შინაარსზე გადასვლა

მანილის შეთანხმება

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მანილის შეთანხმება
ტიპი სამმხრივი შეთანხმება
მომზადდა 7 ივნისი, 1963
ხელი მოეწერა 31 ივლისი, 1963
ადგილი მანილა, ფილიპინები
ძალაში შევიდა 31 ივლისი, 1963
ხელი მოაწერეს სუკარნო, დიოსდადო მაკაპაგალი, აბდულ რაჰმანი
ენა ინგლისური

მანილის შეთანხმება (ინგლ. Manila Accord) — სამმხრივი შეთანხმება, რომელსაც ხელი მოაწერეს 1963 წლის 31 ივლისს მალაიის ფედერაციის, ინდონეზიისა და ფილიპინების ლიდერებმა მანილაში. შეთანხმების შედეგად ხელმომწერმა მხარეებმა გამოაცხადეს ე. წ. „მაკაპაგალის დოქტრინის“ ერთგულება, რომელიც ითვალისწინებდა მეგობრული ურთიერთობების განვითარებას სამ ქვეყანას შორის და საბოლოოდ მოეხდინათ მაფილინდოს კონფედერაციის ფორმირება, ასევე განესაზღვრა დიდი ბრიტანეთის ჩრდილოეთი ბორნეოს (საბაჰი) თვითგამორკვევის საკითხი. ფაქტობრივად მანილის ხელშეკრულების დენონსაცია არ მომხდარა, თუმცა იგნონირებულია სამივე ქვეყნის მიერ.

შეთანხმების ისტორიული ფესვები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კუნძულ კალიმანტანის ჩრდილოეთით მდებარე დიდი ბრიტანეთის კოლონიური სამფლობელოს (ისტორიული საკუთარი სახელწოდება - საბაჰი, ბრიტანული კოლონიალიზმის დროს ეწოდებოდა ჩრდილოეთი ბორნეო) ტერიტორიული კუთვნილების პრობლემა დაკავშირებულია XV-XIX საუკუნეებში აღნიშნული ტერიტორიის საკუთრების უფლების არეულ ისტორიასთან[1].

XV საუკუნის დასაწყისში საბაჰის პროვინცია ეკუთვნოდა ბრუნეის სასულთნოს, ხოლო 1658 წლიდან სულუს სასულთნოს[1]. 1865 წელს კი აღნიშნული ტერიტორია არენდით გადაეცა ამერიკის საკონსულოს ბრუნეიში. მალე მასზე ფლობის უფლება გაყიდეს ლონდონში ამერიკის სავაჭრო კომპანიაზე, რომელმაც თავის მხრივ მიჰყიდა ავსტრია-უნგრეთის კონსულს, გრაფ გუსტავ ოვერბეკს, რომელიც აქტიურად იყო დაკავებული რეგიონში სავაჭრო საქმიანობით. 1879 წელს საბაჰის ეკონომიკური ექსპლუატაციის უფლება ოვერბეკმა ბრიტანეთის კოლონიზატორებს გადასცა. 1888 წელს ჩრდილოეთმა ბორნეომ მიიღო დიდი ბრტანეთის პროტექტორატის სტატუსი.

ტერიტორიის მფლობელის ასე ხშირმა ცვალებადობამ გამოიწვია კუთვნილების დამადასტურებელი სამართლებრივი დოკუმენტების არარსებობა, რაც თავის მხრივ დამოუკიდებელ მალაიზიასა და ფილიპინებს შორის მრავალწლიან ტერიტორიულ დავამდე მივიდა.

1960-აინ წლებში დაპირისპირება ფართომასშტაბიან კონფლიქტამდე მივიდა, რაც გამოიწვია 1962 წელს მალაიზიის ფედერაციის ფორმირებამ მალაიისა და კუნძულ კალიმანტანზე ბრიტანეთის მმართველობისაგან გათავისუფლებულ ტერიტორიებზე (საბაჰი და სარავაკი). ინნდონეზიის ხელისუფლება ახალი სახელმწიფოს აღნიშნულტერიტორიებზე ჩამოყალიბების კატეგორიული წინააღმდეგი იყო.

სამმხრივი დიალოგის ფორმატის ფორმირება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მას შემდეგ, რაც ინდონეზიის ჯარები გადავიდნენ დივერსიულ მოქმედებაზე მალაიიზიის ტერიტორიაზე და მხარი დაუჭირეს სეპარატისულ ძალებს სარავაკში და საბაჰში, ფილიპინების მთავრობა გამოვიდა ინიციატივით, რომლის ფარგლებშიც 1963 წელს მანილაში გაიმართა ინდონეზიის პრეზიდენტის სუკარნოს, მალაიზიის ფედერაციის პრემიერ-მინისტრ აბდულ რაჰმანისა და მასპინძელი ფილიპინების პრეზიდენტის დიოსდადო მაკაპაგალის შეხვედრა. ე. წ. „მაკაპაგალის დოქტრინის“ მიხედვით სადავო ტერიტორიების საკითხი უნდა გადაწყვეტილიყო სამივე სახელმწიფოს კეთილმეზობლური დამოკიდებულებების საფუძველზე, რასაც საბოლოოდ უნდა მოყოლოდა კონფედერაციის ჩამოყალიბება.

შეთანხმების დადება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1963 წლის 31 ივლისს, მანილაში, მარტ-ივლისში გამართული წინარე კონსულტაციების შემდეგ, გაიხსნა სამიტი სამი ქვეყნის ლიდერების მონაწილეობით. სამიტი გაგრძელდა 5 აგვისტომდე. პირველივე დღეს სამი ქვეყნის ლიდერებმა ხელი მოაწერეს საგარეო საქმეთა მინისტების მიერ წინასწარ მომზადებულ დოკუმენტს „მანილის შეთანხმება, ფილიპინებს, მალაიის ფედერაციასა და ინდონეზიას შორის“. ხელშეკრულება არის ხუთგვერიანი და 16 პუნქტისაგან შემდგარი დოკუმენტი, რომელიც შეიმუშავეს საგარეო საქმეთა ინისტრებმა და ხელი მოაწერეს სახელმწიფოს მეთაურებმა.

პირველ ნაწილში, რომელსაც ეწოდება „მაკაპაგალის გეგმა“, საუბარია მაფილინდოს კონფერენციის შექმნის შესახებ[2]. მეორე ნაწილში — „მალაიზია და ჩრდილოეთი ბორნეო“ — მხარები მიესალმებიან მალაიზიის შექმნას და მხარს უჭერენ ჩრდილოეთი ბორნეოს ხალხის თვითგამორკვევის უფლებას[2].

მესამე დასკვნით ნაწილში მხარეები თანხმდებიან მტავრობის მეთაურთა დონეზე შეხვედრების ფორმატის გაგრძელებაზე[2].

შეთანხმების შემდეგ

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მანილის შეთანხმებამ შეანელა არსებული დაძაბულობა ფილიპინებს, მალაიის ფედერაციასა და ინდონეზიას შორის. სამიტის დასულებისთანავე გამოვლინდა აზრთა სხვადასხვაობა სამიტის შედეგების შესახებ. 1963 წლის 16 სექტემბერს მალაიის ფედერაციამ დამოუკიდებლობა გამოაცხადა. არც ფილიპინებმა და არც ინდონეზიამ არ ცნეს ახალი სახელმწიფო.

მანილის შეთანხმების დენონსირება ოფიციალურად არ მომხდარა, მაგრამ სამივე მხარემ უარი თქვა მის პრინციპებზე, მათ შორის მაფილინდოს კონფედერაციის შექმნაზე.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. 1.0 1.1 Josiah C. Ang, PM. Historical Timeline of the Royal Sultanate of Sulu Including Related Events of Neighboring Peoples. Center for Southeast Asian Studies Northern Illinois University. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-05-09. ციტირების თარიღი: 12 ოქტომბერი 2010.
  2. 2.0 2.1 2.2 Manila Accord (31 July 1963). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-05-05. ციტირების თარიღი: 9 августа 2010.