მანანა ჩიტიშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მანანა ჩიტიშვილი
დაბადების თარიღი 13 ნოემბერი, 1954(1954-11-13) (69 წლის)
დაბადების ადგილი კორინთა, სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი, საქართველოს სსრ, სსრკ
საქმიანობა პოეტი და მწერალი
მოქალაქეობა  სსრკ
 საქართველო
ჯილდოები ღირსების ორდენი, პრემია „საგურამო“, რუსთაველის პრემია, გალაკტიონ ტაბიძის სახელობის პრემია, საქართველოს მწერალთა კავშირის პრემია და დავით აღმაშენებლის სახელობის პრემია

მანანა ჩიტიშვილი (დ. 13 ნოემბერი, 1954, სოფ. კორინთა, ახლანდ. ახალგორის მუნიციპალიტეტი) — ქართველი პოეტი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა 1954 წლის 13 ნოემბერს, ქსნის ხეობაში, ახალგორის რაიონის სოფელ კორინთაში. 1974 წელს დაამთავრა გორის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი. 1986 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია. ლიტერატურული მოღვაწეობა დაიწყო 1970-იანი წლების ბოლოს.

იბეჭდებოდა ჟურნალებში „ცისკარი“, „მნათობი“ და გაზეთში „ლიტერატურული საქართველო“. გამოცემული აქვს ლექსების რვა კრებული. მიღებული აქვს 6 ლიტერატურული პრემია. დაჯილდოებულია ღირსების ორდენით. მისი ლექსები თარგმნილია იტალიურ, ინგლისურ, სომხურ, აზერბაიჯანულ და რუსულ ენებზე. 2003 წელს ამერიკის ბიოგრაფიის უნივერსიტეტმა შეიტანა კრებულში „თანამედროვე ეპოქის ცნობილი ადამიანები“. მიღებული აქვს დავით აღმაშენებლის სახელობის პრემია ნომინაციაში „ერის ტკივილი ლექსად“.

ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • „ქსანზე“: ლექსები (ავტორი). — თბილისი, მერანი, 1979. — 39 გვ.
  • „მინდვრის ფერადები“: ლექსები (ავტორი). — თბილისი, მერანი, 1984. — 63გვ
  • „ქართლის გზაზე“: ლექსები (ავტორი). — თბილისი, მერანი, 1988. — 91 გვ.
  • „მზის მოლოდინში“: ლექსები (ავტორი). — თბილისი, ნაკადული, 1990. — 62 გვ.
  • „შენ ჩემი ლოცვა გიშველის“: ლექსები (ავტორი). — თბილისი, მერანი, 1997. — 124 გვ.
  • „100 ლექსი“ (ავტორი). — თბილისი, ინტელექტი, 2001. — 126 გვ.
  • „მაინც საქართველო ერქვა“: ლექსები (ავტორი). — თბილისი, ინტელექტი, 2010. — 228 გვ. — ISBN 978-9941-420-76-4

ჯილდოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. „ილიაობა“ საგურამოში // „ლიტერატურული გაზეთი“, თბ., 12–25 ნოემბერი, 2010, № 38, გვ. 14.