მანკოვო-ბერიოზოვსკაიის წისქვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მანკოვო-ბერიოზოვსკაიის წისქვილი
რუს. Маньково-Березовская мельница
კოორდინატები 48°46′24″N 41°33′33″E / 48.7734° ჩ. გ. 41.559188° ა. გ. / 48.7734; 41.559188
მდებარეობა რუსეთი, მანკოვო-ბერიოზოვსკაია
თარიღდება 1913

მანკოვო-ბერიოზოვსკაიის წისქვილი (რუს. Маньково-Березовская мельница) — XX საუკუნის სამრეწველო არქიტექტურის ძეგლი. მდებარეობს სლობოდა მანკოვო-ბერიოზოვსკაიაში, მილიუტინის რაიონი, როსტოვის ოლქი, რუსეთის ფედერაცია.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წისქვილი რეგიონში მცხოვრებმა რამდენიმე მდიდარმა ინვესტორმა, კერძოდ კი ხუტორის ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა ათანასე ანდრიას ძე მოროზოვმა, გრიგორი თევდორეს ძე ნოვიკოვმა და ასევე მაღაზიის მფლობელმა გავრილ ლუკიანეს ძე პოლოზოვმა ააშენეს XX საუკუნის პირველ მეოთხედში (კონკრეტულად 1913 წელს). წისქვილის აგების მიზანი იყო დონის ოლქის ტერიტორიაზე მდებარე ქარის, წყლისა და ორთქლის წისქვილებისათვის კონკურენციის გაწევა. 1913 წლისათვის წისქვილის ძირითადი ნაგებობების მშენებლობა პრაქტიკულად დასრულდა. წისქვილი მოძრაობაში მოჰყავდა ძლიერ ნობელის ერთცილინდრიან გემის ძრავას. წისქვილზე მომუშავე კომპანიის აქციონერებმა წისქვილის წყალობით დიდი მოგება მიიღეს.

1917 წლის ოქტომბრის რევოლუციისა და ამის შემდეგ დამდგარი მძიმე პერიოდის შემდეგ (რუსეთის სამოქალაქო ომი) წისქვილი დაიხურა მუშახელის სიმცირის გამო, მცირე ხნის შემდეგ კი საერთოდ გაპარტახდა. ამის შემდეგ ძალიან მალე იგი გადავიდა სახელმწიფოს საკუთრებაში და მუშაობდა 1986 წლამდე, რის შემდეგაც ისევ დაიხურა. ამჟამად არის გავერანებული და მიტოვებული[1].

2015 წელს, XX საუკუნის სამრეწველო არქიტექტურის ძეგლი მანკოვო-ბერიოზოვსკაიის წისქვილი შეიძინა კერძო პირმა[2].

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. sergselivan. (2016-09-15) Маньковская мельница. Моя Селивановка. ციტირების თარიღი: 2017-04-15.
  2. Памятник архитектуры «Мельница. 1913 год» - Официальный сайт Администрации Милютинского района Ростовской области. milutka.donland.ru. ციტირების თარიღი: 2017-04-15.[მკვდარი ბმული]