მარაციალეები
იერსახე
| მარაციალეები | ||||||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
|
Angiopteris evecta | ||||||||||
| მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||
| ||||||||||
| ლათინური სახელი | ||||||||||
| Marattiales | ||||||||||
| ||||||||||
მარაციალეები (ლათ. Marattiales) — მცენარეთა რიგი გვიმრების კლასისა. მათი ღეროს ნაწილი ხორცოვანი ფესვებით მიწისქვეშაა ჩამალული. ფოთლები (სიგრძე 4-6 მ) ფრთისებრ რთულია, იშვიათად მარტივი. სპორანგიუმები ფოთლის ქვედა მხარეზე
ვითარდება და უმრავლესობაში ურთიერთშეზრდილ სინანგიუმებს ქმნის. მარაციალეები მრავლდებიან სპორებით. რიგი შეიცავს ერთ ოჯახს (ლათ. Marattiaceae), რომელშიც გაერთიანებულია 200-მდე სახეობა.
იზრდებიან ორივე ნახევარსფეროს ტროპიკებში, იშვიათად — სუბტროპიკებში. მარაციალეები გვიმრანაირთა ძველი ჯგუფია. ნამარხი ფორმები ცნობილია კარბონული პერიოდიდან. ზოგიერთის ღერო და თანაფოთლები დიდი რაოდენობით შეიცავს სახამებელს და იჭმება. დიდტანიანი მარაციალეები დეკორატიულია.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 429.