მამლუქთა დინასტია (ერაყი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა

მამლუქების ერაყული დინასტია (არაბ. مماليك العراق) — დინასტია, რომელიც ერაყს XVIII საუკუნიდან ადრეულ XIX საუკუნემდე მართავდა. მისი წარმომადგენლები მამლუქები იყვნენ. 1704-1831 წლებში ერაყს ეთნიკურად ქართველი მამლუქები მართავდნენ.

ქართველმა მამლუქებმა ერაყის მდგომარეობა წინ წაწიეს, განსაკუთრებული როლი ითამაშა დაუდ ფაშას მიერ გატარებულმა რეფორმებმა. 1831 წელს ოსმალეთის სულთანმა, დაუდის აჯანყების გამო და, ასევე, იმის შიშით, რომ მომავალშიც განმეორდეობდა აჯანყება, მოსპო ეს დინასტია და ისინი თანამდებობაზე ოსმალო ფაშებით ჩაანაცვლა. ოსმალური ერაყი პირველ მსოფლიო ომამდე არსებობდა, თუმცა მამლუქები მაინც დიდ როლს თამაშობდნენ ერაყში სხვა მართველ თანამდებობებზე.

მამლუქი მართველების სია:[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ჯანელიძე დ., სილაგაძე ბ., ქართველი მამლუქები ეგვიპტესა და ერაყში, თბ., 1967.