მამუკა ონაშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მამუკა ონაშვილი
ბიოგრაფია
დაბ. თარიღი 1 ივნისი, 1967
დაბ. ადგილი თბილისი, საქართველოს სსრ
წარმოშობა საქართველოს დროშა საქართველო
გარდ. თარიღი 1 აგვისტო, 2022 (55 წლის)
გარდ. ადგილი თბილისი, საქართველო
ჟანრ(ებ)ი ქალაქური რომანსი
საქმიანობა მომღერალი
ინსტრუმენტ(ებ)ი

მამუკა ონაშვილი (დ. 1 ივნისი, 1967, თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ — გ. 1 აგვისტო, 2022, თბილისი, საქართველო) — ქართველი მომღერალი, სიმღერების ავტორი და იუმორისტი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მამუკა ონაშვილი დაიბადა 1967 წლის 1 ივნისს ქალაქ თბილისში. საესტრადო მოღვაწეობა დაიწყო 1983 წელს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში არსებულ ბიგ–ბენდ „ნიას“ (ხელმძღ. ნოდარ ნიკოლაიშვილის) სოლისტად. 1994 წლიდან დაიწყო მისი სოლო კარიერა ქართულ ესტრადაზე. იგი ასევე იყო სატელევიზიო მუსიკალური გასართობი შოუ-პროგრამების წამყვანი: „მო–ტი–ვი“ საქართველოს სახელმწიფო ტელევიზიის I არხზე (1998), „გემო ტი–ვი“ აჭარის ტელევიზიაში (2001). 2001 წლიდან მონაწილეობდა შემოქმედებითი გაერთიანება „ლომისის“ პროექტში „იუმორინა“. 2003–2005 წლებში იყო „არტ–იმედის“ ერთ–ერთი წარმატებული მომღერალი. 1998 წლიდან იგი ხშირად ატარებდა გასვლით კონცერტებს საზღვარგარეთაც (უკრაინა, რუსეთი, ისრაელი, ესპანეთი, საფრანგეთი, საბერძნეთი, გერმანია, ინგლისი, აშშ). გამოშვებული აქვს ორი მუსიკალური ალბომი: „მე ისეთი კარგი ვარ…“ და „ოცნების ღამე“. გადაღებული აქვს ექვსი მუსიკალური ვიდეო კლიპი.

მამუკა ონაშვილი გარდაიცვალა ნატახტართან 2022 წლის 31 ივლისს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევისას მიღებული დაზიანებების შედეგად.[1] დაკრძალულია მახათას მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.[2]

ჯილდოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 2001-2002 საერთო სტუდენტური მუსიკალური დაჯილდოვების ცერემონიალი სტუდენტური ფესტივალი
  • 2003 — ესპანეთი. ალიკანტე. ყოფილი საბჭოთა ქვეყნების მე-3 საერთაშორისო ფესტივალი. I პრემია.
  • 2002 — ოვაცია
  • 2002 — ერთიანი ახალგაზრდობა
  • 2002 — ჟურნალი „ახალგაზრდული“ საქართველოსა და თურქეთის მეგობრობის გაღრმავებისა და განმტკიცებაში გაწეული ღვაწლისათვის
  • 2002 — ნომინაცია წლის ყველასათვის საყვარელი მომღერალი

მეგა

  • 2000 – წლის საყვარელი მომღერალი მამაკაცი
  • 2001 – ახალგაზრდების წლის საყვარელი მომღერალი მამაკაცი
  • 2002 – ახალგაზრდების სიმპათია
  • 2005 – ოძელას სახელობის მეგა
  • 2006 – წლის ყველაზე პროდუქტიული მომღერალი

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]