მანზალა
იერსახე
| მანზალა | |
|---|---|
| კოორდინატები: 31°16′ ჩ. გ. 32°12′ ა. გ. / 31.267° ჩ. გ. 32.200° ა. გ. | |
| მდებარეობა | |
| სიგრძე | 47 კმ |
| სიგანე | 30 კმ |
| ფართობი | 1360 კმ² |
მანზალა, მენზალა (არაბ. بحيرة المنزلة; ძველად — ტანისი) — დიდი მარილიანი ტბა ან ლაგუნა ჩრდილოეთ ეგვიპტეში. მოქცეულია მდინარე ნილოსის დელტის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, მდინარე დუმიატის ტოტსა და სუეცის არხს შორის.[1] შეერთებულია ხმელთაშუა ზღვასთან. მცირეწყლიანია. ფართობი დაახლოებით 1360 კმ². გადაჭიმულია 47 კმ-ზე, სიგანე 30 კმ. მანზალის აღმოსავლეთ ნაწილში გადის სუეცის არხი, დასავლეთით ქალაქებს დუმიატსა და ელ-მატარიას შორის, — მანზალის არხი, რომლის სიგრძე დაახლოებით 35 კმ აღწევს. განვითარებულია თევზჭერა.[1]