შინაარსზე გადასვლა

მანუელ მურილიო ტოტო

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მანუელ მურილიო ტოტო
მანუელ მურილიო ტოტო
პორტრეტი, 1872
კოლომბიის მე-9 პრეზიდენტი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
1 აპრილი, 1872  1 აპრილი, 1874
წინამორბედიეუსტორხიო სალგარი
მემკვიდრესანტიაგო პერეს დე მანოსალბასი

თანამდებობაზე ყოფნის დრო
8 აპრილი, 1864  1 აპრილი, 1866
წინამორბედიტომას სიპრიანო დე მოსკერა
მემკვიდრეხოსე მარია როხას გარიდო

ახალი გრანადის მე-4 საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ვენესუელაში
თანამდებობაზე ყოფნის დრო
1867  1869
პრეზიდენტისანტიაგო პერესი
წინამორბედიანტონიო მარია პრადილია
მემკვიდრეხოსე სერხიო კამარგო პინზო

დაბადებული1 იანვარი, 1816
ჩაპარალი, კოლომბია
გარდაცვლილი26 დეკემბერი, 1880
ბოგოტა, კოლომბია
პოლიტიკური პარტიაკოლომბიის ლეიბორისტული პარტია
მამახოსე ხოაკინ მურილო ველარდესი
დედამარია ტერეზა ტორო ნიეტო
მეუღლეიერონიმა სანჩესი, ანა რომა ი კარბაკასი
შვილებიამალია მურილიო სანჩესი
განათლებაბოგოტის უნივერსიტეტი
პროფესიაიურისტი
საქმიანობაპოლიტიკოსი

მანუელ მურილიო ტორო (დ. 1 იანვარი, 1816 – გ. 26 დეკემბერი, 1880) — კოლომბიელი სახელმწიფო მოღვაწე, რომელიც ორჯერ იყო კოლომბიის პრეზიდენტი, პირველად 1864 წლიდან 1866 წლამდე და მეორედ 1872 და 1874 წლებში.[1]

ბიოგრაფიული მონაცემები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მურილიო დაიბადა ქალაქ ჩაპარალიში, კოლომბიაში, 1816 წლის 1 იანვარს. მიიღო იურიდიული განათლება ბოგოტის უნივერსიტეტში. გარდაიცვალა ბოგოტაში, კუნდინამარკაში, 1880 წლის 26 დეკემბერს.[2]

ტოტოს სტატიებმა, რომლებიც ყოველდღიურად ქვეყნდებოდა პრესაში, საზოგადოების ყურადღება მიიპყრო. მანუელ მურილიო წლების განმავლობაში უპირისპირდებოდა ხოსე იგნასიო დე მარკესის კონსერვატიულ მთავრობას. ბოლო წლის რევოლუციის შემდეგ ტოტო გახდა „Gaceta Mercantil de Santa Marta“-ს რედაქტორი, რომელმაც დიდი გავლენა მოახდინა ლიბერალური პარტიის გაძლიერებასა და ტრიუმფზე 1849 წლის არჩევნებში. მანუელი აირჩიეს წარმომადგენელთა პალატაში. მან მალევე მოიპოვა რეპუტაცია. პრეზიდენტ ხოსე ილარიო ლოპესის ადმინისტრაციის დროს ტოტო დაინიშნა სახელმწიფო მდივნის, შემდეგ კი ხაზინის მდივნის თანამდებობაზე.

სახაზინო მდივნის რანგში მანუელმა შეძლო პროვინციული შემოსავლების დეცენტრალიზაცია. ამავდროულად, მან დაიცვა ადმინისტრაცია პრესაში და დაიწყო მის მიერ დადგენილი პროგრესული რეფორმების განხორციელება, რომელიც მოიცავდა მონობის გაუქმებას, პოლიტიკური დანაშაულებისთვის სიკვდილით დასჯის გაუქმებას და რამდენიმე ფისკალური მონოპოლიის გაუქმებას. ტოტო უჭერდა მხარს პრესის თავისუფლებას და სამოქალაქო კოდექსის რეფორმას.

1852 წელს ტოტო იყო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატი, თუმცა ამ თანამდებობის დაკავება ვერ შეძლო. როდესაც ლიბერალურმა პარტიამ ძალაუფლება დაკარგა, ის ჟურნალისტიკას დაუბრუნდა და, გარდა იმ მოკლე პერიოდისა, როდესაც სანტანდერში შტატის აღმასრულებელი დირექტორი იყო, მან ძლიერი ჭინააღმდეგობა გაუწია კონსერვატიულ მთავრობას. როდესაც პრეზიდენტი მარიანო ოსპინა როდრიგესი დაამხეს და ფედერაცია რიო-ნეგროს დამფუძნებელ კონვენციაზე 1863 წლის 4 თებერვალს გამოცხადდა, მურილიო ევროპაში, შემდეგ კი შეერთებულ შტატებში მინისტრად დაინიშნა.

მურილიო 1864 წლის საყოველთაო არჩევნებში კოლუმბიის პრეზიდენტობის კანდიდატად იყრიდა კენჭს პარტია „ლიბერალ კოლუმბიანოს“ სახელით. კოლუმბიის კონსერვატიულმა პარტიამ თავი შეიკავა ამ არჩევნებში მონაწილეობისგან. მურილიოს კიდევ ორი ​​ლიბერალი ოპონენტი ჰყავდა, ტომას ჩიპრიანო დე მოსკერა და სანტოს გუტიერესი. მურილომ გაიმარჯვა არჩევნებში და 1864-1866 წლების საპრეზიდენტო ვადით აირჩიეს პრეზიდენტად. მისი ადმინისტრაციის დროს, რომელიც შემრიგებლური სულისკვეთებით იყო ცნობილი, პირველი სატელეგრაფო ხაზები დაარსდა.

პრეზიდენტობის ვადის ამოწურვის შემდეგ, ტოტო ფედერალურ სენატში აირჩიეს. პრეზიდენტ მოსკერასთან შეწინააღმდეგობის გამო, 1867 წელს მანუელ მურილიო დააპატიმრეს. მოსკერას გადაყენების შემდეგ, 1867 წლის 25 მაისს, მურილიო გახდა კუნდინამარკას საკანონმდებლო ორგანოს წევრი, შემდეგ კი მცირე ხნით კვლავ შეერთებული შტატების მინისტრი და უზენაესი სასამართლოს მოსამართლე. ყველა ამ თანამდებობაზე ის გამოირჩეოდა იმ დოქტრინების თანმიმდევრული დაცვით, რომლებსაც ჟურნალისტისა და კანონმდებლის რანგში აცხადებდა.

პრეზიდენტობა მეორე ვადით

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
პრეზიდენტი მურილიო. ავტორი დომინგო მორენო , ზეთი, კოლუმბიის ეროვნული მუზეუმი, ბოგოტა

მურილიომ მეორედ იყარა კენჭი კოლომბიის პრეზიდენტად 1872 წლის საყოველთაო არჩევნებში კოლუმბიის ლიბერალური პარტიის სახელით. მას ნაწილობრივ კონსერვატიული პარტია ეხმარებოდა. მურილიოს კიდევ ორი ​​ოპონენტი ჰყავდა, მანუელ მალირინო და ხულიან ტრუხილო ლარგაჩა. მურილიომ გაიმარჯვა არჩევნებში. ტოტო პრეზიდენტად აირჩიეს 1872-1874 წლების საპრეზიდენტო ვადით. ამ არჩევნებში გამარჯვებით, მურილიო გახდა პირველი სამოქალაქო პირი, რომელიც მეორედ აირჩიეს კოლომბიის პრეზიდენტად.

მისმა მემკვიდრემ პრეზიდენტის პოსტზე, სანტიაგო პერეს დე მანოსალვამ, ტოტო ვენესუელაში საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად გაგზავნა, რათა გუსმან ბლანკოს წინადადების შესაბამისად საზღვრების საკითხი მოეგვარებინა. არნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ვერანაირი ხელშეკრულების შეთანხმება ვერ მოხერხდა. მურილიო კვლავ სენატორად აირჩიეს 1878 წელს. კონგრესის შემდეგ სესიაზე ტოტომ თავისი ადგილი დაიკავა, მაგრამ ავადმყოფობის გამო 1880 წელს დასწრება ვერ შეძლო და იმავე წელს გარდაიცვალა.

მურილიომ დააფინანსა, მხარი დაუჭირა და მიიღო კანონმდებლობა რელიგიის თავისუფლების, შეკრების თავისუფლებისა და პრესის თავისუფლების შესახებ. მან ასევე დააარსა ეროვნული პრესისა და ტელეგრაფის ინსტიტუტი და ეროვნული კარტოგრაფიის ინსტიტუტი.[3]

მანუელი იყო ხოსე ხოაკინ მურილო ველარდესისა მარია ტერეზა ტორო ნიეტოს ვაჟი. წყვილს ხუთი შვილი ჰყავდა: მარია დე ლა ასუნსიონი, ჯოზეფა, მარია ტერეზა დელ როსარიო, მარია ვიქტორინა როსალია და ნეპომუცენა მურილო ტოტო. მანუელი მათი ერთადერთი ვაჟი იყო.

მანუელ მურილიო ტოტო ორჯერ დაქორწინდა: ჯერ იერონიმა სანჩესზე, რომელთანაც ჰყავდა მისი ერთადერთი ქალიშვილი, ამალია მურილიო სანჩესი. მისი მეორე ცოლი იყო ანა რომა ი კარბაკასი, რომელთანაც შვილები არ ჰყავდა.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Arismendi Posada, Ignacio; Gobernantes Colombianos, trans. Colombian Presidents; Interprint Editors Ltd.; Italgraf; Segunda Edición; Page 77; Bogotá, Colombia; 1983
  2. Arismendi Posada, Ignacio; Gobernantes Colombianos, trans. Colombian Presidents; Interprint Editors Ltd.; Italgraf; Segunda Edición; Page 80; Bogotá, Colombia; 1983
  3. Arismendi Posada, Ignacio; Gobernantes Colombianos, trans. Colombian Presidents; Interprint Editors Ltd.; Italgraf; Segunda Edición; Page 79; Bogotá, Colombia; 1983