მამის მაცხოვრის ტაძარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

მამის მაცხოვრის ტაძარიეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის კულტურის უძრავი ძეგლი რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში, ლენტეხის მუნიციპალიტეტში, სოფელ მამიდან ერთი კილომეტრის დაშორებით ტყეში. ტაძარი თარიღდება X-XI საუკუნეებით. ტაძარი კარგად თლილი, საშუალო ზომის შირიმის ქვის ოქროსფერი კვადრებითაა ნაგები. წყობა სუფთაა, რიგების ჰორიზონტალურობა დაცულია.

მამის მაცხოვრის ტაძარი დარბაზული ეკელსიაა არც ისე ღრმა სამნაწილედი საკურთხევლით, მომცრო აფსიდის შუბლითა და ბემით. ამჟამად ეკლესიაში მოხვედრა შესაძლებელია ერთადერთი, დასავლეთ ფასადში გაჭრილი კარით. ეკლესია აფსიდის ცენტრში, სამხრეთისა და დასავლეთის კედლებში გაჭრილი სარკმლებით ნათდება. ეკლესიას მარტივი თარო-კარნიზი აგვირგვინებს, რომელსაც უშუალოდ ორფერდა სახურავი ხურავს.

ჩრდილოეთ ფასადის გარდა, რომელიც პირდაპირ ვიწრო გასასვლელით ემიჯნება მთის ფერდს, ტაძრის დანარჩენი ფასადები დეკორატიული თარნარებითაა გაფორმებული. ამასთანავე დასავლეთითა და აღმოსავლეთით, ფასადების საერთო კომპოზიცია მსგავსია, ხოლო სამხრეთისა — განსხვავებული. ოთხივე ფასადზე ბათქაშია შემორჩენილი.

მამის ეკლესიის ინტერიერში მთავარ დომინანტს წარმოადგენს მრავალსაფეხუროვანი პილასტრები, რომელსაც საბჯენი თაღი და გრძივი კედლების თაღები ეყრდნობა და რომელიც დიდწილად განსაზღვრავს შიდა სივრცის საერთო ორგანიზებას. კამარის დანაწევრებული საბჯენი თაღი სამსაფეხუროვანია.

მამის მაცხოვრის ტაძარს 2006 წლის, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია[1].

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ყენია მ., მამის (თეკალის) მაცხოვრის ეკლესია ქვემო სვანეთში, ჟურნ. საქართველოს სიძველენი, თბ., 2014, N 17, გვ., 218-224

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]