მანანა (პოეტი)
მანანა | |
---|---|
დაბადების ადგილი | ძევერა, ქართლის სამეფო |
საქმიანობა | პოეტი და მწერალი |
მოქალაქეობა |
![]() |
პერიოდი | XVIII საუკუნე |
მანანა — XVIII საუკუნის ქართველი პოეტი ქალი. დაიბადა სოფ. ძევერაში, გორის მახლობლად. ჩვენამდე მოღწეულია მისი რამდენიმე ლექსი, რომლებიც ხანდაზმულობაში შეუთხზავს. მანანას პოეზიას ახასიათებს რელიგიური-მისტიკური განწყობილება, ორიგინალური თემატიკის ძიება, სკეპტიციზმი. ლექსი „შაირნი“ ეძღვნება ერეკლე II-ის სამხედრო ძლიერებასა და პიროვნულ სიდიადეს. ხალხურ პოეზიაში ვარიანრების სახით გავრცელდა მანანას გაბაასების ჟანრის ნაწარმოები „მანანასაგან ციების ბაასი“. მისი ლექსები გამართულია რესთველური 16-მარცვლიანი შაირით.
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ასათიანი ლ., ძველი საქართველოს პოეტი ქალები. გამოკვლევა და ტექსტები, თბ., 1936;
- მიქაძე გ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 402.