მანგანუმის(II) კარბონატი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მანგანუმის(II) კარბონატი
მანგანუმის(II) კარბონატი: ქიმიური ფორმულა
მანგანუმის(II) კარბონატი: მოლეკულის ხედი
ზოგადი
სისტემური სახელწოდებამანგანუმის(II) კარბონატი
ქიმიური ფორმულაMnCO3
ფიზიკური თვისებები
სიმკვრივე3.12 /სმ³
თერმული თვისებები
დნობის ტემპერატურა200–300[1] °C
მოლური თბოტევადობა (სტ. პირ.)94.8[1] /(·კ)

მანგანუმის(II) კარბონატი — არაორგანული ნაერთი ქიმიური ფორმულით MnCO3. ჩვეულებრივ გვხვდება ბუნებაში, მინერალ როდოქროზიტის სახით, მაგრამ ინდუსტრიულად იწარმოება. არის ღია ვარდისფერი, წყალში უხსნადი ნივთიერება. 2005 წლისთვის დაახლოებით 20 000 ტონა აწარმოეს.[2]

სტრუქტურა და წარმოება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მანგანუმის მოლეკულის გეომეტრიული ფორმა ჰგავს კალციტისას, რომელიც შედგება მანგანუმის(II) იონებისგან და აქვს ოქტაედრული მოლეკულურ-გეომეტრიული ფორმა.[3]

მისი მიღება ხდება მანგანუმის(II) ნიტრატის წყალხსნარზე ნახშირორჟანგის და ამიაკის მოქმედებით, რის შედეგადაც ღია ვარდისფერი ნალექი ფსკერზე ილექება. გვერდით პროდუქტს, ამონიუმის ნიტრატს კი იყენებენ სასუქად.

რეაქციები და გამოყენება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • მანგანუმის კარბონატი იშლება და გამოიყოფა ნახშირორჟანგი. პროცესი მიმდინარეობს 200 °C-ზე და მიიღება MnO1.88:
MnCO3 + 0.44 O2 → MnO1.8 + CO2

ამ მეთოდით ზოგჯერ იღებენ მანგანუმის დიოქსიდს, რომელიც გამოიყენება მშრალი ბატარეების დასამზადებლად[2].

  • მანგანუმის კარბონატი გამოიყენება მცენარეთა სასუქებში, ისეთ ნიადაგში რომელსაც მანგანუმის დეფიციტი აქვს, ასევე საკვებ დანამატებში და ლაქ-საღებავეში.[4]

უსაფრთხოება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მანგანუმით მოწამვლას რომელსაც მანგანიზმი ეწოდება შეიძლება გამოიწვიოს მანგანუმის მტვერმა.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 http://chemister.ru/Database/properties-en.php?dbid=1&id=3854
  2. 2.0 2.1 Arno H. Reidies (2007). „Manganese Compounds“. Ullmann's Encyclopedia of Industrial Chemistry. Weinheim: Wiley-VCH. doi:10.1002/14356007.a16_123.
  3. Pertlik, F. (1986). „Structures of hydrothermally synthesized cobalt(II) carbonate and nickel(II) carbonate“. Acta Crystallographica Section C. 42: 4–5. doi:10.1107/S0108270186097524.
  4. "How To Stain Concrete with Manganese"