მაოკე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მაოკე
კოორდინატები: 4°00′ ს. გ. 138°00′ ა. გ. / 4.000° ს. გ. 138.000° ა. გ. / -4.000; 138.000
ქვეყანა ინდონეზიის დროშა ინდონეზია
პაპუა-ახალი გვინეას დროშა პაპუა-ახალი გვინეა
უმაღლესი წერტილი ჯაია
სიმაღლე 4884 
სიგრძე 692 კმ
სიგანე 150 კმ
მაოკე — ინდონეზია
მაოკე

მაოკე ან თოვლიანი მთები (ინდონ. Pegunungan Maoke) — ქედი კუნძულ ახალი გვინეის დასავლეთ ნაწილში, ინდონეზიასა და პაპუა-ახალ გვინეაში. სიგრძე 692 კმ, სიგანე 150 კმ-მდე. სიმაღლე 4000-4500 მ. მაქსიმალური სიმაღლე 4884 მ (მწვერვალი ჯაია). გადაჭიმულია დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ. ქედების ღერძული ზონა უმთავრესად აგებულია გნაისებითა და გრანიტებით, პერიფერიული — ქვიშაქვებით, კირქვებითა და ფიქლებით. მაოკეს ქედის დასავლეთ ნაწილს შეადგენს სუდირმანის ქედი, ხოლო აღმოსავლეთს — ჯაიავიჯაიის ქედი.[1] 700 მ სიმაღლემდე შემოსილია ეკვატორული ტყით, მაღლა — მუხის, წაბლის, არაუკარიისა და ევკალიპტის ტყეებია, 4400 მეტრის ზევით თოვლ-ყინულიანი მწვერვალებია.[2]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]