მაჟდაკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მაჟდაკი — სამაჟდაკე ჯიშის ბატკნის ტყავი. ბატკანს კლავენ დაბადების პირველსავე დღეებში. მაჟდაკს აქვს დამახასიათებელი ხვეულები, ფორმა, მოხატულობა, სიდიდე და ბზინვარება. მას ყოფენ 2 ჯგუფად: ყარაკულის მაჟდაკი (ყარაკულის ცხვრის) დანარჩენი სამაჟდაკე ჯიშების (სოკოლსკური, რეშეტილოვური და სხვა) მაჟდაკი, რომელსაც ყარაკულზე დაბალი ღირსება აქვს. ყარაკულის მაჟდაკის დამზადების მიზნით აღმოსავლეთ საქართველოში შემოიყვანეს ყარაკულის ჯიშის ცხვარი, მაგრამ ვერ შეეგუა ადგილობრივ პირობებს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]