მანაბა მაგომედოვა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მანაბა მაგომედოვა მაჰომედოვა[1], მაჰომეტოვა[2] (დ. 5 ნოემბერი, 1928, სოფ. ყუბაჩი, ახლანდ. დაღესტანი — გ. 10 მარტი, 2013) — მხატვარი, ოქრომჭედელი ქალი, დაღესტნის (1978) და საქართველოს სსრ (1985) სახალხო მხატვარი. თბილისის საპატიო მოქალაქე (2010).

1935-2000 წლებში ცხოვრობდა თბილისში. 1959-1967 წლებში მუშაობდა პედაგოგად თბილისის სამხატვრო აკადემიაში. მისი ნამუშევრები: შოთა რუსთაველისა (1965) და ალბრეხტ დიურერის (1970) პორტრეტები. „მხატვარი და ბუნება“ (ეძღვნება ელენე ახვლედიანს, 1977), „მხატვრის ცხოვრება“ (ეძღვნება დავით კაკაბაძეს, 1977), „ლადო გუდიაშვილი“ (1982). ხანჯალი „თბილისი — 1500 წელი“ (1958) და სხვა. მონაწილეობდა მინანქრის I საერთაშორისო სიმპოზიუმის მუშაობაში (თბილისი, 1973). ავტორია წიგნისა „ტრადიციების კვალდაკვალ“ (1971).

ჯილდოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]