეტ მიჩელი დაიბადა კეიპტაუნში 1890 წელს. მას თავდაპირველად დედა ამეცადინებდა სახლში, შემდეგ კი ელერსლის გოგონების სკოლაში შევიდა კეიპტაუნში, ხოლო მოგვიანებით — სამხრეთ აფრიკის კოლეჯში, სადაც სწავლობდა მათემატიკას, გეოლოგიას, ქიმიას და ბოტანიკას. 1912 წელს გამოქვეყნდა მარგარეტ მიჩელის პირველი სტატია "Ceraria და Portulacaria გვარების შედარებითი ანატომიის შესახებ" («On the comparative anatomy of the genera Ceraria and Portulacaria»).იმავე წელს, როდესაც მიიღო დედოფალ ვიქტორიას სტიპენდია და 1851 წლის მსოფლიო ექსპოზიციის სამახსოვრო სტიპენდია, ახალგაზრდა ქალმა სწავლა განაგრძო კემბრიჯის ნიუნემის კოლეჯში. ორი წლის შემდეგ კიდევ ერთმა სტიპენდიამ მას საშუალება მისცა ჯონ ინესის ინსტიტუტში შეესწავლა გენეტიკა.მარგარეტი სამხრეთ აფრიკაში 1914 წელს დაბრუნდა და სამხრეთ აფრიკის კოლეჯში ბოტანიკის მასწავლებლის თანამდებობა მიიღო. იგი ამ თანამდებობას 65 წლამდე იკავებდა, ვიდრე  პენსიაზე არ გავიდა.

1945 წელს პენსიაზე გასვლის შემდეგ, მან განაგრძო აქტიური მოღვაწეობა ბოტანიკაში და გამოაქვეყნა მრავალი ნაშრომი ტაქსონომიისა და ფიტოგეოგრაფიის შესახებ.

1923 წელს იგი დაქორწინდა ჯონ ლევინსზე და მეუღლის გვარზე გადავიდა. წყვილს შვილი არ ჰყავდა. 1933 წელს ლევინსი გახდა პირველი ქალი, რომელმაც მიიღო დოქტორის ხარისხი კეიპტაუნის უნივერსიტეტში. მისი დისერტაცია ეხებოდა Lobostemon-ისა და Echiostachys-ის გვარების ტაქსონომიას ("Lobostemon and Echiostachys, gen. nov., მათი მორფოლოგიის, ციტოლოგიისა და გეოგრაფიული გავრცელების ტაქსონომიური შესწავლა"). 1934 წელს, მისი სტატია იმავე თემაზე  "Revision of genus Lobostemon", გამოქვეყნდა ლონდონის ლინეევის საზოგადოების პერიოდულ ჟურნალში.

1920-დან 1970 წლამდე მარგარეტ ლევინსმა და მისმა მეუღლემ, რომელიც იზიარებდა მის ინტერესს ბოტანიკის მიმართ, შეაგროვეს დაახლოებით 12000 ფლორის ნიმუში დასავლეთ კონცხიდან. ლევინსის სამეცნიერო ნაშრომის დიდი ნაწილი ეხება კონცხის ფლორის ტაქსონომიასა და ფიტოგეოგრაფიას.

მარგარეტ ლევინსის კვლევის შედეგად  სამხრეთ აფრიკის მცენარეთა რიგი გვარების ტაქსონომიის გადახედვა მოხდა.

მისი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნამუშევარია " კაპის ნახევარკუნძულის ფლორის მეგზური"(«Guide to the flora of the Cape Peninsula», 1929), ცალკეული სტატიები ეძღვნება გვარებს Elytropapus, Stoebe და Muraltia. გარდა ამისა, ლევინსი წერდა ხანძრის გავლენის შესახებ კაპის ნახევარკუნძულის მცენარეულობაზე და სტელენბოშისა და რივერსდეილთან ველდის გამოწვის ექსპერიმენტებზე.

მარგარეტ ლევინსი გარდაიცვალა 1975 წლის 11 ნოემბერს. მცენარეთა სახეობებს, როგორიცაა Nivenia levynsiae, Crassula levynsiae და Thamnochortus levynsiae, მისი სახელი დაარქვეს.[1]

ჯილდოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Marilyn Bailey Ogilvie, Joy Dorothy Harvey. Levyns, Margaret Rutherford Bryan (Michell) // The Biographical Dictionary of Women in Science: L-Z. — Taylor & Francis, 2000. — P. 782.
  • C. Plug. Levyns, Dr Margaret Rutherford Bryan (botany) . S2A3 Biographical Database of Southern African Science.
  • Margaret Levyns: the Making of a South African Botanist . Royal Society of South Africa.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Brummitt, R. K.; C. E. Powell (1992). Authors of Plant Names. Royal Botanic Gardens, Kew. ISBN 1-84246-085-4.