მანუჩარ-ხან გურჯი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მანუჩარ-ხან გურჯის პორტრეტი ბრუკლინის მუზეუმში

მანუჩარ ხან გურჯი მო'თამად ალ-დაულე (გ. 1847) — ყაჯარების ირანის მთავრობის წევრი. იგი წარმოშობით იყო ქართველი, აქედან გამომდინარე გვარად გურჯი, რაც ნიშნავს „ქართველს“. იგი ცნობილი იყო, როგორც ბებიზმის რელიგიური მოძრაობის ფუძემდებლის, ბების სიმპათია.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მანუჩარი დაიბადა ქრისტიანად და იყო თბილისიდან. მისი დაბადების, ანუ თავდაპირველი ქართული სახელი იყო ჩონგურ ენაკოლოფაშვილი.[1] ადრეულ წლებში, იგი მონაწილეობდა 1804-1813 წლების რუსეთ-თურქეთის ომის დროს გენერალ პავლე ციციანოვის ლაშქრობაში. 1804 წლის ზაფხულში ერევნის ციხესიმაგრის აღებისას ირანელებმა ის დაატყვევეს, ისლამზე მოაქციეს და დაასაჭურისეს. მათ მისცეს სამუშაო შაჰის ჰარამხანაში, თავისი სამხედრო და ადმინისტრაციული შესაძლებლობების წყალობით მან შეძლო სამეფო კარზე დამკვიდრება და მთავრობის პიზიციებზე ამაღლება. მანუჩარ ხანი მტკიცედ იყო დაკავშირებული ტომობრივი და ურბანული აჯანყების საქმეში, ის იყენებდა საკუთარ კარგ კონტაქტებს, რათა გაეძლიერებინა თავისი გავლენა სამეფო კარზე.

სამეფო კარზე მან ხოსრო ხანი გურჯთან ერთად დააფუძნა ალიანსი. 1837 წელს ქირმანშაჰის გამგებელი, ბაჰრემ მირზა, რომელიც ასევე იყო მოქმედი შაჰის მუჰამედ-შაჰ ყაჯარის (მმართველობის წლები 1834–1848) ძმა გაგზავნილ იქნა ირანის დედაქალაქ თეირანში ხალხისგან მიღებული საჩივრების გამო. ამის შემდეგ მანუჩარმა მიაღწია წარმატებას და ქირმანშაჰის გამგებელი გახდა. 1838 წელს მას გადასცეს ქალაქ ისპაჰანის გამგებლობა, რომელიც სიკვდილამდე მისი მმართველობის ქვეშ დარჩებოდა. 1839 წელს მთელი ისპაჰანის პროვინცია მოექცა მანუჩარ ხან გურჯის სამფლობელოების ქვეშ, რომელიც უკვე მოიცავდა ქირმანშაჰს, ხუზისტანის ოსტანს და ლურისტანის ოსტანს. აღნიშნული დაწინაურებებიდან გამომდინარე, „ის გახდა ცენტრალური და სამხრეთ-დასავლეთ ირანის პრაქტიკული მეფის ნაცვალი და სრულუფლებიანი წარმომადგენელი, მას ექვემდებარებოდა ქირმანშაჰის ყველა გუბერნატორი“. ამავე დროს, 1830-იან წლებში მანუჩარ ხანი პასუხისმგებელი იყო ისპაჰანის ცენტრალური იუსტიციის სასამართლოს დაარსებაში, რომელიც როგორც საერო, ასევე სასულიერო მოსამართლეებს აერთიანებდა და თავისი შინაარსით ჰგავდა ისტორიულ მაზალემის სასამართლოს.

მიუხედავად ამისა ოპოზიცია თვლიდა, რომ სასამართლო სისტემა მოქმედებდა მათი პირადი ინტერესების წინააღმდეგ. როდესაც ბები ჩავიდა ისპაჰანში 1846 წელს მანუჩარმა მისცა მას თავშესაფარი და სავარაუდოდ შესთავაზა სამხედრო სამსახური, რათა დაეპყროთ ირანი და არა მარტო მთელ ქვეყანაში, არამედ საზღვრებს გარეთაც გაევრცელებინათ მისი სწავლებები. გავრცელებული ინფორმაციით ბებიმ მისი შეთავაზება უარყო, მაგრამ მიიღო გუბერნატორის დაცვა. ცოტა ხნის შემდეგ მანუჩარ ხანი გარდაიცვალა და გავლენიანი დამცველის გარეშე ბები შაჰს დაუპირისპირდა. მანუჩარ ხანი დაკრძალეს ფატიმა მასუმეჰ შრინეში, ქომი.[2][3] მისი მემკვიდრე და ისპაჰანის მმართველი გახდა გოლამ-ჰუსეინ ხან სეპაჰდარი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Amanat, Abbas (2004). „HISTORIOGRAPHY viii. QAJAR PERIOD“. Encyclopaedia Iranica, Vol. XII, Fasc. 4. pp. 369–377.CS1-ის მხარდაჭერა: ref=harv (link)
  • Calmard, Jean (2015). „KERMANSHAH iv. History from the Arab Conquest to 1953“. Encyclopaedia Iranica.CS1-ის მხარდაჭერა: ref=harv (link)
  • Floor, Willem (2009). „JUDICIAL AND LEGAL SYSTEMS iv. JUDICIAL SYSTEM FROM THE ADVENT OF ISLAM THROUGH THE 19TH CENTURY“. Encyclopaedia Iranica.CS1-ის მხარდაჭერა: ref=harv (link)
  • Gabbay, Alyssa (2016). „QĀʾĀNI“. Encyclopaedia Iranica.CS1-ის მხარდაჭერა: ref=harv (link)
  • Maeda, Hirotake (2009). „ḴOSROW KHAN GORJI QĀJĀR“. Encyclopaedia Iranica.CS1-ის მხარდაჭერა: ref=harv (link)
  • Walcher, Heidi (2006). „ISFAHAN viii. QAJAR PERIOD“. Encyclopaedia Iranica, Vol. XIII, Fasc. 6. pp. 657–675.CS1-ის მხარდაჭერა: ref=harv (link)

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. გვახარია, ალექსანდრე (1983) „ერთი ფურცელი ქართულ-სპარსული ისტორიული ურთიერთობიდან“, ახლოაღმოსავლური კრებული. თბილისი, გვ. 198–201. 
  2. McCants, William (2004) „Babiyya“, Encyclopedia of Islam & the Muslim World, Volume 1. Granite Hill Publishers, გვ. 96. ISBN 0028656032. 
  3. Bayat, Mangol (1982) Mysticism and Dissent: Socioreligious Thought in Qajar Iran. Syracuse University Press, გვ. 95. ISBN 0815628536.