შინაარსზე გადასვლა

მანუელ დე რეგლა მონტა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მანუელ დე რეგლა მონტა
დაბადების თარიღი 21 ნოემბერი, 1795(1795-11-21)
დაბადების ადგილი Baní
გარდაცვალების თარიღი 1 მაისი, 1864(1864-05-01) (68 წლის)
გარდაცვალების ადგილი Baní
მოქალაქეობა  დომინიკელთა რესპუბლიკა

მანუელ დე რეგლა მონტა (დ. 21 ნოემბერი, 1795 – გ. 1 მაისი, 1864) — დომინიკელი სამხედრო მოღვაწე და პოლიტიკოსი. მონტა იკავებდა დომინიკელთა რესპუბლიკის მე-5 პრეზიდენტის თანამდებობას 1856 წლის 26 მაისიდან 1856 წლის 8 ოქტომბრამდე. მანამდე ის იყო ქვეყნის ვიცე-პრეზიდენტი პედრო სანტანას მმართველობის დროს.

დაიბადა 1795 წლის 21 ნოემბერს ბანიში, პერავიას პროვინცია, დომინიკელთა რესპუბლიკა. ის იყო ანტონიო მოტასა და მარიან ალვარესის ვაჟი.

პოლიტიკური და სამხედრო კარიერა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

როდესაც 1844 წელს ქვეყნის დამოუკიდებლობა გამოცხადდა, დე რეგლას უკვე ჰქონდა წარმატებული სამხედრო კარიერა და იყო ეროვნული მილიციის პოლკოვნიკი.

დომინიკელთა პირველი რესპუბლიკის გამოცხადებისთანავე, სეპარატისტულმა მოძრაობამ მას დაავალა ჯარების პირველი კონტინგენტის მეთაურობა ქალაქებში — ბანისა და სან-კრისტობალში, კუნძულის სასაზღვრო ხაზის დაცვის მისიით. თავის ახალ ამპლუაში ის შეხვდა ქვეყნის პირველ პრეზიდენტად დასახელებულ პედრო სანტანას, რომელიც მისი პოლიტიკური მენტორი გახდა და შესთავაზა მაღალი თანამდებობები მის მთავრობაში, როგორიცაა ომისა და საზღვაო ფლოტის მინისტრი, მოგვიანებით კი — რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტი.

როდესაც 1856 წლის 26 მაისს სანტანა გადადგა სახელმწიფოს მეთაურის ტანამდებობიდან, დე რეგლამ დაიკავა საპრეზიდენტო სავარძელი. თუმცა, რამდენიმე თვის შემდეგ, ესპანეთის მთავრობის მხრიდან ძლიერმა ზეწოლამ აიძულა იგი დაეტოვებინა ეროვნული სასახლე და ძალაუფლება გადაეცა ბუენავენტურა ბაესისთვის, „სანტანისტების“ დაუძინებელი პოლიტიკური მტრისთვის. ახალმა მთავრობამ პოლიტიკური დევნა დაიწყო სანტანას წინააღმდეგ, რის გამოც მას ემიგრაციაში წასვლა მოუწია. დე რეგლა თავის მეგობარს გადასახლებაში ახლდა მანამ, სანამ ორივემ არ შეძლო ქვეყანაში დაბრუნება 1857 წლის ივლისის რევოლუციის დაწყების შემდეგ.

დომინიკელთა რესპუბლიკაში დაბრუნების შემდეგ, სანტანამ რევოლუციური არმიის ხელმძღვანელობა ჩაიბარა, ხოლო დე რეგლას დაევალა სამხედრო ოპერაციების ორგანიზება ასუას პროვინციაში. როდესაც სანტანა კვლავ ქვეყნის პრეზიდენტი გახდა, მან 1859 წელს დე რეგლა სამოქალაქო გუბერნატორად დანიშნა.

ბოლო წლები და გარდაცვალება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჰაიტის ახალი შემოჭრის შიშით, სანტანამ 1861 წელს გამოაცხადა ანექსია ესპანეთთან. თავისი მფარველისა და მეგობრისადმი ერთგულების კიდევ ერთი გამოვლინებით, დე რეგლამ მხარი დაუჭირა თავისი პოლიტიკური ზემდგომის გადაწყვეტილებას. ახალ მთავრობაში მას ადმინისტრაციული მრჩევლის პოსტი ეკავა — როლი, რომელიც მან სიკვდილამდე, 1864 წლამდე შეინარჩუნა.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  • Biography at the Enciclopedia Virtual Dominicana