მანჭკვალა (გვარი)
მანჭკვალა | |||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
![]() მანჭკვალა | |||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||
| |||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||
Armillaria (Fr.) Staude | |||||||||||||
|
მანჭკვალა ან არმილარია (ლათ. Armillaria) — ფირფიტებიანი სოკოების გვარი, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში მიეკუთვნებოდა ტრიქოლომასებრთა ოჯახს. თანამედროვე სისტემატიკოსები მას მიაკუთვნებენ ფიზალაკრიასებრთა ოჯახს. პარაზიტი სოკოებია, რომლებიც იწვევენ მერქნის ლპობას. გვარში შედის საჭმელი სახეობები როგორებიცაა მანჭკვალა, ტყუბლა-სოკო, Armillaria ostoyae და ა.შ.
სოკოს ბაზიდიოკარპი (რეპროდუქციული სტრუქტურა) არის ქუდიანი სოკო, რომელიც იზრდება ხეზე, როგორც წესი, პატარა მკვრივ გროვებად ან კონებად. მათი ქუდები, როგორც წესი, ყვითელ-ყავისფერია, შეხებისას ოდნავ წებოვანი, როდესაც სველია. ასაკის მიხედვით შეიძლება ფორმაში მერყეობდეს კონუსურიდან ამოზნექილამდე და ცენტრში ჩაღრმავებულამდე. ფეხზე შეიძლება ჰქონდეს ან არ ჰქონდეს რგოლი. არმილარიას ყველა სახეობას აქვს თეთრი სპორების ანაბეჭდი და არცერთს არ გააჩნია ვოლვა.
მალურის ეროვნულ ნაკრძალში, ორეგონის შტატში (აშშ) აღმოჩენილი Armillaria ostoyae-ის მიცელიუმი დედამიწაზე ყველაზე დიდ ცოცხალ ორგანიზმად მიიჩნევა, რომელსაც 960 ჰექტარი მიწა უკავია[1] და დაახლოებით 8000 წლით თარიღდება,[1] ხოლო მასა შეიძლება 35,000 ტონამდე აღწევდეს.[2]
გალერეა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Armillaria (Fr.) Staude. Atlas of Living Australia.
- Images of Armillaria species
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 Oregon Humongous Fungus Sets Record As Largest Single Living Organism on Earth (7-minute documentary video). Oregon Field Guide (12 February 2015). ციტირების თარიღი: 23 September 2019
- ↑ Richardson Dodge, Sherri (24 July 2000). „An even more humongous fungus“. Pacific Northwest Research Station, US Forest Service. ციტირების თარიღი: 2 November 2015.