შინაარსზე გადასვლა

მანუჩარ შერვაშიძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მანუჩარ შერვაშიძე
დაბადების თარიღი 27 მაისი, 1930
მუხურა, ტყიბულის საქალაქო საბჭო, საქართველოს სსრ, სსრკ
გარდაცვალების თარიღი 3 მარტი, 2022 (91 წლის)
ბათუმი, საქართველო
საქმიანობა მსახიობი

მანუჩარ პროკოფის ძე შერვაშიძე (დ. 27 მაისი, 1930, მუხურა, ახლანდ. ტყიბულის მუნიციპალიტეტი — გ. 3 მარტი, 2022,[1] ბათუმი) — ქართველი საბჭოთა მსახიობი. საქართველოს სსრ სახალხო არტისტი (1982).

1955 წელს დაამთავრა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი. 1955 წლიდან ბათუმის თეატრის წამყვანი მსახიობია. კინოში იღებდნენ 1964 წლიდან. 1991–1995 წლებში იყო აჭარის უზენაესი საბჭოს დეპუტატი.[2] 2010 წლის 28 ნოემბერს, ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის წინ მისი სახელობის ვარსკვლავი გაიხსნა.

ჯილდოები და აღიარება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბათუმის დრამატული თეატრის შესასვლელთან გახსნილია მისი სახელობის ვარსკვლავი (2010).[2][3]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. „მსახიობი მანუჩარ შერვაშიძე გარდაიცვალა“. ajaratv.ge. ციტირების თარიღი: 28 მაისი, 2023. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=-ში (დახმარება)
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 2.4 მანუჩარ შერვაშიძე. ბათუმის დრამატული თეატრი. batumitheatre.ge. ციტირების თარიღი: 12 ოქტომბერი, 2020.
  3. მანუჩარ შერვაშიძე 90 წლის გახდა. ajaratv.ge (2020-05-27). ციტირების თარიღი: 12 ოქტომბერი, 2020.
  4. საქართველოს სსრ-ის უმაღლესი საბჭოს უწყებები. 1982. N 3. გვ. 8.