მანავის ქაშვეთის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მანავის ქაშვეთის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ მანავში, სასაფლაოზე. სავარაუდოდ განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს.

თითქმის მთლიანადაა დანგრეული. შემორჩენილია: საკურთხევლის აფსიდი და გრძივი კედლების აღმოსავლეთ ნაწილი. აფსიდის შუაში განგრეულია, ჩრდილოეთ კედლის შემორჩენილი ნაწილი მოცილებულია აფსიდს და ჩრდილოეთითაა გადახრილი. ეკლესია დარბაზულია, ნაგებია რიყის ქვითა და კირის ხსნარით. აფსიდი მოკლეა, განიერი. აფსიდის სამხრეთ გვერდში ორი ოთხკუთხა ნიშაა მოწყობილი, ჩრდილოეთ გვერდში კი ერთი. აფსიდის კედელში თიხის ჭურჭელია ჩატანებული.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]