შინაარსზე გადასვლა

მანა სამა

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მანა - Moi dix Mois

მანა სამა (იაპ. 魔名, 19 მარტი) — იაპონელი მუსიკოსი, პროდიუსერი, მოდის დიზაინერი; ცნობილია Visual Kei ბენდიდან Malice Mizer, როგორც გიტარისტი. „მალის მიზერის“ დაშლიდან ერთი წლის შემდეგ, 2002 წელს, შექმნა გოთიკური მეტალის ბენდი-Moi dix Mois, როგორც საკუთარი სოლო პროექტი.

მანამ შექმნა დამოუკიდებელი ხმისჩამწერი ლეიბლი-Midi:Nette (ფრანგ. „ვარსკვლავთვალება გოგონა“), 1994 წელს. ლეიბლში შედიოდა ელექტრო-მუსიკალური დუეტი - Schwarz Stein, გამოშვებული აქვს „მალის მიზერის“ მრავალი მუსიკალური ჩანაწერი და Moi dix Mois-ის მთლიანი დისკოგრაფია, ასევე, 2 ალბომი და 2 სინგლი კანონ ვაკეშიმას მიერ. მანას ტანსაცმლის ბრენდი Moi-même-Moitié, ჩაეშვა 1999 წელს და გოთიკური ლოლიტას სუბკულტურის პოპულარიზაციაში შეაქვს უდიდესი წვლილი.

გოთური მეტალი გოთიკური ლოლიტა Malice Mizer

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]