მარანების ცეცხლოვანი ღმერთი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
მარანების ცეცხლოვანი ღმერთი
Огненный бог Марранов
VolkovMaran.jpg
წიგნის გარეკანი, მხატვარი - ლეონიდ ვლადიმირსკი
ავტორი ალექსანდრე ვოლკოვი
ილუსტრატორი ლეონიდ ვლადიმირსკი
გარეკანის მხატვარი ლეონიდ ვლადიმირსკი
ქვეყანა სსრკ
ენა რუსული
თემა თავგადასავლები
ჟანრი ზღაპარი
გამოცემის თარიღი 1968
წინამორბედი მიწისქვეშეთის შვიდი მეფე
მომდევნო ყვითელი ნისლი
ISBN 978-5-17-011778-9, 978-5-271-03281-3 და 978-5-329-00342-0

მარანების ცეცხლოვანი ღმერთი (რუს. Огненный бог Марранов) — მწერალ ალექსანდრე ვოლკოვის მიერ ჯადოსნური ქვეყნის შესახებ დაწერილი რომანების სერიის მეოთხე ტომი.

სიუჟეტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ურფინ ჯუსი, განდევნილი ზურმუხტის ქალაქიდან, კვლავ ოცნებობს დიდ ძალაუფლებაზე. იგი გადაარჩენს გიგანტურ არწივ კარფაქსს, რომელიც სანაცვლოდ დახმარებას ჰპირდება. ურფინი ატყუებს მას და მისი საშუალებით აშინებს მარანებს - ძველ ხალხს, რომლებიც მიწისქვეშეთში ცხოვრობდა, მაგრამ ზედაპირზე დასახლდა. იგი მათ ბელადად იქცევა, ასწავლის ცეცხლის გამოყენებასა და სახლების შენებას, მაგრამ ეს მხოლოდ მათ უხუცესებზე ვრცელდება. უფრო დაბალ ფენას ჯუსი იყენებს 2000 კაციანი ჯარის შესაქმნელად. მაგრამ კარფაქსი მიხვდება, რომ ჯუსი ატყუებდა და ბრუნდება შინ. ჯუსი იპყრობს რკინის შეშისმჭრელს, შემდეგ კი - ზურმუხტის ქალაქსა და მის მმართველ საფრთხობელას. მარანები იწყებენ დაპყრობილი მიწების აოხრებას.

ამასობაში ჯადოსნურ ქვეყანაში სტუმრად მოდიან ენი (ელის და) და მისი მეგობარი ტიმი. მელიების ქვეყანაში ისინი გადაარჩენენ ადგილობრივ მეფეს, რომელიც გოგონას სჩუქნის ჯადოსნურ ვერცხლისფერ სალტეს. მისი დახმარებით შესაძლებელი ხდება გაუჩინარება. ჯადოქარ ვილინასთან შეხვედრისას ბავშვები შეიტყობენ, რომ დამპყრობელზე გასამარჯვებლად შეიძლება ჯადოსნური ყუთის გამოყენება, რომელიც ვილინამ ოდესღაც საფრთხობელას უსაჩუქრა.

ენი და ტიმი ჯადოსნური სალტეს დახმარებით მარანთა პატრულს ემალებიან და შედიან ზურმუხტის ქალაქში. ყვავ კაგი-კარის დახმარებით ტიმი იპარავს ჯადოსნურ ყუთს და ბავშვები დაადგენენ, თუ სად ჰყავს ჯუსს დამწყვდეული ელის მეგობრები. მათი გათავისუფლების შემდეგ ყველა იასამნისფერ ქვეყანაში მიემართება. ურფინის საქმეები ამ დროს სულ უფრო ცუდად არის - იასამნისფერი ქვეყნის მაცხოვრებლები თავად იჭერენ დაპყრობლებს. ლურჯი ქვეყნის დასაპყრობად გაგზავნილი ჯარის დამარცხება მიწისქვეშა მემაღაროებმა შესძლეს. დარჩენილ მარანთა შორის დაპირისპირებები იწყება. იასამნისფერ ქვეყანაში აჯანყების დასახშობად ურფინი აცხადებს, რომ იქაურმა მკვიდრებმა მარანები სასტიკად გაანადგურეს. თუმცა ტიმის ინიციატივით იმართება ფრენბურთის მატჩი, სადაც მარანები საკუთარ „დაღუპულ მეგობრებსაც“ იხილავენ. „ცეცხლოვანი ღმერთი“ დამარცხებულია, მას შორს აძევებენ. ენი და ტიმი შინ ბრუნდებიან.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]