შინაარსზე გადასვლა

მანანა ანთაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მანანა ანთაძე
დაბადების თარიღი 28 აგვისტო, 1945(1945-08-28) (79 წლის)
დაბადების ადგილი თბილისი
საქმიანობა ენათმეცნიერი, მწერალი და მთარგმნელი
მოქალაქეობა  სსრკ
 საქართველო
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ჯილდოები ივანე მაჩაბლის სახელობის პრემია

მანანა ანთაძე (დ. 28 აგვისტო, 1945, თბილისი, საქართველოს სსრ) — ქართველი მწერალი, მთარგმნელი და თეატრალური მოღვაწე.

მანანა ანთაძე დაიბადა 1945 წლის 28 აგვისტოს, თბილისში. სწავლობდა თბილისის 54-ე საშუალო სკოლაში.

1967 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპული ენების ფაკულტეტი, ინგლისური ენის სპეციალობით.

ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.

პროფესიული განათლება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  • MA/BA ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, დასავლეთ ევროპის ენები და ლიტერატურა (1962-1967)
  • 31st კემბრიჯის უნივერსიტეტის ლიტერატურული სემინარი ‘CONTEMPORARY LITERATURE’ /alumna/ (2009)
  • გლობუსის კულტუროლოგიური სემინარი ‘SHAKESPEARE & HIS STAGE’ /alumna/ (2009)
  • მხატვრული ლიტერატურის პროფესიონალი მთარგმნელი (1971 - დღემდე)
  • დასავლური ლიტერატურის მიმდინარე პროცესის კვლევის ლაბორატორია (მეცნიერ-თანამშრომელი), თსუ (1981 —1989)
  • საერთაშორისო კონკურსის „ახალი დრამატურგია“ ოფიციალური ხელმძღვანელი (2006 - დღემდე)
  • მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრის სალიტერატურო ნაწილის ხელმძღვანელი (1981 — დღემდე)
  • ა(ა)იპ მიხეილ თუმანიშვილის სახელობის თეატრალური ხელოვნების განვითარების ფონდის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი (1998 — დღემდე)
  • Sturua Productions ერთ-ერთი დამფუძნებელი (რობერტ სტურუასთან და გია თევზაძესთან ერთად), (2012 — დღემდე)

თარგმნილი და დადგმული პიესები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  • იუჯინ ო’ნილი სიყვარული თელებქვეშ,[1] რეჟ. თემურ ჩხეიძე, 1978
  • უილიამ გიბსონი მსახიობთა ძახილი, რეჟ. ანდრო ენუქიძე, 1980
  • მოლიერი დონ ჟუანი, რეჟ. მიხეილ თუმანიშვილი, 1981
  • რადიარდ კიპლინგი კატა, რომელიც თავის ნებაზე დასეირნობდა, რეჟ. ნანა დემეტრაშვილი, 1982
  • დარიო ფო თავისუფალი წყვილი, რეჟ. ქეთი დოლიძე, 2004
  • ანტონ ჩეხოვი ალუბლი ბაღი, რეჟ. გოგი მარგველაშვილი, 2005
  • ოლგა ტაქსიდუ გახლეჩილი სამყარო, რეჟ. ნანა კვასხვაძე
  • ნიკოლაი გოგოლი რევიზორი, რეჟ. ოთარ ეგაძე, 2007
  • ბერტოლტ ბრეხტი, დედა კურაჟი, დავით დოიაშვილის დაკვეთით, 2007
  • ჯორჯ კაუფმანი ედნა ფებერი, სამეფო ოჯახი, რეჟ. ქეთი დოლიძე, 2006
  • უილიამ შექსპირი მაკბეთი, რეჟ. დავით დოიაშვილი, 2009
  • ტენესი უილიამსი კამინო რიალი, რეჟ. ჰილარი ვუდი,2009
  • ედმონ როსტანი სირანო დე ბერჟერაკი, რეჟ. დავით დოიაშვილი, 2010
  • დევიდ ჰეისტინგსი ერთი მოკლე ნაბიჯი, ბრიტანეთის საბჭოს დაკვეთით, 2010
  • ტერენს მაკნელი მარია კალასი: გაკვეთილი (მასტერ კლასი), თეატრი ფაბრიკა, რეჟ. რობერტ სტურუა, 2013
  • მაქსიმ გორკი, ფსკერზე, რეჟისორი დავით დოიაშვილი, 2014
  • ტენესი უილიამსი, ტრამვაი - სურვილი, რეჟისორი ქეთი დოლიძე, 2015
  • უილიამ შექსპირი, მეფე ლირი, რეჟისორი ზურა გეწაძე, 2015
  • უილიამ შექსპირი, იულიუს კეისარი (რობერტ სტურუას დაკვეთით), 2015
  • ირვინგ სტოუნი წყურვილი სიცოცხლისა (ბიოგრაფიული რომანი), თბ. გამომც. „საბჭოთა საქართველო“, 1974 (პირველი გამოცემა); „საქართველოს მაცნე“, 2010 (მეორე გამოცემა), ISBN 978-9941-16-061-5
  • ჰერბერტ უელსი რუსეთი წყვდიადში, ბათუმი, გამომცემლობა „საბჭოთა აჭარა“, 1978
  • ჩარლზ პერსი სნოუ ჟამი იმედისა, თბ. გამომც. „საბჭოთა საქართველო“, 1980
  • ედუარდ ოლბი: ექსისტენციური ინტუიცია კრებულში „თანამედროვე დასავლური დრამა“, ნიკო ყიასაშვილის რედაქციით, თბ. უნივერსიტეტის გამომცემლობა, 1989, ISBN 5-511-00317-4
  • ჯოან როულინგი ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა, თბ. ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, 2002, ISBN 99928-986-5-8
  • უილიამ შექსპირი მაკბეth, ფოტოები გურამ წიბახაშვილის, დიზაინერი კარლო ფაჩულია, თბ. ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის გამოცემა, 2009
  • ტენესი უილიამსი Camino Real (პიესა), თბ. აგორა, 2010, ISBN 978-9941-9149-6-6
  • ტერენს მაკნელი მასტერ კლასი (პიესა), თბ. აგორა, 2012, ISBN 978-9941-9236-9-2
  • 2014 ანტონ ჩეხოვი ალუბლის ბაღი, 2014, ISBN 987-9941-9352-3-7
  • ჟან-ბატისტ მოლიერი დონ ჟუანი, 2014, ISBN 978-9941-9352-4-4
  • უილიამ შექსპირი მაკბეთი, 2014, ISBN 978-9941-9352-5-1
  • ედმონ როსტანი სირანო დე ბერჟერაკი, 2014, ISBN 978-9941-9352-6-8
  • ედუარდ ოლბი: ექსისტენციური ინტუიცია (კრებული „თანამედროვე დასავლური დრამა“, 1989, ISBN 5-511—00317-4

პრემიები და ჯილდოები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. „საბჭოთა ხელოვნება“ : ჟურნ., 1979, № 3.