მამე მადიორ ბოიე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მამე მადიორ ბოიე
სენეგალის პრემიერ-მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
3 მარტი, 2001 – 4 ნოემბერი, 2002
პრეზიდენტი  აბდულაი ვადი
წინამორბედიმუსტაფა ნიასე
მემკვიდრეიდრისა სეკი

დაბადებული7 დეკემბერი, 1940 (1940-12-07) (83 წლის)
სენ-ლუი, სენეგალი
პოლიტიკური პარტიასენეგალის დემოკრატიული პარტია
განათლებაშეიხ-ანტა-დიოპის უნივერსიტეტი
რელიგიაისლამი

მამე მადიორ ბოიე (ფრანგ. Mame Madior Boye, დ. 7 დეკემბერი, 1940, სენ-ლუი, სენეგალი) — სენეგალელი პოლიტიკოსი, სენეგალის პრემიერ-მინისტრი 2001-2002 წლებში. სენეგალის პირველი ქალი პრემიერ-მინისტრი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მამე მადიორ ბოიე დაიბადა 1940 წელს[1] სენ-ლუიში, იურისტების ოჯახში. ისევე როგორც მისმა სამმა ძმამ, მამემაც მიიღო იურიდიული განათლება დაკარში და პარიზში. შემდეგ მუშაობდა სენეგალის იუსტიციის სამმართველოში, ეკავა პროკურორის მოადგილის, მოსამართლისა და რეგიონალური სასამართლოს პირველი ვიცე-პრეზიდენტის, ასევე სააპელაციო სასამართლოს პალატის პრეზიდენტის თანამდებობა. ბოიემ დააარსა სენეგალის იურისტთა ასოციაცია და იყო მისი პირველი პრეზიდენტი 1975-1990 წლებში.[1] 1978-1998 წლებში ბოიეს ეკავა ქალი-იურისტების საერთაშორისო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა. აბდუ დიუფის პრეზიდენტობის დროს ბოიეს არაერთხელ შესთავაზეს მაღალი თანამდებობები, მაგრამ იგი ყოველ ჯერზე უარს ამბობდა.[2]

2000 წელს საპრეზიდენტო არჩევნებში აბდულაი ვადის გამარჯვებისთანავე დანიშნეს იუსტიციის მინისტრად.[3][4] მალევე პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს შორის კონფლიქტის შედეგად გადადგა პრემიერი. 2001 წლის 3 მარტს პრეზიდენტმა მის შემცვლელად დანიშნა მამე ბოიე. მისი დანიშვნიდან ორ თვეში უნდა გამართულიყო საპარლამენტო არჩევნები, მანამდე 30-ზე მეტმა ქალთა უპარტიო ორგანიზაციამ მოაწყო კამპანია, რომლის დროსაც მოითხოვდნენ მთავრობაში ქალების რაოდენობის გაზრდას, რაც შეიძლება გამხდარიყო იმ დროს უპარტიო ბოიეს დანიშვნის ერთ-ერთი მიზეზი.[5]

2002 წლის 4 ნოემბერს ბოიეს მთავრობა დაიშალა და თავად ბოიე გადადგა თანამდებობიდან, რისი მიზეზიც უნდა გამხდარიყო ბოიეს განცხადება გემ „ჯულას“ ჩაძირვასთან დაკავშირებით, რომლის დროსაც დაიღუპა 1863 ადამიანი.[6] აღნიშნულთან დაკავშირებით 2008 წელს ფრანგმა მოსამართლემ ბოიეს დაკავების ორდერი გასცა.[7] სენეგალის მთავრობამ მის ექსტადიციაზე უარი განაცხადა.[8] 2009 წელს პარიზის სააპელაციო სასამართლომ ბოიეს დაკავების ორდენი გააუქმა.[9]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 «Mame Madior Boye», Jeune Afrique, August 13, 2007 (ფრანგული).
  2. Skard, Torild (2014) «Mame Madior Boye» in Women of power — half a century of female presidents and prime ministers worldwide, Bristol: Policy Press, ISBN 978-1-44731-578-0
  3. «Who’s Who», Senegal: Les Hommes de Pouvoir, number 5, Africa Intelligence, 17 July 2001 (ფრანგული).
  4. «New Senegalese government in place» დაარქივებული 2006-06-15 საიტზე Wayback Machine. , AFP, April 4, 2000.
  5. Diadie Ba, «Senegal’s first woman premier appointed», Reuters, March 4, 2001.
  6. «Report blames army for delay in Joola rescue», IRIN, November 6, 2002.
  7. «French judge issues warrants over Senegal ferry disaster: lawyer» დაარქივებული 2008-09-15 საიტზე Wayback Machine. , AFP, 12 September 2008.
  8. «Senegal to prosecute French judge over ferry disaster» დაარქივებული 2011-05-20 საიტზე Wayback Machine. , AFP, 19 September 2008.
  9. Malick Ciss, "Dossier du naufrage du bateau " Le Joola « — les mandats d’arrêt internationaux contre mame madior boye et cie annulés», Le Soleil, 17 June 2009 (ფრანგული).