მანილის სასტუმრო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
მანილის სასტუმრო (5Yellow star unboxed.svg)

მანილის სასტუმრო
მდებარეობა მანილა, ფილიპინები
მისამართი One Rizal Park
მფლობელი ემილიო იეპი
ისტორია
გახსნის თარიღი 4 ივლისი, 1912[1]
არქიტექტორ(ებ)ი უილიამ პარსონსი
სტატისტიკა
რესტორნების რაოდენობა 3
ნომრების რაოდენობა 149 (1912)[2]
570 (ამჟამად)[3]
ფართობი 35,000 კვადრატული მეტრი (380,000 sq ft)
ოფიციალური ვებ-გვერდი

მანილის სასტუმრო — 570 ოთახიანი, ისტორიული 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო, რომელიც მანილის ყურის გასწვრივ, ფილიპინებში მდებარეობს.[3] სასტუმრო უძველესია ფილიპინებში. მისი მშენებლობა 1909 წელს დაიწყო, Malacañang Palace-თან მეტოქეობით, რომელიც ფილიპინების პრეზიდენტის ოფიციალურ რეზიდენციას წარმოადგენდა. სასტუმრო 1912 წლის 4 ივლისს გაიხსნა.[4] სასტუმროს კომპლექსი რიზალის პარკის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, ერმიტაში, ბონიფაციოს გზის გასწვრივ 35 000 კვადრატულ მეტრი ფართობის ახლადწარმოქმნილ მიწაზე აიგო.[5] 1935-1941 წლებში, როდესაც გენერალი დაგლას მაკართურს ფილიპინების თანამეგობრობის სამხედრო მრჩეველის თანამდებობა ეკავა, სასტუმროს პენტჰაუსი გენერლის რეზიდენციას წარმოადგენდა.[6]

სასტუმრო რამცენიმე უცხოური ორგანიზაციის ოფისსაც მოიცავს, მათ შორის ნიუ-იორკ ტაიმზის ოფისსაც.[4] სხვადასხვა დროს სასტუმრომ არაერთ ისტორიულ და ცნობილ პიროვნებას უმასპინძლა, მათ შორის: მწერლებს - ერნესტ ჰემინგუეისა და ჯეიმზ მიჩენერს; მსახიობებს - დაგლას ფეირბენკს უმცროსსა და ჯონ უინის; ამერიკელ მაგნატ ჰენრი ლიუსის; მუსიკოსებ - სემი დეივის უმცროსს, მაიკლ ჯექსონსა და ბითლზს; ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ ჯონ კენედის, ბრიტანეთის პრემიერ მინისტრ ენტონი ედენსა და მსოფლიოს სხვა ლიდერებს.[2][5]

1975-1977 წლებში სასტუმრო განახლდა და უფრო გაფართოვდა, ამ დროს დაემტა კოშკიც, რომელიც მანილის ყურეში ყველაზე მაღალი კოშკია.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1898 წელს, ესპანეთ-ამერიკის ომის შემდეგ, როდესაც აშშ-მა ფილიპინების კუნძულები დაიკავა,[7] პრეზიდენტმა უილიამ მაკ-კინლი ყოფილი ესპანური კოლონიის ამერიკანიზაცია დაიწყო. 1900 წელს ახალი ტერიტორიის საჭიროებების შესაფასებლად მან უილიამ ჰოვარდ ტაფტი ფილიპინების კომიისხელმძღანელად დანიშნა. ტაფტმა, რომელიც შემდეგ პირველი სამოქალაქო გუბერნატორი-გენერალი გახდა,[8] გადაწყვიტა მანილა დაგეგმარებული ქალაქი ყოფილიყო. ტაფტმა არქიტექტორიდა ქალაქის დამგეგმარებელი დენიელ ბარნჰემი დაიქირავა, რომელსაც უკვე აეშენებინა იუნიონ სტეიშენი და ფოსტის შენობა ვაშინგტონში. ბარნჰეიმმაპარკიდან დაწყებული ყურისგასწვრივგრძელი, ფართო, ხეების მწკრივიანი ბულვარის გაშენება გადაწყვიტა,რომელშიც შესანიშნავი სასტუმრო აშენდებოდა. ბარნჰეიმის გეგმის შესასრულებლად ტაფტმა ნიუ-იორკელი არქიტექტორი, უილიამ პარსონსი დაიქირავა.[5] თავდაპირველად სასტუმრო H-მოყვანილობისა იყო ჩაფიქრებული, რომლის ორივე ფრთის ოთახებიც კარგი ვენტილაციით იქნებოდა უზრუნველყოფილი და საიდანაც ნავსადგურის ხედები გადაიშლებოდა. ბოლო სართული, ფაქტიურად, ფართო გემბანი იყო, რომელიც სხვადასხვა ფუნქციისთვის გამოიყენებოდა, მათ შორის ამერიკული საზღვაო-სამხედრო ძალების ნავსადგურში მანევრირების დაკვირვებისთვის.[9]

პირველი განახლება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1935 წელს ფილიპინების თანამეგობრობის შექმნის შემდეგ პრეზიდენტმა მანუელ კესონიმ სასტუმროს გასაახლებლად პარიზში განსწავლული ფილიპინელი არქიტექტორი, მხატვარ ხუან ლუნას ვაჟი, ანდრეშ ლუნა დე სან პედრო დაიქირავა. სასტუმრო ცნობილი საინიჟინრო ფირმის Pedro Siochi and Company ზედამხედველობით განახლდა. სასტუმრო თანამეგობრობის სამხედრო მრჩევლის, გენერალ დაგლას მაკართურის რეზიდენცია გახდა. ლუნამ სასტუმროს ბოლო სართული ელეგანტური პენთაუსად გადააკეთადა დასავლეთის ფრთა ჩრდილოეთით გააფართოვა, ასევე,შექმნა რამდენიმე საზოგადოებრივი ოთახიც, როგორიცაა - ფიესტას პავილიონი.[10] 1935 წლის ნოემბერში სასტუმრო ფილიპინების თანამეგობრობის მთავრობის ინაუგურაციის დღესასწაულების ადგილი იყო.[11]

მეორე მსოფლიო ომი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მეორე მსოფლიო ომმის დროს სასტუმრო იაპონელმა ჯარისკაცებმა დაიკავეს და ომის დასრულებამდე ფლაგშტოკებზე იაპონელთა დროშა ეკიდა. მანილის განმათავისუფლებელი ბრძოლის დროს იაპონელმა ჯარისკაცებმა სასტუმროს ცეცხლი გაუხსნეს. შენობის ფასადი განადგურებას გადაურჩა და მოგვიანებით განახლდა.[3][12]

საბრძოლო კანონის ქვეშ[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფერდინანდ მარკოსის დიქტატორობის პერიოდში, პრეზიდენტის 645-ე დეკრეტის შესაბამისად, Old Manila Hotel Company დაიხურა და სასტუმრო მთავრობის დაქვემდებარებაში გადავიდა. სამთავრობო მომსახურების სადაზღვევო სისტემას ახალი შვილობიილი კორპორაციის ჩამოყალიბების მანდატი გადაეცა, რომელსაც მანილის სასტუმრო უნდა შეეკეთებინა, განეახლებინა და გაეფართოვებინა. მომდევნო ორი ათწლეულის განმავლობაში მარკოსის ცოლი, იმელდა ხშირად დაიარებოდა სასტუმროს რესტორნებში. მისი სტუმრობის დროს წითელ ხალიჩას აგებდნენ, გირლანდებს ჰკიდებდნენ და ჰაერში დეზოდორანტებს ასხურებდნენ.[2] იმელდას პატრონაჟის ქვეშ სასტუმროს საერთაშორისო აღიარება და ჯილდოები მოიპოვა.

1975 წლის განახლება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სასტუმრო 1975 წელს კიდევ ერთხელ განახლდა და თავდაპირველ ხუთგანყოფილებიან სტრუქტურაზე ახალი ნაგებობის დამატებით ოთახების რაოდენობამ 570-ს მიაღწია. განახლებას ფილიპინების ეროვნული ხელოვანები: ლეანდრო ლოკსინი და ილდეფონსოსანტოსი საერთაშორისო ინტერიერის დიზაინში პარტნიორთან პატრიცია კელერთან ერთად ხელმძღვანელოდნენ.[3] სასტუმრო კიდე უფრო კეთილმოეწყო: გაუმრჯობესდა ბიზნეს ბიბლიოეთკა, ფერადი ტელევიზია და ენის თარგმნა.[5] ხელახლა გახსნისა და ინაუგურაციის ცერემონია 1977 წლის 6 ოქტომბერს ჩატარდა.[2]

ფლობის უფლების გადაცემა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1995 წელს სამთავრობო მომსახურების დაზღვევის სისტემამ საკუთრების გაყიდვა გადაწყვიტა. ტენდერში მლაიზიუი ფირმა Renong Berhad and ITT-Sheraton და ჩინელი-ფილიპინელი მილიარდერი ბიზნესმენი და ცირკულაციის მიხედვით ფილიპინების ყველაზე მსხვილი გაზეთის Manila Bulletin მფლობელი, ემილიო იეპი ჩაერთვნენ. ბიზნესმენმა ფილიპინების უზენაეს სასამართლოში დავით მფლობელობის 51% მის კორპორაციას - Manila Prince Hotel Corporation მოუპოვა, სხვა მფლობელებს კი 49% ერგოთ.[2][11] იეპმა 673.2 მილიონ ფილიპინური პესოს ჩეკზე ხელი მოაწერა და 1997 წლის 7 მაისს საკუთრება გადაეცა.[13]

100 წლისთავი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2008 წელს გახსნიდან 100 წლისთავის აღსანიშნავად (2012 წლისთვის) მანილის სასტუმროში განმანახლებელი ღონისძიებების ახალი ტალღა დაიწყო. სასტუმროს ყველა ოთახი გარემონტდა, განახლდა და თანამედროვე ავეჯითა და აღჭურვილობით მოეწყო. ოთახების ფანჯრები გაფართოვდა. სასტუმროში სპა-გამაჯანსაღებელი ცენტრის გვერდით გამაჯანსაღებელი კლუბი მოეწყო.[14]

2008 წლის 17 იანვარს სასტუმროს თავდაპირველი სტრუქტურის დასავლეთით Manila Hotel Tent City გაიხნსა. საკონფერენციო დარბაზსს საქორწინო წვეულებების, კონფერენციების, გამოფენებისა და სხვა სახის შეხვედრებისთვის 2 500 სტუმრის მიღება შეუძლია. 2012 წლის 4 ივლისს გახსნიდან 100 წლისთავის აღნიშვნისას სტუმროს ეს ნაწილი პრეზიდენტ ბენინიო აკინოსთან ერთად ცენტრალურ ადგილად იქცა.[15] 515 rooms rather

პოლიტიკური ღონისძიებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წლების განმავლობაში მანილის სასტუმრო ქვეყნის არაერთი ისტორიული მოვლენის მომსწრე გახდა. 1970 10 ნოემბერს ფიესტას პავილიონში ფილიპინების საკუნსტიტუციო შეთანხმების არჩევნები ჩატარდა, რომელსაც 320 დელეგატი დაესწრო და რომელზეც 1935 წლის კონსტიტუციის შეცვლას ისახავდნენ მიზნად.

1986 წლისთებერვლის საპრეზიდენტო არჩევნებამდე სასტუმროში ფერდინანდ მარკოსის პოლიტიკური პარტიის შეხვედრა გაიმართა, რომელზეც კორასონ აკინოაც წარმოთქვა სიტყვა, რაც მისსაპრეზიდენტო კამპანიაში გარდატეხის წერტილი აღმოჩნდა.[4] მარკოსის მმართველობა 1986 წლის თებერვალში ყვითელი რევოლუციის შემდეგ დასრულდა.

1986 წლის 6 ივლისს პრეზიდენტ მარკოსის მომხრე სამხედრო ოფიცერთა ჯგუფმა მანილის სასტუმრო დაიკავა და მარკოსის ვიცე-საპრეზიდენტო კანდიდატი, არტურო ტოლერტინო პრეზიდენტად გამოაცხადა. გადატრიალების მცდელობა დიდხანს არ გაგრძელებულა და ეს ჯგუფი ორი დღის შემდეგ დანებდა.[16]

სასტუმრო საერთაშორისო ყურადღების ცენტრში მოექცა 1999 წელს, როდესაც ყოფილმა პირველმა ლედიმ, იმელდა მარკოსმა 70 წლის იუბილი მანილის სასტუმროში აღნიშნა. აღნიშნულ ღონისძიებაში მანილის ელიტის 1000-ზე მეტი წარმომადგენელი მონაწილეობდა.[17]

დახასიათება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვესტიბიული[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

38 მეტრი სიგრძისა და 7.6 სიგანის ვესტიბიული თეთრი დორიული სვეტებითაა გაფორმებული. იატაკი ფილიპინური მარმარილოსგანაა დაგებული. ჭაღები თითბერის, კრისტალებისა და ზღვის ნიჟარებისგანაა გაკეთებული. მთელი სასტუმრო ფილიპინური წითელი ხისგან დამზადებული ავჯეითაა გაწყობილი.[5]

ლუქსები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სამსაწოლიანი ლუქსი გენერალ მაკართურის რეზიდენციას წარმოადგენდა. ლუქსი მეუთე სართულზე მდებარეობს.[18]

პენთჰაუსი, ყველაზე ძვირი ლუქსი პირადი საცურაო აუზით მეთვრამეტე სართულზე მდებარეობს და მანილის ყურეს, რიზალის პარკსა და სასტუმროს მოპიhttps://www.youtube.com/watch?v=wPzu0LaSdzE&start_radio=1&list=RDwPzu0LaSdzEრდაპირე მხარეს მდებარე ქალაქ ინტრამუროსის XVI საუკუნის კედელს გადაჰყურებს. საპრეზიდენტო ლუქსის მსგავსად პენთჰაუსი იშვიათი ნახატებით, აზიური ანტიკვარიატითა და ფილიპიური ნაკეთობებითაა გაფორმებული.[5] მაკართურის, საპრეზიდენტო და პენთჰაუსის ლუქსები ოცდაოთხსაათიან მომსახურებას მოიცავს.

მომსახურება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სასტუმრო მომხმარებელს სთავაზობს ლიმუზინისა და მდიდრული მანქანების დაქირავების სერვისს, აეროპორტიდან ტრანსპორტით მომსახურების სერვისს, სამედიცინო კლინიკასა და ბიზნეს ცენტრს ინტერნეტით, 24 საათიან მენიუს ოთახების მომსახურებითა და კონსიერჟით, სამრეცხაო მომსახურებას, დელიკატესებს, თმის სალონს, სუვენირების მაღაზიასა და ვერტმფრენის დასაშვებ აეროდრომს სახურავზე.[19]

რეკრეაცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Manila Hotel Spa ყურესთან მდებარეობს და მასაჟებითა და სხვა თერაპირებით სარგებლობის შესაძლებლობას იძლევა. სტუმრებს ღია აუზითა და გამაჯანსაღებელი ცლუბით სარგებლობის შესაძლებლობაც აქვთ.[20]

რესტორნები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სასტუმროს 3 რესტორანი და 3 ბარი აქვს და სტუმრებს ჩინურიდან დაწყებული ევროპული სამზარეულოთი დამთავრებული დელიკატესების დაგემოვნებას სთავაზობს.[21]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. "Celebrating 100 Years of Filipino Hospitality and World Class Service". Manila Hotel Official Website. Retrieved 2013-09-27.
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 2.4 "History". Manila Hotel Official Website. Retrieved 2013-09-27.
  3. 3.0 3.1 3.2 3.3 "Manila Hotel". Arkitektura.ph. Retrieved on 2013-09-27.
  4. 4.0 4.1 4.2 Hotel With a History, MacArthur to Marcos“, The New York Times, 1986-07-08. ციტირების თარიღი: 2007-08-27. 
  5. 5.0 5.1 5.2 5.3 5.4 5.5 Colonial Comfort in the Philippines“, The New York Times, 1982-11-07. ციტირების თარიღი: 2007-08-27. 
  6. Day Romulo, Beth. MacArthur At Home in the Philippines; excerpted from the book "The Manila Hotel"; The Heart and Memory of a City. National Media Production Center. დაარქივებულია ორიგინალიდან - October 13, 2007. ციტირების თარიღი: 2015-02-25
  7. Chronology for the Philippine Islands and Guam in the Spanish–American War, Library of Congress. Retrieved August 27, 2007.
  8. Life Portrait of William Howard Taft. C-SPAN (6 September 1999). ციტირების თარიღი: 18 September 2016.
  9. Manila: The Riviera of the Orient“, Philippine Star, 2005-08-20. ციტირების თარიღი: 2007-08-28. დაარქივებულია ორიგინალიდან - 2007-09-26. 
  10. "Fiesta Pavilion". Manila Hotel Official Website. Retrieved on 2013-09-30.
  11. 11.0 11.1 (2009-05-05). "Manila Hotel gets facelift but glitter gone". Inquirer Headlines. Retrieved on 2013-09-30.
  12. Tewell, John (2009-05-12). "Manila Hotel 1945". Flickr. Retrieved on 2013-09-26.
  13. (2009-05-06). "Unpaid Manila Hotel loans soar to P17B". Inquirer News. Retrieved on 2013-09-30.
  14. "About Us - Manila Hotel Now". Manila Hotel Official Website. Retrieved 2013-09-27.
  15. (2012-12-06). "Manila Hotel Celebrates Centennial Anniversary". Manila Hotel Official Website. Retrieved on 2013-09-27.
  16. Philippine Coup Attempts“, The New York Times, 1989-12-01. ციტირების თარიღი: 2007-08-28. 
  17. Imelda Marcos turns 70 in style“, BBC News, 1999-07-04. ციტირების თარიღი: 2007-08-28. დაარქივებულია ორიგინალიდან - 2010-12-08. 
  18. "MacArthur Suite" Archived 2013-10-04 საიტზე Wayback Machine. . Manila Hotel Official Website. Retrieved 2013-09-30.
  19. "Services". Manila Hotel Official Website. Retrieved 2013-09-27.
  20. "Health Club". Manila Hotel Official Website. Retrieved 2013-09-27.
  21. "Dining". Manila Hotel Official Site. Retrieved on 2013-09-27.