მარაქეში

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან მარაკეში)
ქალაქი
მარაქეში
مراكش‎
გერბი

ქვეყანა მაროკოს დროშა მაროკო
კოორდინატები 31°38′00″ ჩ. გ. 08°00′00″ დ. გ. / 31.63333° ჩ. გ. 8.00000° დ. გ. / 31.63333; -8.00000
მაიორი ფატიმა ზაჰრა მანსური
დაარსდა 1065
ფართობი 230 კმ²
ცენტრის სიმაღლე 468 მეტრი
მოსახლეობა 1 070 000 კაცი (2010)
სასაათო სარტყელი Western European Time და UTC±00:00
საფოსტო ინდექსი 40000
ოფიციალური საიტი http://www.ville-marrakech.ma
მარაქეში — მაროკო
მარაქეში

მარაქეში (ბერბერ. Murakush; არაბ. مراكش‎), აგრეთვე ცნობილი როგორც „წითელი ქალაქი" — ყველაზე მნიშვნელოვანი, ყოფილი საიმპერატორო ქალაქი მაროკოს ისტორიაში. ამჟამად მარაქეში მაროკოს ცენტრალური სამხრეთ-დასავლეთ ეკონომიკური რეგიონის მარაქეშ-ტენსიფტ-ალ-ჰაუზის დედაქალაქია. მდებარეობს თოვლით დაფარული ატლასის მთების მთისწინეთში და მაროკოს მეოთხე უმსხვილეს ქალაქს წარმოადგენს კასაბლანკას, ფესისა და ტანჟერის შემდეგ.[1] მარაქეში ტანჟერიდან სამხრეთ-დასავლეთით 580კმ-ით, რაბატიდან სამხრეთ-დასავლეთით 327კმ-ით, კასაბლანკადან სამხრეთით 239კმ-ით და აგადირიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით 246კმ-ითაა დაშორებული.

მარაქეში ერთ-ერთია მაროკოს ოთხი საიმპერატორო ქალაქიდან (გარდა მარაქეშისა- ფესი, მექნესი, რაბატი).[2] ბევრი სხვა ჩრდილოაფრიკული ქალაქის მსგავსად, მარაქეშიც შედგება ძველი, გამაგრებული ქალაქისა (მედინა) და მისი დანამატი თანამედროვე ქალაქისაგან. ამჟამად მისი მთლიანი მოსახლეობა 1 070 000 ადამიანს შეადგენს.[3] ქალაქს ემსახურება მენარას საერთაშორისო აეროპორტი, ამავე დროს, რკინიგზით დაკავშირებულია კასაბლანკასთან.

მარაქეშს გააჩნია უდიდესი ტრადიციული ბაზარი (სუკი) მაროკოში, ასევე ერთ-ერთი ყველაზე დაკავებული მოედანი მთელს აფრიკასა და მთელ მსოფლიოში — ჯემაა-ელ-ფნა. მოედანი გადაჭედილია აკრობატებით, მკითხავებით, წყლის გამყიდველებით, მოცეკვავეებითა და მუსიკოსებით. ღამით აქ იხსნება კვების ობიექტები და მოედანი ღია ცის ქვეშ მდებარე უდიდეს რესტორნად იქცევა.

სახელი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქალაქის საელწოდების ზუსტი წარმოშობა სადავოა.[4] ქალაქის სახელწოდება სავარაუდოდ ბერბერული amur (n) akush-დან მოდის და „ღმერთის მიწას“ ნიშნავს.[5] მაგრამ სიტყვა mur[6] ფიგურირებს მავრიტანიის, ჩრდილოაფრიკული სამეფოს სახელწოდებაში. ასევე შასაძლოა სახელი დაკავშირებული იყოს ძველბერძნულ სიტყვა მავროს-თან (μαύρος), რაც შავს აღნიშნავს.[4] ინგლისურად მარაქეში გამოითქმის, როგორც Marrakesh,[7][8] თუმცა გავრცელებულია ქალაქის ფრანგული დასახელებაც - Marrakech.[5]

სულ რაღაც რამდენიმე ათეული წლის წინ, მაროკო არაბებისთვის, სპარსელებისა და ევროპელებისთვის ცნობილი იყო როგორც „მარაქეშის სამეფო".[9][10] ევროპული სახელი მაროკო პირდაპირ წამოვიდა ბერბერული სიტყვა Murakush-დან. თუმცა, ბევრ სამხრეთ აზიურ ენაზე ამ ქვეყანას დღემდე „მარაქეში" ჰქვია.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

XI საუკუნეში ალმორავიდების მოსვლამდე, არეალი ქალაქ აღმათიდან იმართებოდა. ალმორავიდების ლიდერმა, აბუ-ბაქრ იბნ-უმარმა მიიჩნია, რომ აღმათი ხალხით მეტისმეტად იყო გავსებული და ახალი დედაქალაქის აგება გადაწყვიტა. მშენებლობა მან მდინარე ტენსიფტის სიახლოვეს წამოიწყო. სამუშაოები 1070 წლის მაისში დაიწყო, მაგრამ აბუ-ბაქრს 1071 წლის იანვარში საჰარაში მოუწია წასვლა აჯანყების ჩასახშობად, შესაბამისად ქალაქის მშენებლობა მისმა მოადგილემ და შესაძლო მემკვიდრემ, იუსუფ იბნ-ტაშფინმა დაასრულა. ქალაქმა თავის დიად ხანას მესამე ალმორავიდი სულთნის, იაქუბ ალ-მანსურის მმართველობისას მიაღწია. ამ დროს ქალაქში მრავალი პოეტი და მეცნიერი მოვიდა და მან კუტუბიას მეჩეთისა და ახალი კასბას (გამაგრებული ნაწილი) მშენებლობა დაიწყო.

მულაი-ისმაილის მმართველობამდე, მარაქეში მაროკოს დედაქალაქი იყო. ისმაილის შემდეგ, მისმა ვაჟმა დედაქალაქი მექნესში გადაიტანა.

მარაქეშის მედინა შესულია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში.

დაძმობილებული ქალაქები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Note de présentation des premiers résultats du Recensement Général de la Population et de l'Habitat 2014 fr. High Commission for Planning (20 March 2015). ციტირების თარიღი: 9 October 2017.
  2. „The Complete Guide to the Imperial Cities of Morocco“. The Independent (ინგლისური). 2002-01-05. ციტირების თარიღი: 2016-12-03.
  3. Recensement Général De La Population Et De L'Habitat De 2010. hcp.ma. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-06-01. ციტირების თარიღი: 2010-01-06.
  4. 4.0 4.1 Shillington 2005, p. 948.
  5. 5.0 5.1 Nanjira 2010, p. 208.
  6. Egginton & Pitz 2010, p. 11.
  7. Bosworth 1989, p. 588.
  8. Cornell 1998, p. 15.
  9. Bosworth 1989, p. 593.
  10. Gottreich 2007, p. 10.
  11. Interactive City Directory: Scottsdale, Arizona. Sister Cities International, Inc.. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-03. ციტირების თარიღი: March 28, 2013.
  12. National Commission for Decentralised cooperation French. Délégation pour l’Action Extérieure des Collectivités Territoriales (Ministère des Affaires étrangères). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-10-04. ციტირების თარიღი: 2013-12-26.
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 331
ინგლ.რუს.ფრ.