მანიტუს ტბა
იერსახე
| მანიტუს ტბა | |
|---|---|
| კოორდინატები: 45°46′ ჩ. გ. 81°59′ დ. გ. / 45.7783° ჩ. გ. 81.9917° დ. გ. | |
| მდებარეობა | |
| სიმაღლე ზღვის დონიდან | 230 მ |
| სიგრძე | 19,8 კმ |
| სიგანე | 6 კმ |
| ფართობი | 104 კმ² |
მანიტუს ტბა (ინგლ. Lake Manitou) — ტბა კუნძულ მანიტულინზე, ონტარიოში, კანადაში. ვრცელდება ზღვის დონიდან 230 მ სიმაღლეზე. ზედაპირის ფართობია 104 კმ².[1] სიგრძე 19,8 კმ, სიგანე 6 კმ. მანიტუ მსოფლიოში კუნძულზე მდებარე უდიდესი ტბაა.[2] რადგანაც კუნძული მანიტულინი მდებარეობს ჰურონის ტბაში, მანიტუ ითვლება ტბაში მდებარე ტბად. მანიტუს ტბაში არის ორი პატარა კუნძული. ტბიდან გამოედინება მდინარე მანიტუ. მტკნარწყლიანია.[3]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Lake Manitou Community Area. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-03-29. ციტირების თარიღი: 2018-07-23.
- ↑ Roza, Greg (2009). The Creation of Islands. New York: Rosen Pub., p. 25.
- ↑ Manitou Lake – Manitowaning, Ontario - Atlas Obscura