მარანგის ბრძოლა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მარანგის ბრძოლა
რომი-სპარსეთის ომების ნაწილი
თარიღი 29 ივნისი, 363
მდებარეობა მარანგი, მესოპოტამია
შედეგი სპარსელების გამარჯვება
მხარეები
რომის იმპერია სასანიანები
მეთაურები
იულიანე შაპურ II,
არდაშირ II[1]
ძალები
35,000[2] უცნობია
დანაკარგები
უცნობია უცნობია

მარანგის ბრძოლა — ბრძოლა რომის იმპერიისა და სასანიანების იმპერიის ძალებს შორის. გაიმართა 363 წლის 26 ივნისს. ბრძოლაში დაიღუპა რომის იმპერატორი იულიანე.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

363 წელს იმპერატორი იულიანე შეიჭრა სპარსეთში. თავდაპირველად მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწიეს რომაელებმა (ლეგიონი სპარსეთის დედაქალაქ ქტესიფონამდე მივიდა), მაგრამ იულიანემ ჩათვალა, რომ ქალაქის აღება შეუძლებელი იყო და გადაწყვიტა ქალაქის დატოვება. დაწვა ფლოტი, რომელიც აგებული იყო იმისათვის, რომ საკვები მიეწოდებინა რომაელთათვის. რომაელების გამოსვლა საკმაოდ გაჭიანურდა, დაიწყო შიმშილი.

ომის მსვლელობას აღგვიწერს ისტორიკოსი ამიანე მარცელინუსი ნაშრომში „ქმედებანი“. ბრძოლაში დაიღუპა თავად იმპერატორი. გამარჯვება სპარსელებს დარჩათ.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Ammianus Marcellinus' works in English at the Tertullian Project with introduction on the manuscripts
  • Browning, Robert, The Emperor Julian, University of California Press, 1976, ISBN 0-520-03731-6
  • Kaveh Farrokh, Sassanian Elite Cavalry AD 224-642, Osprey Publishing, 2005
  • David S. Potter, The Roman Empire at Bay AD180-395, Routledge, 2004

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. http://www.iranicaonline.org/articles/ardasir-ii-sasanian-king-of-kings-a
  2. Kaveh Farrokh, Sassanian Elite Cavalry AD 224-642, Osprey Publishing, 2005, p.47