შინაარსზე გადასვლა

მარგარეტ კინი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მარგარეტ კინი
დაიბადა 15 სექტემბერი, 1927(1927-09-15)[1] [2] [3] [4]
დაბადების ადგილი ნეშვილი[5]
გარდაიცვალა 26 ივნისი, 2022(2022-06-26)[6] (94 წლის)
გარდაცვალების ადგილი Napa[7]
საიტი https://www.keane-eyes.com

მარგარეტ კინი (ინგლ. Margaret Keane, ნამდვილი სახელი — პეგი დორის ჰოკინსი, დ. 15 სექტემბერი, 1927, ნეშვილი — გ. 26 ივნისი, 2022, ნაპა, კალიფორნია) — ამერიკელი მხატვარი ცნობილი თავისი ნახატებით, რომლებზეც გამოსახულია პერსონაჟები დიდი თვალებით. იგი ძირითადად ზეთში ან შერეულ ტექნიკაში ხატავდა ქალებს, ბავშვებს ან ცხოველებს. ნამუშევარმა კომერციულ წარმატებას მიაღწია პრინტებზე, თეფშებსა და თასებზე იაფფასიანი რეპროდუქციით. იგი მოწონებული იყო კრიტიკოსების მიერ.

1960-იან წლებში მან გაყიდა ნამუშევრები ქმრის, უოლტერ კინის სახელით. 1970 წელს მან ოფიციალურად გამოაცხადა თავისი ნამუშევრების ნამდვილი ავტორობა, რის შემდეგაც იგი იძულებული გახდა სასამართლოში გამოსულიყო ყოფილი მეუღლის წინააღმდეგ. სასამართლომ მხატვრის ავტორობა აღიარა.

მარგარეტ კინის ნამუშევრებისადმი ინტერესი 2014 წელს აღორძინდა ტიმ ბარტონის ბიოგრაფიული ფილმის „Big Eyes“ გამოსვლის შემდეგ. მან სან-ფრანცისკოში დააარსა გალერეეა მარგარეტ კინის ნამუშევრების უდიდესი კოლექციით მსოფლიოში.[8]

მარგარეტ კინი დაიბადა 1927 წელს ნეშვილში, ტენესის შტატში. მის შემოქმედებაზე გავლენა მოახდინა ბებიამ და ასევე ბიბლიის კითხვამ. 1970-იან წლებში იგი გახდა რელიგიური ორგანიზაცია „იეჰოვას მოწმეების“ წევრი, რამაც, მხატვრის თქმით, „მისი ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალა“.[9]

1960-იანი წლების დასაწყისში მარგარეტ კინის ნამუშევრებმა პოპულარობა მოიპოვა, მაგრამ გაიყიდა მისი მეორე მეუღლის, უოლტერ კინის სახელით, საზოგადოების ცრურწმენის გამო „ქალბატონის ხელოვნების“ მიმართ. 1964 წელს მარგარეტმა დატოვა სახლი და ჰავაიზე გაემგზავრა, სადაც 27 წელი ცხოვრობდა, 1965 წელს კი მეუღლეს, ვალტერს დაშორდა. 1970 წელს იგი მესამედ დაქორწინდა მწერალ დენ მაკგუაირზე.[10]. იმავე წელს მარგარეტმა საჯაროდ განაცხადა, რომ მან შექმნა ყველა ნამუშევარი, რომელიც გაიყიდა ქმრის სახელით.[11]მოგვიანებით მან უჩივლა ყოფილ ქმარს, რომელმაც უარი თქვა გაყალბების აღიარებაზე.[11] სხდომაზე მოსამართლემ მარგარეტსა და ვალტერს მოსთხოვა დაეხატათ ბავშვის პორტრეტი მისი გამორჩეული დიდი თვალებით. უოლტერ კინმა უარი თქვა მხრის ტკივილის მოტივით და მარგარეტმა კი ნახატი 53 წუთში დაასრულა.[11] სამკვირიანი საქმის განხილვის შემდეგ, სასამართლომ მარგარეტ კინის ყოფილ მეუღლეს დააკისრა მხატვრისთვის 4 მილიონი დოლარის კომპენსაცია.[11] 1990 წელს ფედერალურმა სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა ცილისწამების განაჩენი, მაგრამ გააუქმა მიყენებული ზიანის ანაზღაურების ვალდებულება. მარგარეტ კინს ახალი სარჩელი არ შეუტანია. მან განაცხადა: „ფული არ მჭირდება, მე უბრალოდ მინდოდა ყველას სცოდნოდა, რომ ნახატები ჩემი იყო.“

მარგარეტ კინის მოგონებებიდან:

ვიკიციტატა
„ყოველთვის "რატომ?." ეს კითხვები, მეჩვენება, მოგვიანებით აისახა ჩემს ნახატებში ბავშვების თვალში, რომლებიც თითქოს მთელი სამყაროსკენ მიემართება. მზერა აღწერეს, როგორც სულში შეღწევას. ისინი თითქოს ასახავდნენ ადამიანების უმრავლესობის სულიერ გაუცხოებას დღეს, მათ ლტოლვას რაღაცის მიღმა, რასაც ეს სისტემა გვთავაზობს.[12]

მხატვარ-ანიმატორმა კრეიგ მაკკრეკენმა, ანიმაციური სერიალის „The Powerpuff Girls“-ის შემქმნელმა, აღიარა, რომ სერიალის მთავარი გმირები შთაგონებული იყვნენ მარგარეტ კინის ნამუშევრებით და მას ასევე ყავს მასწავლებლის პერსონაჟი სახელად მისის კინი.[13]

2014 წლის დეკემბერში (რუსეთში 2015 წლის იანვარში) გამოვიდა ტიმ ბარტონის ფილმი „Big Eyes“ („დიდი თვალები“), რომელიც მოგვითხრობს მარგარეტ კინის ცხოვრებაზე, მისი ნამუშევრების პოპულარობის პერიოდზე, რომელიც იყიდებოდა უოლტერის სახელით და შემდგომ განქორწინება. თავად ტიმ ბარტონი ფლობს მარგარეტ კინის ნამუშევრების კოლექციას და 1990-იან წლებში მხატვარს შეუკვეთა თავისი მეგობრის ლიზა მარის პორტრეტი. [14] მარგარეტ კინის როლს ფილმში ემი ადამსი ასრულებს.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Deutsche Nationalbibliothek Record #142435619 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  2. Margaret D.H. Keane — 2008.
  3. Margaret D. H. Keane
  4. SNAC — 2010.
  5. Directory of Southern Women ArtistsThe Johnson Collection.
  6. https://www.nytimes.com/2022/06/28/arts/margaret-keane-dead.html
  7. https://nypost.com/2022/06/29/margaret-keane-big-eyes-painter-dead-at-94/
  8. Keane Eyes Gallery. www.keane-eyes.com. ციტირების თარიღი: 2019-08-17.
  9. My Life as a Famous Artist. Awake! (1975-07-08). ციტირების თარიღი: 2014-11-10.
  10. Big Eyes and All: The Unofficial Biography of Margaret Keane, page 27
  11. 11.0 11.1 11.2 11.3 Margaret Keane's Artful Case Proves That She—and Not Her Ex-Husband—made Waifs. People (1986-06-23). ციტირების თარიღი: 2014-11-10.
  12. Маргарет Кин. («Пробудитесь!» за 8 июля 1975 г.(англ)) «Большие глаза» - биографическая драма о художнице Маргарет Кин, Свидетеле Иеговы.. Watchtower. ციტირების თარიღი: 2015-01-05
  13. Townsend, Emru, Craig McCracken on Stupid Dogs and Powerful Girls(ინგლისური), თარგი:Нп3, № 6, დაარქივებულია ორიგინალიდან (10 აგვისტო, 2011)
  14. The big-eyed children: the extraordinary story of an epic art fraud. The Guardian (2014-10-26). ციტირების თარიღი: 2014-11-10.