შინაარსზე გადასვლა

მამრუხის ტაძარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მამრუხის წრიული ეკლესია

ტაძრის ნანგრევები

მამრუხის ტაძარი — აზერბაიჯანი
მამრუხის ტაძარი
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 41°32′40″N 46°46′05″E / 41.544444° ჩ. გ. 46.768056° ა. გ. / 41.544444; 46.768056
ქვეყანა დროშა: აზერბაიჯანი აზერბაიჯანი
მუნიციპალიტეტი ზაქათალა
ადგილმდებარეობა სოფ. მამრუხის სიახლოვეს.
დეტალები

გეგმა

მამრუხის ტაძარი (აზერ. Mamrux kilsəsi) — ეკლესია აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, ზაქათალის რაიონის სოფელ მამრუხის სიახლოვეს, რომელიც ამჟამად ლეკებითაა დასახლებული. იგი აღმართულია უღრანი ტყით დაფარული არმატაის მთის წვერზე. ძეგლის კედლები მეტწილად სუროს ლიანებითაა დაფარული და მხოლოდ აღმოსავლეთის მხარეა ნაწილობრივ შემორჩენილი.

რეკონსტრუქცია, მაკეტი.
რეკონსტრუქცია, მაკეტი.

ტაძარი წარმოადგენს ორიგინალური ფორმის ნაგებობას, რომელთა მშენებლობა გარდამავალი ხანისთვის მიღებული პრაქტიკა იყო და სავარაუდოდ VIII-IX საუკუნეებს უნდა განეკუთვნებოდეს. წრიული ფორმის ტაძარს სამი მხრიდან – ჩრდილოეთიდან, დასავლეთიდან და სამხრეთიდან აქვს კარი გაჭრილი, რომელთაგან ჩრდილოეთისას და სამხრეთისას მცირე სათავსები აკრავთ აღმოსავლეთისკენ მიმართული. ცენტრალურ სივრცეში ოთხი მძლავრი ბურჯია რომელზეც გუმბათი იყო დაყრდნობილი. აღმოსავლეთით წრიულად შვერილი აფსიდის გარდი-გარდმო, ასევე წრიული ფორმის სამკვეთლო და სადიაკვნეა განლაგებული, რომლებიც ნახევარსფერული გადახურვებითაა დასრულებული. მათში ორ-ორი სარკმელი და თითო ღრმა ნიშია განთავსებული. ტაძრის კუთხეები და კონსტრუქციული ნაწილები ნაგებია შირიმის ქვის კარგად თლილი კვადრებით.

ძეგლის გარშემო სხვადასხვა დანიშნულების ნაგებობათა კვალია, რომლებიც შესწავლას საჭიროებენ.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]