მაჟიტ გაფურის სახელობის ბაშკირეთის დრამატული თეატრი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბაშკირეთის დრამატული თეატრი

თეატრის შენობა 2015 წელს.
ზოგადი ინფორმაცია
ქვეყანა რუსეთი
მდებარეობა უფა, ბაშკირეთი, რუსეთი
კოორდინატები 54°43′04″ ჩ. გ. 55°56′25″ ა. გ. / 54.71778° ჩ. გ. 55.94028° ა. გ. / 54.71778; 55.94028
დაიწყო 1919
დასრულდა 1932

მაჟიტ გაფურის სახელობის ბაშკირეთის დრამატული თეატრი (რუს. Башкирский государственный академический театр драмы имени Мажита Гафури; ბაშკ. Мәжит Ғафури исемендәге Башҡорт дәүләт академия драма театры) — ბაშკირეთის ეროვნული პოეტის მაჟიტ გაფური სახელობის თეატრი მის დედაქალაქ უფაში. თეატრს საფუძველი ჩაეყარა 1919 წლის 4 დეკემბერს სტერლითამაქში, რომელიც ბაშკირეთის ავტონომიური საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის დედაქალაქი იყო. მისი პირველი სამხატვრო ხელმძღვანელი იყო ვალიულა მორტაზინ-იმანსკი.[1] 1922 წელს თეატრი გადაიტანეს უფაში, სადაც მას უფას სახელმწიფო თეატრის თათარ-ბაშკირული დასი შეუერთდა. მას 1935 წლიდან აკადემიური დრამატული თეატრის სტატუსი აქვს, ხოლო 1971 წელს მაჯიტ გაფურის სახელობის გახდა და თეატრის წინ „მაჯით გაფურის“ ძეგლი დაიდგა.[2]

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თეატრი პირველად ოფიციალურად გაიხსნა 1919 წლის 4 დეკემბერს, სტერლითამაქში როგორც პირველი ბაშკირული სახელმწიფო თეატრი. თეატრის პირველი სამხატვრო ხელმძღვანელი და რეჟისორი ვალიულა მორტაზინ-იმანსკი იყო.[3]

დიდი ხნის განმავლობაში მისი დასი ყალიბდებოდა სხვა და სხვა ისეთი პროფესიული და ნახევრად პროფესიული სასცენო ასოციაციებიდან როგორიც იყო: „Сайяр“, „Нур“, „Ширкэт“, „Фажига вэ мосэккин исламия“ წითელი არმიის თეატრები.

ადრეულ წლებში თეატრის რეპერტუარში შედიოდა შემდეგი ნაწარმოებები: 1920-ში დაიდგა სულეიმანოვის მიერ „Salawat-batyr” და „Akshan-batyr”, ტუიკინის მიერ „სამშობლოს მეფე"; 1922-ში ბურანგოლოვმა დადგა „Ashkadar” და „Alpamysha”, იულტიმ „Maktymykhylu” და „Karagul”, იბრაგიმოვმა „Zulkhabira"; ასევე იდგმებოდა სხვა და სხვა თათარი მწერლების პიესები, მათ შორის: ფაიზის „Galiyabanu”, ქამალის „უბედური ახალგაზრდა კაცი", იშკაკის „საქორწილო კონტრაქტი", ამირხანის „უთანასწორი", ბურნაშის „თაჰირი და ზუჰრა", საიფი-კაზანის „მტრები".

ამის გარდა იდგმებოდა კლასიკური ნაწარმოებები რუსულ ენაზე: ნიკოლოზ გოგოლის „გამომცდელი", ალექსანდრე ოსტროვსკის „საქმიან ადგილას", ალექსანდრ სუხოვო-კობილინის „კრეჩინსკის ქორწილი", სოფოკლეს ოიდიპოს მეფე, მოლიერის „მნიშვნელობა" და „უხალისო მკურნალი".

1922 წელს თეატრი უფაში გადავიდა. სადაც მას ბაშკირეთის სახელმწიფო დრამატული თეატრის თათრული დასი შეუერთდა. 1935 წელს, თეატრმა აკადემიურის სტატუსი მიიღო.[3]

1930-იან და 1940-იან წლებში იდგმებოდა სპექტაკლები ბაშკირების ისტორიის შესახებ: „სალავათი და პუგაჩევი" ინანის მიერ, „სალავათი" მურთაზინ-იმანსკის მიერ, „ინიკაი და ილდიკაი" გაბიტოვის მიერ, „ბაშკირული ქორწილი" და „შაურა" ბურანგულოვის მიერ, „შავსახიანები" მაჯიტ გაფურის მიერ, „კარლუგები" ბიკბაის მიერ.

1991 წელს, თეატრს ხელმძღვანელობდა საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი გიული მიბარიაკოვა.

2000 წელს ხანძრის შემდეგ თეატრის შენობა განაახლეს.

თეატრმა 2019 წლის სექტემბერში 100 წლის საიუბილეო თეატრალური სეზონი გახსნა.[4]

თეატრის შენობა მდებარეობს 1932 წელს დანგრეული აღდგომის ტაძრის ადგილზე.[5]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Bashkir State Academic Drama Theater. Comp. V. G. Galimov, S. S. Saitov. Ufa, 1969.
  • Mәһәҙiev. M. Tourһynda Theater. Mәҡәlәlәr yiyyntyғy. Өфө, 1962. // Magadiev M. About the theater. Digest of articles. Ufa, 1962. * Kusimova S . Bashkir academic 75 years. - Ufa, 1995.
  • Repertoire of the Bashkir State Academic Drama Theater named after Mazhit Gafuri 1919 - 2009 / Comp. A.A. Balgazin, M.A. Valitova. - Ufa: Kitap, 2009 .-- 88 pp., Ill. ISBN 978-5-295-04626-1

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. - The Bashkir State Academic Drama Theatre named after Mazhit Gafury. ციტირების თარიღი: 2018-05-03
  2. Bashkir Drama Theatre. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-01-08. ციტირების თარიღი: 2018-05-03
  3. 3.0 3.1 Башкирский академический театр драмы имени Мажита Гафури. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-03-04. ციტირების თარიღი: 2019-12-14
  4. https://regnum.ru/news/cultura/2708013.html The Bashkir Drama Theater opens the 100th theater season in Ufa
  5. უფას კულტურული ძეგლები