მანანა (კუნძული)
იერსახე
Checked

მანანა — დაუსახლებელი კუნძული ჰავაის კუნძულების არქიპელაგში, კუნძულ ოʻაჰუს აღმოსავლეთით. ჰავაიურ ენაზე მანანა „მოტივტივეს“ ნიშნავს.
მანანას ხშირად კურდღლების კუნძულს უწოდებენ, რადგან მისი ფორმა, ოʻაჰუს ახლომდებარე სანაპიროდან, კურდღლის თავს წააგავს. გარდა ამისა, ადრე აქ შემოყვანილი კურდღლები ცხოვრობდნენ. კურდღლების კოლონია ჯონ ადამს კამინსმა 1880-იან წლებში დააარსა, როდესაც ის ახლომდებარე ვაიმანალოს პლანტაციას ხელმძღვანელობდა. კურდღლები დაახლოებით ასი წლის შემდეგ გაანადგურეს, რადგან ისინი აზიანებდნენ ადგილობრივ ეკოსისტემას, ზღვის ფრინველების გამრავლების ადგილებს.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ინფორმაცია კუნძულის შესახებ. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-01-06.