მამია ჯაბუა
მამია ჯაბუა (დ. 16 იანვარი, 1936 — გ. 28 თებერვალი, 2022) — ქართველი ინჟინერი.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1961 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი.
1961-1963 წლებში მუშაობდა საპროექტო ინსტიტუტ „საქქალაქმშენსახპროექტის“ წყალსადენისა და კანალიზაციის განყოფილების ინჟინრად. 1963-1985 წლებში საქართველოს განათლების სამინისტროს საპროექტო ბიუროში წყალსადენისა და კანალიზაციის განყოფილების გამგედ. 1985-1996 წლებში სსი „საქაგრომრეწვმშენსახპროექტის“ განყოფილების გამგედ. 1996 წლიდან იყო სს „გორგასლის“ წყალსადენისა და კანალიზაციის განყოფილების მთავარი სპეციალისტი. წლების განმავლობაში აქტიურად მონაწილეობდა საქართველოს ქალაქებისა და დასახლებული პუნქტების გენგეგმებისა და ცალკეული ქალაქმშენებლობითი ობიექტების, საქართველოსა და კავკასიის ქვეყნების სხვადასხვა დანიშნულების ნაგებობების, მათ შორის — ფოთისა და კახეთის ზონის საექსპორტო წყალსადენების, საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებების წყალსადენისა და კანალიზაციის ნაწილის დაპროექტებაში.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია, თბ., 2017, გვ. 732