მარგარეტ ბოჰემიელი (უნგრეთის დედოფალი)
| მარგარეტ ბოჰემიელი | |
|---|---|
| უნგრეთის დედოფალი | |
| მმართ. წლები: | 1342–1349 |
| პირადი ცხოვრება | |
| დაბ. თარიღი: | 24 მაისი, 1335 |
| გარდ. თარიღი: | 1349 (13-14 წლის) |
| მეუღლე: | ლუი I უნგრელი |
| მამა: | კარლ IV, საღვთო რომის იმპერატორი |
| დედა: | ბლანშ ვალუელი |
მარგარეტ ბოჰემიელი (ასევე ცნობილია როგორც მარგარეტ ლუქსემბურგელი; 24 მაისი, 1335 — 1349, ოქტომბრამდე) — უნგრეთის დედოფალი, ლუი I უნგრელის მეუღლე. იყო კარლ IV, საღვთო რომის იმპერიის იმპერატორის მეორე ქალიშვილი მის პირველ ცოლ, ბლანშ ვალუელთან.[1] იყო ლუქსემბურგების სახლის წევრი.
ცხოვრება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მარგარეტი მამამისის პირველი ცოლის მეორე შვილი იყო. ორი წლის ასაკში დანიშნეს ამადეო VI, სავოის გრაფზე, ამის შესახებ კონტრაქტს კი 1338 წელს, 7 მარტს მოეწერა ხელი.[2] მიუხედავად ამისა, კონტრაქტი დაირღვა და ამადეომ მარგარეტის ბიძაშვილი, ბონა ბურბონელი მოიყვანა ცოლად.[3]
შვიდი წლის ასაკში, 1342 წელს, მარგარეტი ლუი I უნგრელს გააყოლეს ცოლად.[4]
ქორწინებამ მხოლოდ შვიდ წელს გასტანა და მემკვიდრეები არ გაჩენილან, სავარაუდოდ მარგარეტის მცირე ასაკის გამო. გარდაიცვალა 1349 წელს, 14 წლის ასაკში, და სავარაუდოდ სეკეშფეჰერვარის ბაზილიკაში დამარხეს. მისმა ქმარმა ოთხი წლის შემდეგ ელიზაბეტა ბოსნიელი მოიყვანა ცოლად.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Boehm & Fajt 2005, p. xvi.
- ↑ Cox 1967, p. 57.
- ↑ Echols & Williams 1992, p. 92.
- ↑ Dvornik 1962, p. 52.