მანანა ნოზაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

მანანა თენგიზის ასული ნოზაძე (დ. 6 ივნისი, 1951, თბილისი, საქართველო — გ. 5 დეკემბერი, 1997, იქვე) — ქართველი აღმოსავლეთმცოდნე, პირველი ქართველი ეგვიპტოლოგი. კინოდოკუმენტალისტის, თენგიზ ნოზაძისა, და აღმოსავლეთმცოდნის, ლატავრა ღვალაძის, ქალიშვილი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მანანა ნოზაძემ დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი (1973) და პეტერბურგის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის ასპირანტურა (1983). იყო ეგვიპტოლოგის, აკადემიკოს მიხ. კოროსტოვცევის მოწაფე. 1973–1978 და 1983–1997 თბილისის გიორგი წერეთლის სახელობის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის სემიტოლოგიის განყოფილების მეცნიერ-თანამშრომელი. გამოაქვეყნა რამდენიმე სამეცნიერო ნაშრომი ეგვიპტოლოგიის დარგში და რამდენიმე ქართული თარგმანი ძველეგვიპტურიდან. იყო ეგვიპტოლოგთა საერთაშორისო ფორუმების მონაწილე, ეგვიპტოლოგთა საერთაშორისო საზოგადოების წევრი.

დაკრძალულია თბილისში, საბურთალოს საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.