მანაბენდრა როი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Mn roy2.jpg

მანაბენდრა როი, ნამდვილი სახელი და გვარი ჰარენდრანატჰ ბჰატაჩარია (დ. 1887 — გ. 1954, ინდოეთი) — ინდოელი აქტივისტი, ინდური ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პირველ მსოფლიო ომამდე ინდოეთის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში მონაწილეობას იღებდა იატაკქვეშა ორგანიზაციების მეშვეობით. 1915 წელს გაემგზავრა ჯერ ბატავიაში, შემდეგ შანხაიში. 1916-17 წლებში ცხოვრობდა აშშ-ში, 1917-19 წლებში მექსიკაში. შედიოდა ადგილობრივი სოციალისტური მოძრაობების ლიდერთა შემადგენლობაში. 1919 წლის შემოდგომაზე მიხაილ ბოროდინთან ერთად აარსებს მექსიკის კომუნისტურ პარტიას. 1919 წლის ბოლოდან მოსკოვშია, მუშაობს კომინტერნში. 1920 წელს ტაშკენტში მონაწილეობს ინდოეთის კომუნისტური პარტიის დაარსებაში. 1922 წლიდან კომინტერნის აღმასკომის წევრია. დაამთავრა სტალინის სახელობის „აღმოსავლეთის მშრომელთა კომუნისტური უნივერსიტეტი“. 1927 წლიდან კომინტერნის წარმომადგენელია ჩინეთში. ჩან კაიშის მიერ ჩინეთში კომუნისტური მოძრაობის ჩახშობის შემდეგ ბრუნდება მოსკოვში. 1928 წლიდან ჩამოსცილდა კომინტერნს და დაუპირისპირდა სტალინს. ბრუნდება ინდოეთში, სადაც მას აპატიმრებს ბრიტანული ხელისუფლება. 1931-36 წლებში საპატიმროშია. პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ აგრძელებს სტალინური კურსისა და კომუნისტური პარტიის იდეოლოგიის კრიტიკას. გარდაიცვალა 1954 წელს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]