მანანა (ლიქენი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ მანანა.

მანანა (ლათ. Aspicilia esculenta, Lecanora esculenta), ლიქენი ლეკანორასებრთა ოჯახისა. მისი დიამეტრია 1-4 სმ. დაკუთხულ-მომრგვალო ფორმა და მონაცრისფრო, იშვიათად ჟანგისფერ-მოწითალო ფერი აქვს. ნიადაგზე არ არის მიმაგრებული და ქარს ადვილად გადააქვს შორ მანძილზე. ხშირად ქმნის მოზრდილ გროვებს. გავრცელებულია სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის, სამხრეთ-დასავლეთ აზიისა და ჩრდილოეთ აფრიკის ველებსა და უდაბნოებში. კავკასიაში თითქმის ყველგან გვხვდება ველისა (სტეპისა) და ნახევრად უდაბნოს პირობებში. აზია-აფრიკის მოსახლეობა საკვებად იყენებს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ინაშვილი ც., ქსე, ტ. 6, გვ. 402, თბ., 1983