მანანა როინიშვილი
იერსახე
მანანა როინიშვილი | |
---|---|
დაბადების თარიღი | 25 დეკემბერი, 1922 |
მოქალაქეობა |
![]() ![]() |
ალმა-მატერი | თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი |
მანანა როინიშვილი (დ. 25 დეკემბერი, 1922, ცხინვალი) — ქართველი ექიმი და მეცნიერი.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1943 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტი.
1943-1945 წლებში იყო სტალინირის(ცხინვალი) საავადმყოფოს ქირურგიული განყოფილების ორდინატორი, სისხლის გადასხმის სადგურის გამგე, საფერშლო-საბებიო ტექნიკუმის პედაგოგი, 1945-1951 წლებში საოლქო პოლიკლინიკის ქირურგი, 1951-1960 წლებში ექიმი-გინეკოლოგი, 1960 წლიდან თბილისის მეან-გინეკოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის თანამშრომელი. არის 12 სამეცნიერო ნაშრომი ავტორი. მეან-გინეკოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი, მიღებული აქვს ქების სიგელები.
საკანდიდატო დისერტაციის თემა — დაიცვა 1973 წელს „ჰემოსტაზის სისტემაში დარღვევები თამბაქოს ფაბრიკაში მომუშავე ქალთა შორის“.
ორგანიზაციის წევრი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- საქართველოს მეან–გინეკოლოგთა სამეცნიერო საზოგადოება, წევრი
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია, თბ., 2000, გვ. 241