მანჰეტენი (კოქტეილი)
მანჰეტენი კოქტეილია, რომელიც ვისკის, ტკბილი ვერმუტისა და ბითერებისგან (ალკოჰოლურ სასმელთა ჯგუფი სხვადასხვა მცენარეთა ექსტრაქტით) შედგება. მიუხედავად იმისა, რომ სასმელის მოსამზადებლად ტრადიციული არჩევანი ჭვავის ვისკია, ასევე შესაძლოა გამოიყენებოდეს კანადური ვისკი, ბურბონი, შერეული ვისკი და ტენესური ვისკი. სასმელი მზადდება მორევით და არა ანჯღრევით, შემდეგ ისხმება კლასიკურ კოქტეილის ჭიქაში და ფორმდება მარაშინოს ალუბლით[1][2] (დაკონსერვებული და დამტკბარი ალუბალი, რომელიც როგორც წესი მზადდება ღია ფერის, ტკბილი ჯიშის ალუბლებისგან, როგორიცაა მაგალითად "დედოფალი ანა" ანუ "ნაპოლეონი".[3] მანჰეტენი ასევე შესაძლოა ე.წ "ძველმოდური" ჭიქითაც, ყინულების თანხლებით იყოს მორთმეული.
ვისკით მომზადებული მანჰეტენი არის იმ ხუთიდან ერთ-ერთი კოქტეილი, რომელთაც სახელები ნიუ-იორკის რაიონების (მანჰეტენი, ბრუკლინი, ქუინსი, ბრონქსი და სთეითენ აილენდი) მიხედვით ჰქვიათ. ის ძალიან წააგავს ბრუკლინის კოქტეილს, რომელშიც ტკბილი ვერმუტის ნაცვლად მშრალი ვერმუტი და მარაშინოს ლიქიორია გამოყენებული, ხოლო მანჰეტენში გამოყენებული ანგოსტურას ბითერის ნაცვლად აქ ფრანგულ ალკოჰოლურ სასმელ პიკონს შეხვდებით.
დეივიდ ემბარის 1948 წელს გამოცემულ კლასიკურ ნაშრომში "სასმელთა შერევის ნატიფი ხელოვნება", მანჰეტენი ექვს ძირითად სასმელს შორისაა მოხსენიებული.
წარმოშობა და ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პოპულარული ისტორიის თანახმად სასმელი მოდის 1870-იანი წლების შუა პერიოდიდან. ამ დროს ნიუ-იორკის კლუბ მანჰეტენში პრეზიდენტობის კანდიდატ სამუელ ტილდენის პატივსაცემად ბანკეტი გაიმართა, რომელსაც მასპინძლობას ჯენი სპენსერ-ჩერჩილი, ასევე ცნობილი როგორც ქალბატონი რენდოლფი (უინსტონ ჩერჩილის დედა) უწევდა. სწორედ აქ გამოიგონა სასმელი ვინმე დოქტორ იან მარშალმა. ბანკეტის წარმატებამ სასმელი მოდურად აქცია. შემდეგში სასმელის მსურველები მას წარმოშობის მიხედვით ითხოვდნენ - "მანჰეტენის კოქტეილი".[4][5] თუმცა ამ დროისთვის ქალბატონი რენდოლფი ორსულად გახლდათ და საფრანგეთში იმყოფებოდა, შესაბამისად ეს ისტორია სავარაუდოდ გამოგონილია.[6]
თუმცა უფრო ადრეულ წყაროებში არის სხვადასხვა მსგავსი კოქტეილების რეცეპტები, რომელთაც მანჰეტენი ერქვათ და სწორედ ნიო-იორკის რაიონ მანჰეტენში იყვნენ მორთმეულნი.[5] ერთ-ერთი ვარიანტის მიხედვით კოქტეილი 1860-იან წლებში, ბარმენმა სახელად ბლექმა ბროდვეიზე, ჰიუსტონის ქუჩის მახლობლად არსებულ ბარში შექმნა.[7]
თავდაპირველი "მანჰეტენის კოქტეილი" ამერიკული ვისკის, იტალიური ვერმუტისა და ანგოსტურას ბითერსის ნაზავი იყო.[8] მშრალი კანონის პერიოდში (1920-1933) ამერიკული ვისკი კანადურმა ჩაანაცვლა, რადგან ის მეტად ხელმისაწვდომი იყო.[9]
ტრადიციები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ერთ პატარა ჩრდილო ფრიზიულ კუნძულ ფერზე მანჰეტენი თითქმის ყველა კაფეს, რესტორნისა და ადგილობრივთა თავყრილობის განუყოფელი ნაწილია. ისტორიის თანახმად აღნიშნული კუნძულიდან უამრავი ადამიანი მანჰეტენზე გადასახლდა, იქ ეს სასმელი შეიყვარა და შემდეგ ეს სიყვარული უკან, მშობლიურ მიწაზე ჩამოიტანა. სასმელი როგორც წესი 1 წილი ვერმუტისა და 2 წილი ვისკისაგან შედგება, მას ცოტაოდენი ბითერები ემატება და ყინულივით ცივი ჭიქითაა მორთმეული.
სახესხვაობები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ტრადიციული შეხედულების მიხედვით მანჰეტენი აუცილებლად ამერიკული ჭვავის ვისკისგან უნდა იყოს დამზადებული. თუმცა მისი მომზადება ბურბონითა და კანადური ვისკითაცაა შესაძლებელი.
ქვემოთ მოყვანილია კლასიკური მანჰეტენის სხვადასხვა ვარიაციები:
• შავი მანჰეტენი - ვერმუტი შეცვლილია ავერნათი (იტალიური ლიქიორი)
• ბრენდი მანჰეტენი - ვისკის ნაცვლად გამოიყენება ბრენდი. ძალიან პოპულარულია უისკონსინსა და მინესოტაში
• უნაკლო მანჰეტენი - დამზადებულია მშრალი და ტკბილი ვერმუტის თანაბარი ოდენობით
• კუბური მანჰეტენი - უნაკლო მანჰეტენი მომზადებული მუქი რომით
• რობ როი - გამოიყენება შოტლანდიური ვისკი
• მშრალი მანჰეტენი - ტკბილის ნაცვლად მშრალი ვერმუტითაა მომზადებული. ასევე მარაშინოს ალუბლის ნაცვლად გამოიყენება ციტრუსის ქერქი. ამ ყველაფრის ძირითადი პრინციპი ისაა, რომ შემცირდეს კოქტეილში სიტკბოს რაოდენობა.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Recipe for the Manhattan Cocktail
- ↑ Recipe for a Classic Manhattan Cocktail mybestcocktails.com
- ↑ Queen Anne Cherry Trees
- ↑ Holiday Cocktail Party from CocktailTimes.com
- ↑ 5.0 5.1 Patrick Murphy's The Barman's Corner" Buckeye Tavern. 15 March 1945. pg. 6, col. qtd. in Moscow Mule; Molotov Cocktail; Manhattan Cocktail The Linguist List. American Dialect Society. 28 October 2000. Archived from the original on 24 May 2008. Retrieved 2010-03-10.
- ↑ Winston Churchill, My Early Life
- ↑ Regan, Gary (September 21, 2007). The-Manhattan project A bartender spills his secrets on the king of cocktails San Francisco Chronicle. Retrieved 2007-09-21.
- ↑ Manhattan Cocktail Times. Retrieved 2007-09-21.
- ↑ Manhattan დაარქივებული 2020-09-30 საიტზე Wayback Machine. Retrieved May 26, 2020.