მამია მალაზონია
| მამია მალაზონია | |
|---|---|
| დაბადების თარიღი | 19 მარტი, 1936 |
| მოქალაქეობა |
|
| ალმა-მატერი | თბილისის სამხატვრო აკადემია |
მამია მალაზონია (დ. 19 მარტი, 1936, ოზურგეთი) — ქართველი მხვატარი.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1962 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის სახვითი ხელოვნების ფაკულტეტი.
1962 წლიდან მონაწილეობს გამოფენებში; 1967-1968 წლებში იყო რუსთაველის თეატრის, 1969-1976 წლებში მარჯანიშვილის თეატრის, ხოლო 1976-1984 წლებში ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის მთავარი მხატვარი; გაფორმებული აქვს რუსთავის დრამატული, მინსკის ოპერისა და ბალეტის თეატრების სპექტაკლები; შექმნილი აქვს კოსტიუმების ესკიზები კინოფილმებისათვის, მუშაობს წიგნის გრაფიკაში. 1984 წლიდან თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის პროფესორი, მულტიპლიკაციის განყოფილების ხელმძღვანელი. მისი ნამუშევრები დაცულია: საქართველოს ეროვნულ გალერეაში, საქართველოსხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში, მოსკოვის თეატრალურ მუზეუმში, ტრეტიაკოვის გალერეაში, აღმოსავლეთის ხალხთა ხელოვნების მუზეუმში, მოსკოვის პუშკინის სახელობის ნატიფი ხელოვნების მუზეუმში, საქართველოს, საფრანგეთის, ინგლისის, გერმანიის, აშშ კერძო კოლექციებში.
ორგანიზაციის წევრი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- საქართველოს თეატრის მოღვაწეთა კავშირი, წევრი
- საქართველოს კინემატოგრაფისტთა შემოქმედებითი კავშირი, წევრი
- საქართველოს მხატვართა კავშირი, წევრი
ჯილდოები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- გალაკტიონ ტაბიძის სახელობის პრემია
- შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია
- საქართველოს სახალხო მხატვარი
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი, თბ., 1998-1999, გვ. 207