შინაარსზე გადასვლა

მარათას, სანტალარისისა და ალოდას ჟლეტა

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მარათას, სანტალარისისა და ალოდას ხოცვა-ჟლეტა
მდებარეობა მარათა, სანტალარისი, ალოდა, კვიპროსი
თარიღი 1974 წლის, 14 აგვისტო
სამიზნე თურქი კვიპროსელი მშვიდობიანი მოსახლეობა
თავდასხმის ტიპი
მასობრივი მკვლელობა, ეთნიკური წმენდა
იარაღი ტყვიამფრქვევები, ცივი იარაღი
დაღუპულები 126
მსხვერპლნი თურქი კვიპროსელები
არასასიკვდილო დაზიანებები
უცნობია
ორგანიზატორები EOKA-B
თავდამსხმელები EOKA-B-ის მებრძოლები
ეჭვმიტანილი დამნაშავეები
EOKA-B
მონაწილეების რაოდენობა
უცნობია
დამცველები არ არსებობდა ორგანიზებული თავდაცვა
მოტივი ანტითურქული განწყობები, ჰელენიზაცია

მარათას, სანტალარისისა და ალოდას ჟლეტა (თურქ. Muratağa, Sandallar ve Atlılar katliamı) აღნიშნავს თურქი კვიპროსელი მოსახლეობის მასობრივ მკვლელობას, რომელიც "ევოკა ბ" პარამილიტარულმა ჯგუფმა განახორციელა 1974 წლის 14 აგვისტოს სოფლებში: მარათა, სანტალარისი და ალოდა (ფამაგუსტას რაიონი).

მკვლელობა მოხდა 1974 წლის კვიპროსის ომის პერიოდში. მასში სულ მოკლულია 126 უმიარაღო თურქი, რომელთაგან უმცროსი 16 დღის იყო, ხოლო ყველაზე უფროსი 95 წლის.[1], გაერო: "მხოლოდ სამი ალოდას მაცხოვრებელი გადაურჩა ამ ჟლეტას. მარათასა და სანტალარისის მშვიდობიანი მოსახლეობა დაუცველი იყო...[2]: "თურქული სოფლების ჟლეტა ტოხნიში (ლარნაკასა და ლიმასოლის შორის), მარათაში, სანტალარისსა და ალოდაში"

1960 წლის აღწერის მიხედვით, სამივე სოფელში მხოლოდ თურქი კვიპროსელები ცხოვრობდნენ.კვიპროსის რუკა [3] მარათასა და სანტალარისში მცხოვრებთა საერთო რაოდენობა 207 იყო.[4] 1973 წლისთვის, ამ სოფლების მოსახლეობა გაიზარდა 270-მდე: 124 ადამიანი ცხოვრობდა მარათაში, 100 — სანტალარისში და 46 — ალოდაში.

თუმცა, 1974 წლის ივლისში, კვიპროსის პირველი თურქული ინტერვენციის შემდეგ, საბრძოლო ასაკის ყველა კაცი ფამაგუსტაში არსებულ ტყვეთა ბანაკებში გადაიყვანეს, მოგვიანებით კი — ლიმასოლში.[5]

თურქეთის ინტერვენცია გახდა პასუხი კვიპროსში 5 დღით ადრე განხორციელებულ გადატრიალებაზე, რომელსაც მხარს უჭერდა საბერძნეთის სამხედრო ხუნტა. აღნიშნულ გადატრიალებას მოჰყვა თურქეთის არმიის მიერ კუნძულის ჩრდილოეთ ნაწილის ოკუპაცია. 2 ივლისს, პრეზიდენტმა მაკარიოს III-მ წერილი მისწერა პრეზიდენტ გიზიკს, რომელშიც ღიად წერდა, რომ "საბერძნეთის სამხედრო რეჟიმის კადრები ეხმარებიან და ხელმძღვანელობენ ტერორისტული ორგანიზაცია ევოკა ბ-ს მოქმედებებს".[6]

20 ივლისს, სოფლის კაცები დააპატიმრა ევოკა ბ-მ და ლიმასოლში გაგზავნა. ამის შემდეგ, სევგიულ ულუდაღის მიერ მოყვანილი ჩვენებების თანახმად, მეზობელი სოფლის, პერისტერონოფიგის წევრები, რომლებიც ევოკა ბ-ს წევრები იყვნენ, მარათაში მდებარე კაფეში მოწყობილ ბანაკში დათვრნენ, ჰაერში ისროდნენ და შემდეგ მრავალი ქალი და გოგონა გააუპატიურეს; ეს ძალადობა 14 აგვისტომდე გაგრძელდა. თურქული არმიის მიერ განხორციელებული მეორე ინტერვენციის დაწყებისას, ევოკა ბ-ს წევრებმა გადაწყვიტეს, რომ არ უნდა დაეტოვებინათ მოწმეები და ყველა იმ სოფელში მყოფი ადამიანი მოკლეს.[7]

სანტალარისის დაწყებითი სკოლის შენობა დღეს მუზეუმად ფუნქციონირებს. ყოველი ცარიელი სკამი იმ ბავშვზე მიუთითებს, ვინც ამ ჟლეტაში დაიღუპა.
სასაფლაო, სადაც მარათას მსხვერპლნი არიან დასაფლავებულნი. 2010-იანი წლებიდან მარათას მასობრივ საფლავში ნაპოვნი ნეშთები ინდივიდუალურად იკვეთება და ხელახლა განისვენებს.

მარათასა და სანტალარისში 84-დან 89-მდე ადამიანი მოკლეს. მარათას იმამის განცხადებით, სოფელში მკვლელობამდე 90 ადამიანი იყო და მხოლოდ ექვსი გადარჩა. ჟლეტის დროს მოკლეს როგორც ხანდაზმულები, ასევე ბავშვები.[8] ალოდაში მხოლოდ სამი ადამიანი გადაურჩა მასობრივ მკვლელობას.

სამივე სოფლის მაცხოვრებლები მასობრივ საფლავებში დაკრძალეს ბულდოზერის გამოყენებით. მარათასა და სანტალარისის მცხოვრებნი ერთ საფლავში იქნენ დასაფლავებულნი.

Associated Press-მა დაწერა, რომ ცხედრები იმდენად დაშლილი და ნანგრევად ქცეული იყო, რომ ჯარისკაცებს ისინი ნაგვის გროვიდან ნიჩბით ამოჰქონდათ და შლიდნენ.[9]

ბერძენკვიპროსელი მწერლისა და მკვლევარის, ტონი ანგასტინიოტის თქმით, მინიმუმ ერთ თავდამსხმელს ჰქონია საბერძნეთის კონტინენტური აქცენტი, რაც მიუთითებდა, რომ იგი საბერძნეთის არმიის ოფიცერი იყო.[10]: "ანგასტინიოტის წერს, რომ მინიმუმ ერთ თავდამსხმელს საუბარი კონტინენტური ბერძნული აქცენტით ჰქონდა, რაც მიუთითებდა, რომ იგი უმცროსი ოფიცერი იყო"

ჟლეტა გააშუქეს საერთაშორისო მედიასაშუალებებმა, მათ შორის [11]

ჟლეტის შემდეგ რაუფ დენქთაშმა გადადო შეხვედრა ბერძენ-კვიპროსელებთან მასობრივი საფლავის აღმოჩენის გამო.[12]

გამოძიება და სამართლებრივი შეფასება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჟლეტას გამო გამოძიება დაიწყო როგორც თურქეთმა, ასევე სამხრეთ კვიპროსის რესპუბლიკამ, თუმცა კონკრეტული ბრალდებები კონკრეტული პირების მიმართ საჯაროდ არ გახმაურებულა. გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ და წითელმა ჯვარმა დადასტურებულ ფაქტად მიიჩნიეს სამივე სოფელში მომხდარი ძალადობა და შეიტანეს თავიანთ დოკუმენტებში როგორც „დაუცველი მოსახლეობის წინააღმდეგ განხორციელებული აქტები“.

ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში შეიტანეს რამდენიმე სარჩელი, რომელიც ეხებოდა ამ ჟლეტაში დაღუპულთა მემკვიდრეებს. სევგიულ ულუდაღისა და სხვა ადგილობრივი ჟურნალისტების გამოძიებებით დადასტურდა, რომ ზოგიერთი თავდამსხმელი ადგილობრივი ბერძენ-კვიპროსული სოფლებიდან იყო, თუმცა მათ შორის იყვნენ ასევე კონტინენტური საბერძნეთიდან ჩასული პირები.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კოორდინატები: 35°12′40″ ჩ. გ. 33°48′00″ ა. გ. / 35.21111° ჩ. გ. 33.80000° ა. გ. / 35.21111; 33.80000

  1. Oberling, Pierre. The road to Bellapais: the Turkish Cypriot exodus to northern Cyprus (1982), Social Science Monographs, გვ. 185L'Événement du jeudi, Issues 543-547 (1995), S.A. L'Evénement du jeudi, გვ. 45 (in French) Documents officiels
  2. "Paul Sant Cassia, Bodies of Evidence: Burial, Memory, and the Recovery of Missing Persons in Cyprus, Berghahn Books, 2007, ISBN 978-1-84545-228-5, გვ. 237Gilles de Rapper, Pierre Sintès. Nommer et classer dans les Balkans (2008), French School of Athens, გვ. 263
  3. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-10-28. ციტირების თარიღი: 2025-04-17.
  4. ΚΥΠΡΟΣ - CYPRUS (612 villages, 9251.47 km2)
  5. Famagusta. PRIO Cyprus Center. ციტირების თარიღი: 3 April 2015Aloa. PRIO Cyprus Center. ციტირების თარიღი: 3 April 2015
  6. https://www.mdpi.com/2077-1444/12/11/944
  7. Uludağ, Sevgül. From Maratha to Voni: Rapes as a weapon of war…. Politis (13 July 2014). ციტირების თარიღი: 23 April 2015Uludağ, Sevgül. The story of Assia (Pasakoy) and Afanya (Gazikoy). Hamamböcüleri Journal. ციტირების თარიღი: 23 April 2015
  8. „CYPRUS: Ankara's Slow Nibble“. Time. 16 September 1974. დაარქივებულია ორიგინალიდან — December 22, 2008. ციტირების თარიღი: 19 January 2011.
  9. The Victoria Advocate - Google News Archive Search. გაზეთმა მილიეთი გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ მსხვერპლთა სხეულებს ნაწილები მოჭრილი ჰქონდათ და გამოყენებული იყო ბასრი იარაღი და ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი."İkinci Katliam", Milliyet, 2 September 1974, გვ. 10.
  10. Asmussen, Jan. Cyprus at war: diplomacy and conflict during the 1974 crisis (2008), I.B. Tauris, გვ. 349
  11. The Guardian და The Times-მა.Clement Henry Dodd, The political, social and economic development of Northern Cyprus (1993), Eothen Press, გვ. 101
  12. „Turkish Cypriote Puts Off Meeting With Ethnic Greeks; American Heads Vatican Study“. The New York Times. 3 September 1974.