მანგო (მომღერალი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
მანგო
ჯუზეპე მანგო
Mango a Padova.jpg
მანგო 2010 წელს პადოვაში
ბიოგრაფია
დაბ. თარიღი 6 ნოემბერი, 1954 (1954-11-06) (65 წლის)
დაბ. ადგილი Lagonegro
გარდ. თარიღი 7 დეკემბერი, 2014 (60 წლის)
გარდ. ადგილი Policoro
ჟანრ(ებ)ი
საქმიანობა მომღერალი
ინსტრუმენტ(ებ)ი
აქტიური 1976-2014
საიტი mango.it
მანგო ვიკისაწყობში

მანგო (იტალ. Mango; დ. 6 ნოემბერი, 1954 — გ. 7 დეკემბერი, 2014) — იტალიელი მომღერალი, კომპოზიტორი და მუსიკოსი. ასრულებდა პოპს, როკსა და ხალხურ მუსიკას; ცნობილი იყო თავისი ფართო ვოკალური მონაცემებით. მისი ყველაზე ცნობილი სიმღერაა „Oro“ — რომელიც შედის 1986 წელს გამოსულ ალბომში Odissea. აქვს სხვა ჰიტებიც, რომელთა შორისაა: „Lei Verrà“, „Mediterraneo"“, „Bella d'Este“, „Amore per te“, „Come Monnalisa“, „Nella Mia città“ და „La Rondine“.

იტალიელმა მუსიკოსმა და მწერალმა მარიო ლუცატო ფეიგიზმა, მანგოს „იტალიური პოპ-მუსიკის ნამდვილი ნოვატორი“ უწოდა.[1] მანგო წერდა სიმღერებს ისეთი შემსრულებლებისთვის, როგორებიც არიან პატი პრავო, ლორედანა ბერტე, ანდრეა ბოჩელი, მიეტა. მის რეპერტუარს ასრულებენ იტალიელი და უცხოელი მუსიკოსები, მათ შორის მინა, მია მარტინი, ლეო სეიერი, ელენ სეგარა და ელეფთერია არვანიტაკი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სწავლა და ადრეული კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მანგო დაიბადა ლაგონეგროში, პოტენზას პროვინციაში. უსმენდა სოულსა და მძიმე როკს. მისი საყვარელი მუსიკოსები იყვნენ: არეთა ფრანკლინი, ლედ ზეპელინი, პიტერ გებრიელი და სხვები. მუსიკალური კარიერა ბავშობის ასაკიდანვე დაიწყო — რვა წლის ასაკში უკვე გამოდიოდა რამდენიმე ადგილობრივ ჯგუფში. მან სალერნოს უნივერსიტეტში სოციოლოგიის შესწავლა დაიწყო, თუმცა სწავლას თავი ანება და მუსიკალურ საქმიანობას მიჰყო ხელი.

წარმატება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მანგომ წარმატება მოიპოვა ალბომით Australia 1985 წელს. იმავე წელს მანგომ სან-რემოს მუსიკალური ფესტივალზე შეასრულა ალბომ Australia-ში შესული ყველაზე წარმატებული სინგლი „Il viaggio“. 1986 წელს მან გამოუშვა ალბომი „Odissea“, რომელიც შეიცავს ისეთ წარმატებულ სიმღერებს როგორებიცაა: „Lei verrà“ და „Oro“. სხვა მისი ცნობილი ალბომი არის „Sirtaki“ (1990), სადაც შედის სიმღერები: „Nella mia città“ და „Come Monna Lisa“, ალბომის შექმნაში მონაწილეობდნენ: დრამერი მანუ კაჩე და ბასისტი პინო პალადინო.[2] ამ პერიოდში მანგომ ესპანეთში სამი ალბომი ჩაწერა: Ahora (1987), Hierro y Fuego (1988) და Sirtaki-ს ესპანური ვერსია (1991). მანგომ მონაწილეობა მიიღო 1995 წლის სანრემოს მუსიკის ფესტივალზე, სადაც მან შეასრულა სიმღერა „Dove vai“.

გარდაცვალება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2014 წლის 7 დეკემბერს, კონცერტზე ყოფნის დროს, მანგომ მიიღო გულის შეტევა. იგი საავადმყოფოში გადაყვანამდე გარდაიცვალა,[3] 60 წლის ასაკში.

დისკოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სტუდიური ალბომები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • La mia ragazza è un gran caldo (1976)
  • Arlecchino (1979)
  • È pericoloso sporgersi (1982)
  • Australia (1985)
  • Odissea (1986)
  • Adesso (1987)
  • Inseguendo l’aquila (1988)
  • Sirtaki (album)|Sirtaki (1990)
  • Come l'acqua (1992)
  • Mango (1994)
  • Credo (1997)
  • Disincanto (2002)
  • Ti porto in Africa (2004)
  • Ti amo così (2005)
  • L’albero delle fate (2007)
  • La terra degli aquiloni (2011)

საკონცერტო ალბომები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Dove vai (1995)
  • Gli amori son finestre (2009)

კომპილაციები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Visto così (1999)
  • Tutto Mango: oro e platino (2006)

ალბომები ესპანურად[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Adesso (1987)
  • Hierro y Fuego (1988)
  • Sirtaki (1991)

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Mario Luzzatto Fegiz. Mango, la voce divenuta strumento che ha rinnovato la musica leggera it. corriere.it. წაკითხვის თარიღი: 20 დეკემბერი, 2014.
  2. Manu Katché: discography. manu-katche.com. წაკითხვის თარიღი: 19 December 2014.
  3. Italian Singer "Mango" Death live at concert. liveleak.com (8 დეკემბერი, 2014). წაკითხვის თარიღი: 14 დეკემბერი, 2014.